Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/11/1363458054_20120808092301zaqareishvilii.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

პოლიტიკა
პაატა ზაქარეიშვილი - მოისპო ის ძალა, რომელიც ქვეყნის განვითარებას ხელს უშლიდა
მოისპო ის ძალა, რომელიც ქვეყნის განვითარებას ხელს უშლიდა და ეს იყო "ნაციონალური მოძრაობა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ინაუგურაციის ცერემონიის დასრულების შემდეგ რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა განუცხადა. მისივე შეფასებით, "ნაციონალური მოძრაობა" მთავრობასთან არ თანამშრომლობდა. "დღეს მნიშვნელოვანი დღეა და საქართველოს ვულოცავ ამ დღეს. მთავარია, რომ ხელისუფლება გამთლიანდა და სახელმწიფო განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა - ანუ საპარლამენტო მმართველობის სისტემაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ძალაუფლება ერთი ადამიანის ხელში არ იქნება. საპარლამენტო მმართველობაზე გადასვლით უფრო მეტი პასუხისმგებლობა დაეკისრება მთავრობას და პოლიტიკურ ძალებს. დღეს მოისპო ის ძალა, რომელიც ქვეყნის განვითარებას ხელს უშლიდა. ეს იყო "ნაციონალური მოძრაობა", რომელიც მთავრობასთან არ თანამშრომლობდა. ის რეფორმები, რაც ჩვენს მთავრობას აქვს ჩაფიქრებული, ახლა უფრო ჩქარა განხორციელდება", - აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა. რაც შეეხება საქართველოს ახალი პრეზიდენტის მთავარ გზავნილებს, პაატა ზაქარეიშვილმა გიორგი მარგველაშვილის საპრეზიდენტო სიტყვაში პრიორიტეტებად ტერიტორიული მთლიანობა, ევროინტეგრაცია და რუსეთთან დალაგებული ურთიერთობები დაინახა. "პრიორიტეტები იყო ტერიტორიული მთლიანობა, რომელიც დაფუძნებული იქნება ქართველი, აფხაზი და ოსი ხალხის ინტერესებზე. ეს იყო ევროინტეგრაცია და ასევე რუსეთთან დალაგებული ურთიერთობა, თუმცა რუსეთის ინტერესები უნდა იყოს ჩვენს ინტერესებთან შეზავებული და მათ კარგად უნდა ესმოდეთ, რომ საქართველო მხოლოდ ნატოსა და ევროკავშირისკენ მიმართული იქნება", - აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.