აფხაზეთში კორონავირუსით 2 ადამიანი გარდაიცვალა, 454 დაინფიცირდა									
			
		
						
			
			
			
								დე ფაქტო რესპუბლიკის ოპერატიული შტაბის ბოლო მონაცემებით აფხაზეთში კორონავირუსზე კვლევა 769 ადამიანს ჩაუტარდა და გამოვლინდა ინფიცირების 454 ახალი შემთხვევა.   
ამავე ცნობით, გუდაუთის კლინიკაში 81 წლის ქალი და 82 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.
აფხაზეთის კოვიდმიმღებ დაწესებულებებში ამ ეტაპზე 151 ადამიანი მკურნალობს. მძიმეა 25 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა. 
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე სოხუმმა ინფიცირების 44 383 შემთხვევა აღრიცხა, გამოჯანმრთელდა 37 106 პირი, გარდაიცვალა 601 ადამიანი.			
			
											 
					
მასალის გამოყენების პირობები