ТОЧКИ СОПРИКОСНОВЕНИЯ
როგორ ჩატარდება გამოსაშვები და მისაღები გამოცდები აფხაზეთში
აფხაზეთში დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი 2 ივნისს აღდგება.  მე - 11 კლასელები გაკვეთილებს ორი კვირის განმავლობაში დაესწრებიან, რომ ივნისის ბოლოსთვის დაგეგმილი გამოცდებისთვის მომზადება მოასწრონ.

განათლების მინისტრის მოადგილის მედეა ჩენგელიას თქმით, გამოსაშვები კლასის მოსწავლეები ორ წერილობით გამოცდას ჩააბარებენ - მშობლიურ ენასა და მათემატიკაში. მან აღნიშნა, რომ ისინი მზად არიან მკაცრად დაიცვან ეპიდემიოლოგიური სამსახურის რეკომენდაციები. „ყველა უნდა იყოს ნიღბით, მასწავლებლები, მოსწავლეები, კომისიის წევრები. განთავსდება დეზინფექტორები, ხელების დასამუშავებლად. ამ ყველაფერს აუცილებლად დავიცავთ“, - განმარტა მან.

გამომდინარე იქიდან, რომ პანდემიის პირობებში დაწესებული შეზღუდვების გამო, აბიტურიენტებს ხელი შეეშალათ სასკოლო პროგრამის სრულყოფილად ათვისებაში, აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში მისაღები გამოცდების გასაუბრებით ჩანაცვლების შესაძლებლობას განიხილავენ. თუმცა, უნივერსიტეტის პრორექტორის ვიქტორ მალანძიას თქმით, საბოლოო გადაწყვეტილებას ამ საკითხთან დაკავშირებით აგვისტოში, მისაღები გამოცდების მოახლოებასთან ერთად მიიღებენ.

ამავე დროს, უნივერსიტეტში სახელმწიფო გამოცდების ჩაბარებისა და დიპლომის დაცვის რეგლამენტზეც მსჯელობენ. პროფესორ - მასწავლებლების უმრავლესობა გამოცდების დისტანციურად ჩატარების წინააღმდეგია.

აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ალეკო გვარამია თვლის, რომ გამოცდები მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოში უნდა ჩატარდეს. ის მიიჩნევს, რომ ამისთვის მათი ვადების გახანგრძლივებაა მიზანშეწონილი.

„ჩვენ გამოვთვალეთ და მაგალითად, დიპლომის დაცვაზე 300 - ზე ნაკლები ადამიანი გავა, პერიოდი კი 25 მაისიდან სექტემბრამდე იქნება, ამიტომ, მშვიდად, ყოველგვარი აჟიოტაჟის გარეშე, ჩვენ შევძლებთ გამოსაშვები კამპანიის ჩატარებას ისე, რომ არცერთ შემთხვევაში რისკის ქვეშ არ დავაყენოთ ჩვენი სტუდენტების და მასწავლებლების ჯანმრთელობა“, - განაცხადა გვარამიამ.

ამასთან ერთად, რამდენიმე ფაკულტეტმა უკვე დაიწყო საგამოცდო სესიების დისტანციურ რეჟიმში ჩატარება. ნაწილმა კი გადაწყვიტა, რომ სტუდენტები სასწავლო წლის განმავლობაში მიღებული ქულების მიხედვით შეაფასოს.

სახელმწიფო გამოცდების დროს გასათვალისწინებელი რეკომენდაციების შესახებ საუბრობს რესპუბლიკის მთავარი სანიტარული ექიმი ლუდმილა სკორიკიც. მისი განმარტებით, ყველა სტუდენტი უზრუნველყოფილი უნდა იყოს ნიღბით, ამასთან ერთად, ის თვლის, რომ ხელთათმანების გამოყენება ამ შემთხვევაში არ ღირს, რადგან ადამიანების უმრავლესობა მათ არასწორად იყენებს, რამაც შეიძლება კიდევ უფრო გაართულოს სიტუაცია. მან აღნიშნა, რომ აუდიტორიაში შესვლამდე ყველა სტუდენტს თერმოსკრინინგი უნდა ჩაუტარდეს, ასევე მათ უნდა დაიმუშავონ ხელები სადეზინფექციო ხსნარით და დაიცვან სოციალური დისტანცია.

„დღესდღეობით ძალინ ბევრი ფორმაა ვირუსის სწორედ, ლატენტური მატარებლობის, ეს იმას ნიშნავს, რომ ავადმყოფობა არანაირად არ ვლიდნება. შესაძლოა გარკვეულ მომენტში ტემპერატურაც ჰქონდეს ადამიანს, თუმცა მან ეს საერთოდ ვერ იგრძნოს“, - თქვა სკორიკმა.

წლევანდელი სასწავლო წელი რთულ გამოცდად იქცა მთლიანად რესპუბლიკის განათლების სისტემისთვის.  როგორც აღმოჩნდა, არცერთი სასწავლო დაწესებულება არ იყო სათანადოდ მომზადებული მსგავსი გამოწვევისთვის. ამიტომ, განათლების სამინისტრო გაეროს ბავშვთა ფონდთან, იუნისეფთან ერთად, ონლაინ სწავლების ახალ პლატფორმაზე მუშაობს, იმ შემთხვევისთვის, თუ სექტემბრიდან სასწავლო წელი ისევ დისტანციურ რეჟიმში წარიმართება.

წელს აფხაზეთში სკოლას 1830 მოსწავლე დაამთავრებს.


მასალა მომზადებულია გადაცემა "Точки соприкосновения" - ს მიხედვით, რომელიც გადის რადიო "ათინათის" ეთერში. პროექტი ხორციელდება აფხაზ პარტნიორებთან თანამშრომლობით. მასალა შესაძლოა შეიცავდეს ტერმინებს, რომლებსაც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში იყენებენ.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
19 / აპრილი 2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 20-22 აპრილს სამეგრელოში მოსალოდნელია უმეტესად თბილი და უნალექო ამინდი.
19 / აპრილი 2024
"ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების მკვლელობებთან დაკავშირებით სამართლის აღუსრულებლობა დაუსჯელობის სინდრომს ქმნის და ახალისებს დანაშაულებრივ ქმედებებს",- ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების
19 / აპრილი 2024
2023 წელს ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით ცხელი ხაზი 374-ჯერ გააქტიურდა. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოველწლიურ ანგარიშში ვკითხულობთ.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 14 °C
img
მესტია 7 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.