ТОЧКИ СОПРИКОСНОВЕНИЯ
სოხუმში ფულის მუზეუმს გახსნიან (ფოტო)
სოხუმში ეროვნული ბანკის ბაზაზე ადგილობრივი ფულის მუზეუმის გახსნა იგეგმება. იდეის ავტორების მიზანია, მეტი ინფორმაცია მიაწოდონ მნახველებს აფხაზეთში ფულის მიმოქცევის ისტორიაზე.
მუზეუმის შექმნის იდეას მხარს უჭერს ადგილობრივი კოლექციონერი ასტამურ ტანია, რომელიც თვლის, რომ ნუმიზმატიკისა და ბონისტიკის საკითხების შესახებ შემორჩენილი მწირი ინფორმაციის მიუხედავად, "აფხაზეთის ტერიტორიაზე მუდმივად ვითარდებოდა სავაჭრო - ეკონომიკური ურთიერთობები და აქტიურად ბრუნავდა სხვადასხვა ვალუტა".

"ფულის ნიშნები ძვ.წ. VII საუკუნეში გაჩნდა, ხოლო აფხაზეთში ფულის მიმოქცევა ძვ.წ. VI საუკუნეში დაიწყო. ესე იგი, აფხაზეთის და კაცობრიობის ისტორიის ეს სეგმენტი ერთმანეთს ემთხვევა", - აღნიშნა ტანიამ.

ისტორიკოსის და ყოფილი პრემიერ - მინისტრის სერგეი შამბას თქმით, ის, რომ ბანკში ფული არ არის, არ ნიშნავს ამ იდეის განხორციელებაზე უარის თქმას. ის დარწმუნებულია, რომ "აუცილებლად უნდა მოხდეს ფულის მიმოქცევის მდიდარი ისტორიის დემონსტრირება", რათა ის დარჩეს საზოგადოების მეხსიერებაში.

"თქვენ იცით, რომ ჩვენი ტერიტორია ყოველთვის იყო მოქცეული ისტორიული ურთიერთქმედების სფეროში, პოლიტიკური არენის ისეთ მნიშვნელოვან მოთამაშეებთან, როგორიცაა ძველი საბერძნეთი, ძველი რომი, ბიზანტია. აქ არაბული და მონღოლური მონეტები იყო მიმოქცევაში, არაფერს ვამბობ რუსეთის იმპერიის პერიოდზე", - ამბობს შამბა.

ფულის მუზეუმის შექმნის იდეა აფხაზეთის ეროვნული ბანკის ხელმძღვანელს ბესლან ბარათელიას ეკუთვნის. დაახლოებით 10 წლის წინ, აფხაზეთის ბანკმა სხვადასხვა თარიღისადმი მიძღვნილი სამახსოვრო მონეტების გამოშვება დაიწყო. მათი ნომინალი აფსარით განისაზღვრა. ეს ფულის ერთეული ოფიციალური ვალუტაა და მიბმულია რუსეთის ფედერაციის რუბლზე. 1 აფსარი - 10 რუსული რუბლის ეკვივალენტია.

ბარათელიას თქმით, "იმის მიუხედავად, რომ მას შემდეგ, მხოლოდ ათი წელია გასული, აფხაზეთის ბანკის მიერ გამოშვებული საიუბილეო მონეტების ჩამონათვალიდან, ზოგიერთი უკვე გაყიდვაში აღარ არის".

"ოქროს და ვერცხლის მონეტა "ვლადისლავ არძინბა", "ფაზილ ისკანდერი", "ნართები", უკვე აღარ არის გაყიდვაში. მათ ვერანაირ ფასად ვერ შეიძენთ. ისტორიული პროცესისთვის ეს უმნიშვნელო პერიოდია, მხოლოდ 10 წელი გავიდა, მაგრამ ჩვენ უნდა ვიფიქროთ მომავალზე, ჩვენს შთამომავლობაზე - იმაზე, რომ ამ გზით ვქმნით ისტორიას. საჭიროა შევქმნათ ფონდები, რათა შეგროვდეს მასალა. 20-50 წელიწადში გაქრება ის მონეტებიც, რომლებიც ახლა არის ხელმისაწვდომი", - ამბობს ბარათელია.

მუზეუმის პროექტის დიზაინერი კამა კაცია ამბობს, რომ მას სურდა შეექმნა გარკვეული სივრცე, რომელიც სტილისტურად შესაბამისობაში მოდის, როგორც ნაციონალურ ბანკთან, ისე ზოგადად, ფულის იდეასთან.

"შევარჩიე ფულის და სიმდიდრის სტერეოტიპული წარმოდგენა - გამოვიყენე ისეთი მასალები, რომელიც ოქროსთან ასოცირდება, მაგალითად - ონიქსი, ან თითბერი - ორნამენტებისთვის".

ფულის მუზეუმი ნაციონალური ბანკის მარცხენა ნაწილში გაიხსნება. პროექტის ავტორების ინფორმაციით, ვიზიტორები იქ ბუკლეტებისა და სამახსოვრო მონეტების შეძენასაც შეძლებენ.

მასალა მომზადებულია გადაცემა "Точки соприкосновения" - ს მიხედვით, რომელიც გადის რადიო "ათინათის" ეთერში. პროექტი ხორციელდება აფხაზ პარტნიორებთან თანამშრომლობით. მასალა შესაძლოა შეიცავდეს ტერმინებს, რომლებსაც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში იყენებენ.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
26 / აპრილი 2024
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ბიჭვინთის „სახელმწიფო აგარაკის“ რუსეთის ხელისუფლებისთვის გადაცემის საკითხს „წერტილი დაესვა“. ამის შესახებ ასლან ბჟანიამ აფხაზურ ტელევიზიას უთხრა.
26 / აპრილი 2024
ზუგდიდში, ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრში "ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" საკონსტიტუციო განხილვა მიმდინარეობს.
25 / აპრილი 2024
ზუგდიდში ე.წ აგენტების კანონთან დაკავშირებით "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ლევან ხაბეიშვილი, ასევე "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე, საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენელთან ერთად,
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 32 °C
img
სოხუმი 26 °C
img
ფოთი 26 °C
img
მესტია 16 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.