სპორტი
აბაშელმა ნიჩბოსნებმა საერთაშორისო ტურნირზე საპრიზო ადგილები მოიპოვეს
აბაშის აკადემიურ ნიჩბოსანთა გუნდის წევრები, 27-29 მარტს, აზერბაიჯანში საერთაშორისო ტურნირზე იმყოფებოდნენ. ინფორმაციას აბაშის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. ამავე ცნობით, ქალაქ მინგიჩაურში, აბაშელი სპორტსმენები, პრეზიდენტის თასზე ნიჩბოსნობაში გამართულ შეჯიბრებაში მონაწილეობდნენ.

გიორგი გაბელაიამ ერთადგილიანი და ორადგილიანი ნავით იასპარეზა, პირველი ადგილი დაიკავა და ორი ოქროს მედალიც მოიპოვა. ასევე წარმატებით იასპარეზეს ოთარ სართანიამ და ნიკა დარჯანიამ, ისინი ორადგილიანი ნავით მეორე ადგილზე, ხოლო ოთხადგილიანი ნავით მესამე ადგილზე გავიდნენ, შესაბამისად, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. ნიჩბოსანმა არკადი გაგუამ ორადგილიანი და ოთხადგილიანი ნავით შეჯიბრებაში მეორე ადგილი აიღო და ვერცხლის მედლები მოიპოვა.

აკადემიურ ნიჩბოსანთა გუნდი წელიწადზე მეტია ვარჯიშობს და ამ ხნის მანძილზე არაერთ წარმატებას მიაღწია. ისინი იყვნენ საქართველოს ჩემპიონები და პრიზიორებიც.



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა ზუგდიდის მერიასთან ერთად, ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების ახალი პროგრამა
დღეს "ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი"-ს ოფისში, პროექტის ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის საჭიროებებზე მორგებული პროგრამების გაუმჯობესება" ფარგლებში, მეორე
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 18 °C
img
სოხუმი 14 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.