ТОЧКИ СОПРИКОСНОВЕНИЯ
როგორ მუშაობს ბიზნესი აფხაზეთში პანდემიის პირობებში
აპრილში აფხაზეთის ბიუჯეტი 140-მდე მილიონი რუბლით ნაკლებია 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. თუკი პანდემიასთან და ფინანსურ კრიზისთან დაკავშირებული სიტუაცია 2020 წლის ბოლომდე გაგრძელდება და პოზიტიური ცვლილებები არ იქნება, შესაძლოა რესპუბლიკამ 2.5 მილიარდი დაკარგოს.

პრაქტიკულად, ზარალი მიადგა მთელს ბიზნესს, პირველ რიგში ტურიზმის, საზოგადოებრივი კვების და ვაჭრობის სფეროებს.

ონლაინ გაყიდვები და შინ მიტანის სერვისი, რომლის დანერგვასაც ცდილობენ ბიზნესის წარმომადგენლები, მნიშვნელოვნად ვერაფერს ცვლის, რადგან მოსახლეობის შემოსავლები მკვეთრად შემცირდა.

საერთო ჯამში, კორონავირუსით გამოწვეული კრიზისი მყიდველების განწყობაზეც აისახა, რადგან ამ ეტაპზე, ადამიანებმა უარი თქვეს ისეთ საყიდლებზე, რაც პანდემიამდე აუცილებლად მიაჩნდათ.

"დღესდღეობით ჩვენ მხოლოდ ინტერნეტ - მაღაზია დაგვრჩა, ვეცადეთ, რომ მყიდველებისთვის მოსახერხებელი ყოფილიყო ჩვენი ვებგვერდით სარგებლობა. ჩვენ 5% - იანი ფასდაკლება დავაწესეთ, გარდა ამისა, მთელი რესპუბლიკის მასშტაბით, შინ მიტანის უფასო სერვისი გვაქვს", - ამბობს სავაჭრო სახლის "რუბინის" დირექტორი ვიაჩესლავ ბიბლაია. მისი თქმით, საგანგებო მდგომარეობის გამო, თანამშრომლების ნაწილის დათხოვნა მოუხდათ. დანარჩენებს ინტერნეტ - გაყიდვებით შემოსული თანხიდან უხდიან ხელფასს.

ლუსი ნენერსესიანი რამდენიმე მაღაზიას ფლობს. როგორც ამბობს, ონლაინ გაყიდვებზე გადასვლა არ გასჭირვებიათ, რადგან დისტანციური სერვისი პანდემიამდეც ჰქონდათ დანერგილი. თუმცა, მეწარმის თქმით, 1-დან 20 აპრილამდე პერიოდი ყველაზე რთული იყო, რადგან ყველა მაღაზიის დაკეტვა მოუხდა. ახლა, მინიმალური შემოსავლიდან თანამშრომლებისთვის ხელფასის გაცემას და გუნდის შენარჩუნებას ახერხებს მხოლოდ, მოგებაზე უკვე კარგა ხანია არ მუშაობენ.

სავაჭრო ობიექტების მფლობელი თვლის, რომ კრიზისის პერიოდში, მთავრობის მიერ ბიზნესისთვის შეთავაზებული შეღავათები არაეფექტიანი გამოდგა.

