სამეგრელოში კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა
12:34 / 21.03.2020
სამეგრელოს რეგიონში ახალი კორონავირუსით ინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ გამოვლენილა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის "საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის"დირექტორმა ნანა ოდიშარიამ უთხრა. მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე რეგიონის მასშტაბით თვითიზოლაციის რეჟიმში სულ 266 პირი რჩება, საკარანტინო ზონაში კი 29 მოქალაქეა მოთავსებული.
"დღევანდელი მონაცემებით 266 პირი რჩება თვითიზოლაციაში. მოიხსნა 47, რომელსაც დაუმთავრდა აღნიშნული პერიოდი. საკარანტინო ზოლში კი 29 პიროვნება იმყოფება, რომელთაგან 3 გადაყვანილი იქნა რეგიონიდან თბილისში. ზოგი მათგანი არღვევდა თვითიზოლაციის პირობებს, ნაწილს კი არ ჰქონდა შესაბამისი პირობები ოჯახებში. არც ერთი შემთხვევა რეგიონში კორონავირუსის არ გამოვლენილა", - ამბობს ოდიშარია.
მისივე თქმით, მოცემულობის შენასარჩუნებლად აუცილებელია ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინება.
საქართველოში დღევანდელი მონაცემებით ახალი კორონავირუსის 47 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებული ერთი მოქალაქეა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები