ТОЧКИ СОПРИКОСНОВЕНИЯ
კორონავირუსის ახალი შემთხვევები აფხაზეთში - საზღვარზე შეზღუდვები ძალაში რჩება

მიმდინარე კვირას აფხაზეთში კორონავირუსი  კიდევ 7 ადამიანს დაუდგინდა, პირველი 2 შემთხვევა კი 22 ივლისს დადასტურდა. ორივე პაციენტი სოხუმის მკვიდრია, რომელიც მანამდე კრასნოდარის მხარეში მკურნალობდა.


ერთ - ერთ მათგანი, რომელსაც თანმდევი ქრონიკული დაავადებები აღენიშნებოდა, სოჭის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. მეორე კი თვითიზოლაციაში იმყოფება.კიდევ ხუთ პირი, რომელსაც დღეს დილით დაუდასტურდა კოვიდ-ინფექცია, ქალაქის სამედიცინო დაწესებულების თანამშრომელია. ისინი ინფიცირებული მოქალაქეების კონტაქტები არიან. ხუთივეს შემთხვევაში დაავადება უსიმპტომოდ, მსუბუქ ფორმაში მიმდინარეობს.


"ამ ეტაპზე ინფიცირებულებთან ახლო კონტაქტში მყოფი ყველა პირი გამოკვლეულია, ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებიან და მათ PCR ტესტირება ჩაუტარდება. რა თქმა უნდა, ჩვენ ვაგრძელებთ პაციენტებისთვის საგანგებო რეჟიმში დახმარების გაწევას, განსაკუთრებული პირობებისა და სანიტარული ნორმების გათვალისწინებით“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა თამაზ ცახნაკიამ განაცხადა. მან აქვე აღნიშნა, რომ ამ შემთხვევასთან არანაირ კავშირში არ არის რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს და „როსპოტრეპნადზორის“ წარმომადგენლების ვიზიტი სოხუმში. მინისტრის განცხადებით, დელეგაცია აფხაზი კოლეგებისთვის კონსულტაციების გასაწევად არის რესპუბლიკაში ჩასული და შეხვედრა წინასწარ იყო დაგეგმილი.

აფხაზეთში Covid 19-ით ინფიცირების შემთხვევები ბოლოს ივნისში დაფიქსირდა, სპეციალისტები ახალ შემთხვევებს არ განიხილავენ, როგორც ვირუსის გავრცელების ახალ ტალღას. თუმცა, მეზობელ კრასნოდარის მხარეში, ყოველდღიურად ვლინდება ახალი შემთხვევები და მზარდი სტატისტიკაა. აღსანიშნავია, რომ ახალი შემთხვევებიდან ორი, სწორედ ყუბანიდან არის "იმპორტირებული".

საერთო ჯამში, სპეციალისტების პროგნოზები ოპტიმისტურია. ისინი აცხადებენ, რომ სიტუაცია რთულია, მაგრამ, მართვადი.

"არ არის საჭირო სიტუაციის ზედმეტად დრამატიზება, რა თქმა უნდა მისი გამარტივებაც არ ივარგებს და ყურადღების მოდუნება, კორონავირუსს ორი მოკავშირე ჰყავს, პანიკის მთესველები და გულგრილები, ასე რომ ყველაფერი რიგზეა და ასეთი შემთხვევები შეიძლება კიდევ გვქონდეს, არავინაა დაზღვეული... მაგრამ საზღვრის გახსნას რაც შეეხება, აქ უკვე დაფიქრება გვმართებს, კარგად უნდა ავწონ -დავწონოთ ყველაფერი..." , - ამბობს სოხუმის კლინიკური საავადმყოფოს მთავარი ექიმი ვიაჩესლავ აბუხბა. ხანგრძლივი დროის განმავლობაში კოვიდ 19 - ით ინფიცირების ახალი შემთხვევების არ არსებობამ ტურიზმის სფეროს და რესპუბლიკის მცხოვრებლებს რუსეთთან საზღვარზე შეზღუვდების შესუსტების იმედი მისცა. შესაბამისი თხოვნით აფხაზი დეპუტატების ჯგუფმაც მიმართა რუსეთის მთავრობას. პასუხად, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს  ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ უწყება სწავლობს ფსოუზე საზღვრის გახსნის შესაძლებლობას.

ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, როგორც ჩანს, ეს საკითხი ისევ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება.


მასალა მომზადებულია გადაცემა "Точки соприкосновения" - ს მიხედვით, რომელიც გადის რადიო "ათინათის" ეთერში. პროექტი ხორციელდება აფხაზ პარტნიორებთან თანამშრომლობით. მასალა შესაძლოა შეიცავდეს ტერმინებს, რომლებსაც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში იყენებენ.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დღის სიახლეები
22 / აგვისტო 2025
სამეგრელოში იარაღი, ნადირობა, ჭკვიანი თამაშები და ტრადიციული რიტუალები ბავშვების ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო.
14 / აგვისტო 2025
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
14 / აგვისტო 2025
უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« სექტემბერი 2025 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.