ТОЧКИ СОПРИКОСНОВЕНИЯ
რას ფიქრობენ სოხუმში კორონავირუსის ეპიდემიის საშიშროებაზე
მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში დღითი დღე იზრდება კორონავირუსის ეპიდემიის საფრთხე, აფხაზეთის მოქალაქეებს უჩინარი დაავადება, როგორ ჩანს, არც თუ ისე აშინებთ. სოხუმის ქუჩებში, ისევე როგორც ყოველთვის საკურორტო სეზონამდე, ხალხმრავლობა არ შეიმჩნევა, თუმცა, გამვლელების ნაწილი, სიფრთხილეს მაინც იჩენს და ერთჯერადი პირბადეებით გამოდის. აი, რას ფიქრობენ სოხუმელები ახალ ვირუსზე:

"აი, გაჩნდა სადღაც, შემდეგ სამხრეთ - აღმოსავლეთ აზიაში გადავიდა. ალბათ მთელს მსოფლიოს მოედება. რაღაც ვირუსია, მაგრამ, რა არის, არ ვიცი ..."

"ადამიანები პირბადეებს ატარებენ, მაგრამ, ვფიქრობ, ფაქტობრივად, ეს არ არის საკმარისი. იმიტომ რომ, აი, როგორც იტყვიან, აქ ან რესპირატორები უნდა ატარო, ან აირწინაღი. ჩვეულებრივი ნიღბით, თავს თუ დაიმშვიდებ".

"ჩვენ ეს არ გვემუქრება. მე ჰიგიენის ყველა წესს ვიცავ, თავშეყრის ადგილებში არ დავდივარ. არსად ვმგზავრობ".

"ვუსმენ, რასაც ტელევიზიით ამბობენ, თუმცა, რა არის ეს, არავინ იცის ზუსტად!  აქ ვინც ჩამოდის, იმ ადამიანებს მე არ ვიცნობ, ჩვენ მათ არ ვეკონტაქეტებით".

"კი, მესმის ხოლმე!  ზოგჯერ, ძალიან მეშინია, თუმცა გულთან ახლოს არ მიმაქვს მაინცდამაინც! მგონი, ჩვენთან მსგავსი არაფერია. ვფიქრობ, ჯერჯერობთ, ჩვენ უსაფრთხოდ ვართ".

როგორც ცნობილია, საქართველოში უკვე დადასტურდა ინფიცირების რამდენიმე შემთხვევა და თებერვლის ბოლოს ჩაიკეტა საზღვარი ენგურის ხიდზე.  

გალის რაიონის მცხოვრებლები შეშფოთებულები არიან ამ ფაქტით, რადგან, მათი დიდი ნაწილი სწორედ ზუგდიდში გადადის ხოლმე პერიოდულად და ისინი შიშობენ, რომ მათ კარანტინის დასრულებამდე მოუწევთ საქართველოში დარჩენა.

ამ ეტაპზე მოძრაობა შეზღუდულია ფსოუს საზღვარზეც. აფხაზეთში არ უშვებენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, გამონაკლისს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები წარმოადგენენ. ეს შეზღუდვები 7 აპრილამდე გაგრძელდება.  უახლოეს პერიოდში საზღვარზე დისტანციურ თერმომეტრს განათავსებენ. მანამდე, ჯანდაცვის სამინისტრომ სამკურნალო - პროფილაქტიკურ დაწესებულებებში მკაცრი საკარანტინო ზომები დააწესა, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე სამედიცინო ნიღბების, ბინტის, ბახილების დიდი დეფიციტია. უწყების ცნობით, სოხუმს ამ ყველაფრით ამარაგებდა რუსეთი, რომელმაც სამედიცინო პროდუქციის ექსპორტი დროებით აკრძალა.

ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის ახი აჯბას განცხადებით, მათ ჯერ კიდევ ერთი კვირის მიმართეს რუს კოლეგებს დახმარებისთვის.

3 მარტიდან რესპუბლიკაში 24 საათიანი ცხელი ხაზი მუშაობს, რომელიც მოქალაქეებს კორონავირუსთან დაკავშირებულ ინფორმაციას აწვდის.

"სოხუმის საავადმყოფოს ბაზაზე ამოქმედდა ცხელი ხაზი, რომელიც მოქალაქეებს ახალი ვირუსის პროფილაქტიკის შესახებ მიაწვდის ინფორმაციას, როგორ უნდა მოიქცნენ ადამიანები, თუკი მათ ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები გამოუვლინდათ. რა თქმა უნდა იყო, უკვე ბევრი ზარი შემოვიდა, მოქალაქეებს ბევრი კითხვა აქვთ, მათ აინტერესებთ, რა უნდა გააკეთონ, ვის უნდა მიმართონ, არის თუ არა დაინფიცირების შემთხვევები? გვაქვს თუ არა ტესტ - სისტემები? როგორ უნდა იმკურნალონ დაინფიცირების შემთხვევაში!"- ამბობს კამილა ხურხუმალი.

აფხაზეთის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლმა ვალერი ბგანბამ ხელი მოაწერა განკარგულებას, კორონავირუსისგან მოსახლეობის დაცვის უწყებათაშორისი ოპერატიული შტაბის შექმნის შესახებ. განკარგულების თანახმად, ფინანსთა სამინისტრომ უნდა მოიძიოს თანხები შტაბის მიერ დაგეგმილი ღონისძიებების გასატარებლად.

ამავე გადაწყვეტილებით, უახლოეს  მომავალში სამედიცინო დაწესებულებებში უნდა მოეწყოს სპეციალიზირებული განყოფილებები ვირუსის სიმპტომების მქონე პაციენტების სამკურნალოდ. როდის დაიწყება ამ გეგმების განხორციელება, უწყებას ჯერჯერობით არ დაუკონკრეტებია.


მასალა მომზადებულია გადაცემა "Точки соприкосновения" - ს მიხედვით, რომელიც გადის რადიო "ათინათის" ეთერში. პროექტი ხორციელდება აფხაზ პარტნიორებთან თანამშრომლობით. მასალა შესაძლოა შეიცავდეს ტერმინებს, რომლებსაც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში იყენებენ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
26 / აპრილი 2024
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ ზუგდიდში "ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" საკონსტიტუციო განხილვისას სიტყვით გამოსვლაში აღნიშნა, რომ მისთვის როგორც
26 / აპრილი 2024
ზუგდიდის საკრებულოს "ქართული ოცნების" მაჟორიტარმა დეპუტატმა თაზო ფაცაციამ ანტი-ლგბტ კანონპროექტის განხილვაზე თქვა, რომ აუცილებელია "ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" კანონის
26 / აპრილი 2024
ზუგდიდში "ქართული ოცნების" მიერ ლგბტ პროპაგანდის კანონპროექტის განხილვისას აქტივისტის ცაბუნია ვართაგავას მიერ დასმულმა შეკითხვამ და კომენტარმა იქ შეკრებილ საზოგადოებაში ხმაური გამოიწვია. მათ ვართაგავას მიმართა
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 16 °C
img
სოხუმი 20 °C
img
ფოთი 16 °C
img
მესტია 12 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.