რეგიონი
გამგებლის ცემის ფაქტზე ბრალდებულს გამოსასწორებელი სამუშაოები დააკისრეს
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ დღეს უჩაშონას გამგებლის ბეჟან ჭურღულიას ცემის ფაქტზე ნიკა ჭურღულია დამნაშავედ ცნო. მოსამართლე შოთა ბიჭიამ სასჯელის სახით მას 120 საათიანი გამოსასწორებელი სამუშაოები განუსაზღვრა. დღესვე, ყადაღა მოეხსნა ჭურღულიას საცხოვრებელ სახლს, რომელიც გირაოს სანაცვლოდ იყო დაყადაღებული.

ბრალდებულმა საბოლოო სიტყვაში აღნიშნა, რომ თავს დამნაშავედ არ ცნობს, რადგან გამგებელს ფიზიკურად არ შეხებია და მათ შორის მხოლოდ სიტყვიერი დაპირისპირება იყო.

ადვოკატის ბაჩუკი ყურაშვილის თქმით, განაჩენის სააპელაციო წესით გასაჩივრება იგეგმება, რადგან გადაწყვეტილება უკანონოა.

"მხოლოდ მიკერძოებული ჩვენებები იყო მოწმეთა მხრიდან, შესაბამისად, უტყუარი მტკიცებულებები იმისა, რომ ნიკა ჭურჭულიამ დანაშაული ჩაიდინა, არ დადასტურდა", - აღნიშნა ყურაშვილმა.

პროცესს უჩაშონას გამგებელი არ დასწრებია.

ცნობისთვის, სოფელ უჩაშონას გამგებლის ბეჟან ჭურღულიასა და ნიკა ჭურღულიას შორის ინციდენტი 16 სექტემბერს მოხდა. ნიკა ჭურღულიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2025 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.