რეგიონი
ზუგდიდის საგამოცდო ცენტრში დღეს 35 აბიტურიენტი არ გამოცხადდა
ზუგდიდის საგამოცდო ცენტრში რეგისტრირებული 291 აბიტურიენტიდან 35 არ გამოცხადდა. შესაბამისად, ქართულ ენასა და ლიტერატურას 256 კურსდამთავრებული აბარებს. ცენტრის ხელმძღვანელის ნანა ქირიას ინფორმაციით, არც ერთ აბიტურიენტს მაღალი ტემპერატურა არ დაუფიქსირდა და გამოცხადებულებიდან გამოცდაზე ყველა დაუშვეს.

“არც გუშინ და არც დღეს რაიმე განსაკუთრებული შემთხვევა არ გვქონია, ყველაფერი ნორმის ფარგლებში მიდის - აღნიშნა ნანა ქირიამ.

გამოცდების ცენტრი არ ფლობს ინფორმაციას, არგამოცხადებული სტუდენტები არიან თუ არა აფხაზეთში მცხოვრებლები.

ინფორმაციისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები აბიტურიენტები საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდების გარეშე ჩაირიცხებიან.

2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის ქვეყნის მასშტაბით 39 000-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა. გამოცდები გუშინ დაიწყო და 25 ივლისს დასრულდება.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 11 °C
img
სოხუმი 11 °C
img
ფოთი 10 °C
img
მესტია 6 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.