Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/11/gamosaxleba.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

პოლიტიკა
პოლიციას შესაძლოა, გამოსახლების უფლება ჩამოერთვას
.უძრავი ქონებიდან საპოლიციო გამოსახლების ინსტიტუტის გაუქმებას პარლამენტში ინიცირებული "სამოქალაქო კოდექსში" და "პოლიციის შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს. კანონპროექტი ფრაქცია "ქართული ოცნება - მრწეველების" წევრმა, პაატა კიკნაველიძემ მოამზადა. კანონის გათვალისწინებით, საპოლიციო გამოსახლების არსი იმაში მდგომარეობს, რომ თუკი უძრავ ნივთზე ხდება საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს ამ მოქმედების აღკვეთა მოსთხოვოს. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია მოქმედების აღკვეთა სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე პოლიციისგან მოითხოვოს, საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის გზით. პარლამენტში ინიცირებული პროექტით, "სამოქალაქო კოდექსის" და "პოლიციის შესახებ" კანონის ის მუხლები უქმდება, რომელიც პოლიციის მიერ გამოსახლების საკანონმდებლო საფუძველს ქმნის. როგორც კანონპროექტის ავტორი განმარტავს, კანონში არსებული რეგულირება საფუძველშივე არსებით ხარვეზს შეიცავს და ძირს უთხრის სამოქალაქო სამართლის ისეთ ინსტიტუტს, როგორიცაა მფლობელობა. "ნივთზე, მათ შორის უძრავ ნივთზე მფლობელობის უფლება ექსკლუზიურად წერილობითი ფორმით დადებულ გარიგებას არ უკავშირდება. უფრო მეტიც, "სამოქალაქო კოდექსის" მესამე წიგნით გათვალისწინებული არც ერთი გარიგება, რომლის საფუძველზეც არამესაკუთრეს ნივთის ფლობის უფლება წარმოეწობა, არ მოითხოვს სავალდებულო წერილობით ფორმას და შეიძლება ზეპირი ფორმით დადებულ გარიგებას ემყარებოდეს. ასეთი გარიგებები სამართლებრივად ნამდვილია. ასეთ ვითარებაში საპოლიციო გამოსახლება შეიძლება ნივთის მართლზომიერ მფლობელსაც შეეხოს. ამასთან, საპოლიციო გამოსახლების ინსტიტუტი შეიცავს არა მარტო მფლობელობის, არამედ საკუთრების უფლების ხელყოფის საფრთხესაც", - მიიჩნევს ინიციატივის ავტორი.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.