სპორტი
ქართველი კალათბურთელები მთავრობას კალათბურთისთვის ყურადღების მიქცევისკენ მოუწოდებენ
საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას კალათბურთისთვის ყურადღების მიქცევისკენ მოუწოდებენ. შესაბამისი განცხადება ქართველმა კალათბურთელებმა გუშინ პორტუგალიასთან მატჩის შემდეგ გააკეთეს. როგორც გუნდის კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ განაცხადა, საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში დღეს მხოლოდ ორი გუნდია რეგისტრირებული, რაც ძალიან მძიმე მოვლენაა. "ძალიან ამაყი ვარ ამ ბიჭებით, ძალიან მაგარი დღეა ჩვენთვის. მაქსიმუმი გავაკეთეთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე მოვხვედრილიყავით, მიუხედავად იმ სირთულეებისა და ტრავმებისა, რომელიც გუნდში არის. მიუხედავად ამხელა სიხარულისა, კვლავ არის დიდი წუხილი ჩვენში იმასთან დაკავშირებით, რა მდგომარეობაშიც დღეს ქართული კალათბურთია. გვინდა მივმართოთ თხოვნით ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრს, საქართველოს მთავრობას, რომ მიხედონ კალათბურთს, ყურადღება მიაქციონ სპორტის ამ სახეობის განვითარებას საქართველოში, დღესდღეობით მხოლოდ ორი გუნდია ჩემპიონატში, ამას საქართველო არ იმსახურებს. ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, რომ ქვეყანამ აჩვენოს კარგი შედეგი და ქვეყნისთვის სამომავლოდ უფრო კარგი იქნება, თუ იქნება ძლიერი ჩემპიონატი, იქნებიან გუნდები, გაიზრდებიან პროფესიონალი კალათბურთელები, ამით უფრო ისარგებლებს ქვეყანა და ნაკრები უფრო ძლიერი იქნება", - აღნიშნა ზაზა ფაჩულიამ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა ზუგდიდის მერიასთან ერთად, ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების ახალი პროგრამა
დღეს "ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი"-ს ოფისში, პროექტის ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის საჭიროებებზე მორგებული პროგრამების გაუმჯობესება" ფარგლებში, მეორე
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 14 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 4 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.