როიალი მთებში - ვიდეორგოლები აფხაზეთის ბუნების პოპულარიზაციისთვის
10:42 / 25.07.2019
აფხაზეთში უკვე მეორე წელია ხორციელდება პროექტი Аbkhazia Aero, რომლის ავტორი, ბანკის თანამშრომელი,
ინჟინერი - დანიილ ოტირბაა. ის კოპტერით (აერო გადაღება) ქალაქის ხედებსა და პეიზაჟებს იღებს და ფეისბუკის საკუთარ გვერდზე აქვეყნებს. განსაკუთრებული პოპულარობით ის ვიდეორგოლები სარგებლობენ, რომლებზეც შემსრულებლები ბუნების წიაღში როიალზე უკრავენ.
დანიილ ოტირბამ რადიო „ათინათს“ უთხრა, რომ ეს იდეა ერთ მშვენიერ დღეს, საფორტეპიანო კლასიკური მუსიკის მოსმენისას გაუჩნდა. გამომდინარე იქიდან, რომ როიალის დაქირავება და ტრანსპორტირება ვერ ხერხდებოდა, მან გადაწყვიტა ძველი პიანინოსგან აეწყო როიალი, რაშიც მამა და ძმა დაეხმარნენ. ერთ თვეში დაამზადეს ინსტრუმენტი, რომლის ტრანსპორტირება ადვილი იქნებოდა, რადგან ის როიალზე ორჯერ უფრო მსუბუქია და კლავიატურა და ცენტრალური ნაწილი ეხსნება. ერთ - ერთი ასეთი ვიდეორგოლი, აფხაზეთის მთიან სოფელ აუადხარაშია გადაღებული, როიალზე დანიილის ძმა, დავითი უკრავს. ვიდეორგოლს კოპტერის გარდა, სამი კამერა იღებდა.
ამჟამად პროექტის ავტორი ახალ ადგილებს და იდეებს ეძებს ვიდეორგოლების გადასაღებად.
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ძველი სამეგრელოს ერთ-ერთ გამორჩეულ მითოლოგიურ პერსონაჟზე - გუნიაზე, რომელიც ხალხური რწმენით ახალშობილთა მფარველ სულად მიიჩნეოდა.
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ აშუბების საგვარეულო სალოცავზე - აბაანიხაზე, რომელიც თანამედროვე აფხაზეთში ერთ-ერთ მნიშვნელოვან რელიგიურ-კულტურულ ძეგლად მიიჩნევა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები