გასული დღე-ღამის განმავლობაში დე ფაქტო რესპუბლიკაში 207 ადამიანი გამოიკვლიეს და მათგან 143-ს კორონავირუსი დაუდასტურდა. აფხაზეთის კოვიდმიმღებ დაწესებულებებში 157 ინფიცირებული მკურნალობს,  
მათგან 34-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. 
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, სოხუმმა COVID 19-ით ინფიცირების 43 337 შემთხვევა დაადასტურა. გამოჯანმრთელდა 36 489, ხოლო გარდაიცვალა 594 ადამიანი.
			
			
											 
					
მასალის გამოყენების პირობები