Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/11/1002629_128277620675964_68257858_n.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

პოლიტიკა
პრემიერობის კანდიდატი ირწმუნება, რომ საჯარო მოხელის დანიშვნა-გათავისუფლება პოლიტიკაზე არ იქნება დამოკიდებული
კანონის თანახმად, საჯარო მოხელის დანიშვნა-გათავისუფლება პოლიტიკაზე დამოკიდებული აღარ იქნება. როგორც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე სამთავრობო პროგრამის წარდგენისას განაცხადა, მთავრობა დონორების დახმარებით "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონში ცვლილებებს განახორციელებს, სადაც მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების სამართლებრივი საფუძვლები ზუსტად განისაზღვრება. "შეიქმნება საჯარო სამსახურის ისეთი მოდელი, სადაც საჯარო მოხელის დანიშვნა-გათავისუფლება პოლიტიკაზე დამოკიდებული აღარ იქნება. ხელისუფლების შეცვლა საჯარო სამსახურიდან კადრების დათხოვნას აღარ გამოიწვევს. კანონით ზუსტად განისაზღვრება მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების სამართლებრივი საფუძვლები. დონორთა დახმარებით უკვე მუშავდება საჯარო სამსახურის კონცეფცია, რომელიც საფუძვლად დაედება ახალ კანონს "საჯარო სამსახურის შესახებ". მთავრობის პრიორიტეტი ადამიანის უფლებების დაცვაზე იქნება ორიენტირებული", - განაცხადა ღარიბაშვილმა. მისივე თქმით, ყველა უმცირესობის დაცვის კუთხით მთავრობა დაამტკიცებს ადამიანის უფლებათა სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმას. "გაგრძელდება ეროვნული უმცირესობების აქტიური ჩართვა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. ხელი შეეწყობა სახელმწიფო ენის შესწავლის პროცესს, ყველა მსურველს მიეცემა სახელმწიფო ენის შესწავლის შესაძლებლობა. ხელი შეეწყობა ასევე ეროვნული უმცირესობების ენის, კულტურის, ღირებულებების დაცვას", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.