Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/11/default_ge-30112011-1.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

პოლიტიკა
სტრასბურგის სასამართლო საქართველოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ წამოწყებულ ორ სახელმწიფოთაშორის დავას იხილავს
სტრასბურგის სასამართლო საქართველოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ წამოწყებულ ორ სახელმწიფოთაშორის დავას იხილავს. როგორც იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა თეა წულუკიანმა პარლამენტში რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, ერთი მათგანი უკვე დასრულდა და განაჩენი 2014 წლისთვის გამოცხადდება, მეორე კი, რომელიც აგვისტოს ომს ეხება, ახლახანს დაიწყო და პროცესი სავარაუდოდ, ხანგრძლივი იქნება. "ეს საქმე ეხება ჩვენი არაერთი თანამოქალაქის რუსეთიდან მასობრივ გამოძევებას. წინა ხელისუფლებამ ეს საქმე შეიტანა სტრასბურგის სასამართლოში და ჩვენ ამ დავას ვაგრძელებთ. ჩემი მოთხოვნით, სტრასბურგის სასამართლომ “მოიღო მოწყალება" და გვიპასუხა, რომ ის გადაწყვეტილებას 2014 წელს გამოცხადებს. მიზეზი იმისა, თუ რატომ გაჭიანურდა გადაწყვეტილების გამოცხადება, უცნობია, მაგრამ ეს ალბათ, იმდენად მნიშვნელოვანიც არ არის. ეს არის პირველი სახელმწიფოთაშორისი საქმე, რომელიც 2006 წელს კოლექტიურ გამოძევებას ეხება. რაც შეეხება მეორე საქმეს, ის აგვისტოს ომის პირობებში, საქართველომ 2008 წლის 11 აგვისტოს შეიტანა. სტასბურგის სასამართლომ გამოძიება დაიწყო, ჩვენ ვართ საწყის ეტაპზე, ეს ალბათ, 2 ან მეტ წელს წაიღებს, მაგრამ ჩვენ პოზიციების წარსადგენად მაქსიმალურად ვემზადებით. საერთაშორისო სასამართლოებთან ურთიერთობა მომავალშიც გაგრძელდება. ამასთან, იანვარში ჩვენ 100-მდე საჩივარი გვექნება მორიგებული პირველ რიგში, იმ პატიმრებისა, რომლებიც წლობით ატანჯებოდნენ ქართულ საპატიმროებში. მორიგებას ორი მიზანი აქვს: პირველი, ამ ადამიანებს შვება მიეცეთ და მეორე, ბიუჯეტისთვის დადგეს რაც შეიძლება, ნაკლებად საზიანო შედეგი, თუმცა ინდივიდებმა მიიღონ ის საყვედურები, რაც მათ გონივრულად ეკუთვნით. ეს პირდაპირ კავშირშია იმ ნაბიჯებთან, რაც ჩვენ აღსრულების ეროვნულ ბიუროში გადავდგით, სადაც შევარდნაძის ხელისუფლებიდან დღემდე არაერთი საქმე იყო აღუსრულებელი", - განაცხადა თეა წულუკიანმა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.