სპორტი
გერმანია ხვალინდელ თამაშზე სამი ქულის მოპოვებას გეგმავს

"ჩვენ ვგეგმავთ, რომ სამი ქულა მოვიპოვოთ," - ასეთია გერმანიის ნაკრების ხვალინდელი თამაშის მიზანი.

ამის შესახებ გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დღეს თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც ქართველი და გერმანელი ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა და ხვალინდელ თამაშზეც ისაუბრა.

„შარშანდელი ჩავარდნის შემდეგ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წელს ყველაფერი გავაკეთოთ. დავანთებთ ცეცხლს, სრულ ენერგიას დავხარჯავთ, რომ ეს სამი ქულა მოვიპოვოთ და მაქვს ამის იმედი, რომ ხვალ ზუსტად ასე მოხდება. ჩვენ კარგად ვიცით, რომ საქართველოს აქვს დიდი პოტენციალი თავდაცვაში. მახსოვს, როგორ ითამაშეს საფრანგეთთან და ესპანეთთან,“ - აცხადებს იოაჰიმ ლიოვი.

დღესვე სტადიონზე ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, რომლებმა იმ წინასწარ სამუშაოზე ისაუბრეს, რაც გერმანიის ნაკრების დასახვედრად ხელისუფლებამ ჩაატარა.

ვიცე-პრემიერი კახა კალაძე ამბობს, რომ სტადიონი ხვალინდელი თამაშისთვის მზად არის.

„ნაწილი სამუშაოების შესრულებულია, შემოსასვლელები, კამერები, გახმოვანება. ამ თამაშის შემდეგ უკვე დაიწყება სკამების დემონტაჟი და ახალი სკამები გვექნება დინამო არენაზე," - აცხადებს კახი კალაძე.

 
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა ზუგდიდის მერიასთან ერთად, ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების ახალი პროგრამა
დღეს "ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი"-ს ოფისში, პროექტის ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის საჭიროებებზე მორგებული პროგრამების გაუმჯობესება" ფარგლებში, მეორე
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 13 °C
img
სოხუმი 14 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 3 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.