Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/11/hhhhhhhhhhhhhhh.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/11/hhhhhhhhhhhhhhh.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/11/hhhhhhhhhhhhhhh.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/11/hhhhhhhhhhhhhhh.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
პოლიტიკა
დღეიდან პარლამენტი ახალი მთავრობის ფორმირებაზე იწყებს მუშაობას
დღეიდან პარლამენტი ახალი მთავრობის ფორმირებაზე მუშაობას იწყებს. წინასწარი გეგმის თანახმად, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ირაკლი ღარიბაშვილს და ახალ მთავრობას პარლამენტი ნდობას სამ-ოთხ დღეში გამოუცხადებს. მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებული პროცედურები და მინისტრობის კანდიდატებთან შეხვედრების გრაფიკი პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დაზუსტდება, რომელიც დღეს, 18:00 საათისთვის არის დაგეგმილი. სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურა პრემიერ-მინისტრის პოსტზე, პრეზიდენტის მხრიდან პარლამენტში დღეს იქნება წარმოდგენილი. იმის მიუხედავად, რომ მთავრობის დაკომპლექტების საკითხში ახლად ამოქმედებული კონსტიტუციით ჯამში 21-დღიანი ვადაა განსაზღვრული, მმართველი გუნდი მთავრობის დამტკიცებას მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში გეგმავს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა, ეს შესაძლოა 20 ნოემბრის რიგგარეშე სხდომაზე მოხდეს. პრეზიდენტის ფიცის დადების მომენტიდან ბიძინა ივანიშვილის მთავრობამ უფლებამოსილება მოიხსნა. ახლა ყველა მინისტრი მოვალეობის შემსრულებელია. მთავრობის უფლებამოსილების მოხსნა ახალი კონსტიტუციური ნორმების ამოქმედებამ გამოიწვია. ახალი საკონსტიტუციო ნორმების თანახმად კი, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ირაკლი ღარიბაშვილს არა პრეზიდენტი, არამედ პარლამენტში საუკეთესო შედეგის მქონე საარჩევნო სუბიექტი წარადგენს. მთავრობის ფორმიერების ახალი კონსტიტუციური პროცედურების გათვალისწინებით, პრეზიდენტმა მთავრობის უფლებამოსილების მოხსნიდან შვიდი დღის ვადაში, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მისთვის წარდგენილი პრემიერ-მინისტრის კანდიდატური უნდა წამოაყენოს. თავის მხრივ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ასევე შვიდი დღის ვადაში არჩევს მინისტრთა კანდიდატურებს და ნდობის მისაღებად, სამთავრობო პროგრამასთან ერთად, პარლამენტს წარუდგენს. პარლამენტსაც შვიდდღიანი ვადა აქვს მთავრობის ფორმირებისთვის. პარლამენტის ნდობის მისაღებად მთავრობას პარლამენტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა დასჭირდება. პარლამენტის ბიუროს სხდომამდე დაგეგმილია საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა, რომელიც 14:00 საათზე, კოალიცია "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში ჩატარდება. სავარაუდოდ, სწორედ ამ სხდომაზე წარადგენს უმრავლესობა პრემიერ-მინისტრად ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურას.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.