რეგიონი
შსს-მ მარტვილის ინციდენტზე გამოძიება დაიწყო
მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლის მურმან წოწორიას და ჟურნალისტ ლელა ფაილოძის დაპირისპირების ფაქტზე საქმე 125-ე მუხლით აღიძრა, რაც ცემას გულისხმობს.

ამ საკითხთან დაკავშირებით წოწორია კომენტარს არ აკეთებს. ფაილოძეს განცხადებით, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ მარტვილის ორგანიზაციის თანამშრომლია, თავად წოწორიამ მიაყენა მას ჯერ სიტყვიერი და შემდეგ ფიზიკური შეურაცხყოფა.

,, დღეს ქუჩაში მივდიოდი, როდესაც წოწორიამ თავისი ავტომობილით ჩამიარა და ხელების კომბინაციით შემაგინა. მივედი და ვკითხე, რატომ მაგინებდა და რა უნდოდა ჩემგან, ის კი ყელში მწვდა და ფიზიკურად გამისწორდა,’’- ამბობს ფაილოძე.

მისივე თქმით, მათ შორის უთანხმოება მას შემდეგ დაიწყო, რაც მან წოწორიას 2012 წლის არჩევნებამდე ბიძინა ივანიშვილისთვის მიძღვნილი ლექსი გამოაქვეყნა, სადაც ის ყოფილ პრემიერ-მინისტრს  აძაგებდა.

ჟურნალისტი უკვე დაიკითხა მარტვილის პოლიციის ქვეგანყოფილებში. მას ასევე ჩაუტარდა ექსპერტიზა.

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით შსს გამოძიებას აწარმოებს.

Print Email
FaceBook Twitter
თეგები: შსს / მარტვილი /
დაფინანსებული
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
31 / ივლისი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2026 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.