ТОЧКИ СОПРИКОСНОВЕНИЯ
კარვების ბანაკი და "ანტიკორუფციული" კანონი სოხუმში
სოხუმში 4 თებერვალს სამოქალაქო აქტივისტებმა აფხაზეთის სახალხო კრების შენობასთან კარვები გაშალეს. აქციის მონაწილეები ანტიკორუფციული და "საშემოსავლო დეკლარაციების" შესახებ კანონების დაუყოვნებლივ მიღებას ითხოვდნენ.

სიტუაცია აფხაზეთში ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში დაიძაბა. ოპოზიციური ძალები ხელისუფლებას კორუფიციასა და უკანონო ქმედებებში ადანაშაულებენ.
- ჩვენ უკვე დიდი ხანია ჩაფლულები ვართ კორუფციაში, 25 წლის განმავლობაში არანაირი გამონათება არ ყოფილა, თაობები იცვლება და კარიერული ზრდის არავითარი საშუალება არ არსებობს.

- ყველაფერი ნაცნობობით კეთდება, კლანური ჯგუფები ცვლიან ერთმანეთს, და შედეგად, ვღებულობთ იმას, რომ ჩვენ არ გვაქვს ნორმალური და სტაბილური სახელმწიფო.

- 25 წელი დავკარგეთ და კიდევ 25 წელი ნამდვილად არ გვაქვს, მეტიც, ერთი წელიც არ გვაქვს დასაკარგი ... ეს ბოლო შანსია. კორუფციამ შემაშფოთებელი მასშტაბები მიიღო", - ამბობენ საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლები.

ისინი უვადო აქციის ჩატარებას აანონსებდნენ, თუმცა, ორ დღეში, მას შემდეგ, რაც სახალხო კრებამ კანონპროექტის განხილვა დაიწყო, კარვები აიღეს. 

პარლამენტში "საშემოსავლო დეკლარაციების" შესახებ კანონპროექტის განხილვას დისკუსია მოჰყვა, დეპუტატების ნაწილი დეკლარანტების წრის გაფართოებას მოითხოვდა.
"აქვე მინდა შესწორება შევიტანო, აქ ჩვენ ვწერთ, რომ დეკლარანტები ოჯახის წევრები არიან, აქ იგულისხმება ახლო ნათესავები, ცოლი - ქმარი და შვილები აი, ამ კანონს თუ მივიღებთ, მოდით ეს წრე გავაფართოვოთ, თუკი პირი ფლობს გარკვეულ ქონებას, და არ გააფორმებს მას ცოლზე, ქმარსა და შვილებზე, მაშინ შეუძლია გადააფორმოს", - განაცხადა ერთ - ერთმა დეპუტატმა.

თუმცა კანონი მიიღეს, მაგრამ იმ პირობით, რომ ის ძალაში მხოლოდ 2020 წლის დეკემბერში შევა. იურისტების ნაწილმა ჩათვალა, რომ "საშემოსავლო დეკლარაციების" შესახებ კანონი, მხოლოდ "საჯარო სამსახურის შესახებ კანონის" მიღების შემდეგ უნდა ამოქმედდეს.  აქტივისტის ასტამურ კაკალიას თქმით,  მიღებული კანონის ძალაში შესვლის გადავადება სრულიად უსაფუძვლოა, რადგან ის დამოუკიდებელი კანონია და  არანაირად არ არის მიბმული "საჯარო მოხელის შესახებ კანონთან":

"ეს უბრალოდ მიზეზია, რადგან ეს აბსოლუტურად დამოუკიდებელი კანონია და ის ძალაში ახლავე, არჩევნებამდე უნდა შევიდეს, რადგან ხელისუფლებაში ისევ არ მოვიდნენ მინისტრები, რომლებიც თავიანთი ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაციებს არ შეავსებენ", - აღნიშნა მან.
აქტივისტები, რომლებიც ანტიკორუფციული კანონის მიღებას მოითხოვდნენ პარლამენტის სესიის დასრულების შემდეგ დაიშალნენ. აქციის ერთ- ერთი ორგანიზატორის ჯანსუღ ადლეიბას თქმით, საინიციატივო ჯგუფი მომავალში "საჯარო მოხელის შესახებ" დამტკიცების და ანტიკორუფციული კანონის ძალაში შესვლის პროცესსაც დააკვირდება.


მასალა მომზადებულია გადაცემა "Точки соприкосновения" - ს მიხედვით, რომელიც გადის რადიო "ათინათის" ეთერში. პროექტი ხორციელდება აფხაზ პარტნიორებთან თანამშრომლობით. მასალა შესაძლოა შეიცავდეს ტერმინებს, რომლებსაც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში იყენებენ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
სტატია
დღის სიახლეები
14 / აგვისტო 2026
დღევანდელი ჩვენი რადიოგადაცემის თემაა „გულიერობა“ - აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გულეიკარში, ყოველ 12 აგვისტოს გამართული ტრადიციული ხატობის დღესასწაული.
04 / აგვისტო 2026
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
31 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ძველი სამეგრელოს ერთ-ერთ გამორჩეულ მითოლოგიურ პერსონაჟზე - გუნიაზე, რომელიც ხალხური რწმენით ახალშობილთა მფარველ სულად მიიჩნეოდა.
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2026 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.