"ჯერ ერთი, მათ შემოგვთავაზეს პირველი აუცილებლობის სასურსათო პროდუქციაზე საბაჟო გადასახადის გაუქმება, რაც დაახლოებით 1-2%, თუმცა ეს დარგები ისედაც ფუნქციონირებდნენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, სხვა სფეროების მოქმედება კი შეჩერებული იყო. გარდა ამისა იყო შემოთავაზება, იმპორტზე დღგ - ს გადავადებასთან დაკავშირებით, 2020 წლის 1 მაისამდე. მაგრამ, საქმე იმაშია, რომ იმპორტიორების 99%, რომელიც ამ დღგ-ს ექვემდებარება, 20 აპრილამდე, ფაქტიურად მაინც არ მუშაობდა. შესაბამისად, საქონელიც თითქმის არ შემოსულა. ახლა, როდესაც ჩვენ საქონლის შემოტანის აუცილებლობის წინაშე ვართ, გამოდის, რომ ამ გადავადების მოქმედება უკვე დასრულდა, ასე რომ, ამით მაინც ვერავინ ვერ ისარგებლა", - ამბობს ლუსი ნენერსესიანი. აფხაზეთში მოსახლეობა ძირითადად, ტურისტულ სფეროშია ჩართული. რესპუბლიკაში 400 - მდე მინი სასტუმროა, ასევე არის კერძო სექტორი. ადგილობრივი მცხოვრებლები საკუთარი სახლების რამდენიმე ოთახს აქირავებენ. ბევრმა საბანკო სესხი აიღო ბიზნესის განვითარების მიზნით. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ ბანკებს კლიენტებისთვის საკრედიტო არდადეგების გათვალისწინების რეკომენდაცია მისცა, რისკი, რომ მოქალაქეების უმრავლესობა სეზონის ჩავარდნის გამო, სესხს ვერ დაფარავს, დიდია.

საგანგებო რეჟიმის პირობებში, სავაჭრო სამრეწველო პალატის პრეზიდენტი თამილა მირცხულავა ახლად არჩეულ მთავრობას და მოსახლეობას მოუწოდებს სოფლისა და აგრარული სექტორის განვითარებას მიაქციონ მეტი ყურადღება.

"ჩვენ არაერთხელ დავაყენეთ ეს თემა და შევთავაზეთ მთავრობას შეიმუშაონ და მიიღონ კანონი, რომელიც სასოფლო - სამეურნეო პროდუქციის სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზაციის შექმნას ითვალისწინებს. ჩვენ ვთვლით, რომ გლეხს სამართლებრივი სტატუსი უნდა მიენიჭოს და ის მივაკუთვნოთ დასაქმებული მოსახლეობის კატეგორიას, რადგან, ჩვენი აზრით, გლეხებს მეწარმის ყველა ნიშან-თვისება აქვთ", - ამბობს მირცხულავა. სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის აფხაზეთის 2020 წლის ბიუჯეტში 15 მილიონი რუბლია გათვალისწინებული. სავარაუდოდ, ეს თანხა, კიდევ უფრო შემცირდება, ფინანსთა სამინისტრომ უკვე გააკეთა განცხადება ბიუჯეტის შესაძლო სეკვესტრირების შესახებ.

აპრილის ბოლოს ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ მინისტრთა ახალი კაბინეტის ფორმირება დაიწყო. ახალი მთავრობა პირობას დებს, რომ ეკონომიკის სისტემის მოდერნიზაციის პროცესი გაგრძელდება.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
26 / აპრილი 2024
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ ზუგდიდში "ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" საკონსტიტუციო განხილვისას სიტყვით გამოსვლაში აღნიშნა, რომ მისთვის როგორც
26 / აპრილი 2024
ზუგდიდის საკრებულოს "ქართული ოცნების" მაჟორიტარმა დეპუტატმა თაზო ფაცაციამ ანტი-ლგბტ კანონპროექტის განხილვაზე თქვა, რომ აუცილებელია "ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" კანონის
26 / აპრილი 2024
ზუგდიდში "ქართული ოცნების" მიერ ლგბტ პროპაგანდის კანონპროექტის განხილვისას აქტივისტის ცაბუნია ვართაგავას მიერ დასმულმა შეკითხვამ და კომენტარმა იქ შეკრებილ საზოგადოებაში ხმაური გამოიწვია. მათ ვართაგავას მიმართა
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 23 °C
img
სოხუმი 23 °C
img
ფოთი 20 °C
img
მესტია 16 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.