კოვიდინფიცირების 1 611 ახალი შემთხვევა გამოვლინდა სამეგრელო-ზემო სვანეთში 									
			
		
						
			
			
			
								გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 23 134  ახალი შემთხვევა,          
გამოჯანმრთელდა 17 594 ადამიანი. სამეგრელო-ზემო სვანეთში COVID-19 კიდევ 1 611 პირს დაუდასტურდა.
დაავადებას საქართველოში კიდევ 33 პაციენტი ემსხვერპლა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე სულ 15 174 ადამიანი გარდაიცვალა.
მიმდინარე  აქტიური 208 745 შემთხვევიდან 5 840 ინფიცირებული საავადმყოფოში გადის მკურნალობის კურსს.			
			
											 
					
მასალის გამოყენების პირობები