აფხაზეთში კორონავირუსით 4 ადამიანი გარდაიცვალა, დაინფიცირდა 61 პირი
11:25 / 19.09.2021
გასული დღე-ღამის განმავლობაში აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 268 ადამიანს ჩაუტარდა და გამოვლინდა ინფიცირების 61 ახალი შემთხვევა.
ინფორმაციას ოპერატიული შტაბი ავრცელებს. ამავე ცნობით, ბოლო 24 საათში დე ფაქტო რესპუბლიკის მასშტაბით კიდევ 4 ადამიანი გარდაიცვალა. მათგან 3 სასტუმრო "აიტარის" ტერიტორიაზე მოწყობილ რუსულ საველე ჰოსპიტალში, ხოლო 1 გაგრის ცენტრალურ საავადმყოფოში მკურნალობდა.
ამ ეტაპზე აფხაზეთში არსებულ კოვიდმიმღებ დაწესებულებებში 164 ინფიცირებული მკურნალობს. მძიმეა 31 პაციენტის მდგომარეობა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე სოხუმმა COVID 19-ით ინფიცირების 26 719 შემთხვევა დაადასტურა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 22 034-ს შეადგენს. ჯამში გარდაიცვალა 401 პირი.
დღეს, როცა დრო ყველაზე ძვირფასი რესურსია, სამზარეულოშიც ისეთ ტექნიკას ვეძებთ, რომელიც ცხოვრებას გაგვიმარტივებს. სწორედ ამიტომ გახდა აეროგრილი ყოველდღიური სამზარეულოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოწყობილობა.
28-29 ნოემბერს თბილისში, გამოფენების ცენტრ "ექსპოჯორჯია"-ში სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების 23-ე საერთაშორისო გამოფენა – Agro/Food/Drink/Tech/Expo 2025 გაიმართება.
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები