ТОЧКИ СОПРИКОСНОВЕНИЯ
ათასზე მეტი კოვიდინფიცირებული და განახლებული სასწავლო წელი აფხაზეთში

პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით შექმნილი შტაბის ინფორმაციით აფხაზეთში Covid

19 - ით ინფიცირების შემთხვევებმა ათასს გადააჭარბა და მათი რაოდენობა დღითიდღე იზრდება. გუშინ კიდევ ერთი, მერვე პაციენტი გარდაიცვალა.
მიუხედავად არასახარბიელო ეპიდემიოლოგიური სიტუაციისა, რესპუბლიკის სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში სასწავლო პროცესი განახლდა.

ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე, ქალაქის მე - 6 სკოლის დირექტორს კორონავირუსი დაუდგინდა, ხოლო შემდეგ კი პირველი სკოლის პედაგოგს, რომელიც უფრო გვიან, საქართველოს ერთ - ერთ კლინიკაში გარდაიცვალა. ამ ეტაპზე, აღნიშნული სკოლის ყველა მასწავლებელს ტესტირება უტარდება, მოსწავლეები კი ორკვირიან კარანტინზე გადაიყვანეს.

სკოლის დირექტორის ნონა დელბას განმარტებით, სკოლაში კორონავირუსის შემთხვევების დაფიქსირების შემდეგ, მან მიმართა განათლების მინისტრს და ამის შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება კარანტინის შესახებ. "სამწუხაროდ, ზოგიერთი ბავშვი უკვე დაავადებული მოდიოდა. როგორც გაირკვა, მოსწავლეები, რომლებმაც ანალიზები ჩააბარეს კორონავირუსზე ტესტირებისთვის და პასუხებს ელოდებოდნენ, მშობლებმა სკოლაში გამოუშვეს. აი, ასეთი სიტუაცია შეიქმნა და მერე წავიდა ინფექციის ჯაჭვი", - თქვა დელბამ. 

აფხაზეთის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით. 21 სექტემბრიდან აუდიტორიებში მხოლოდ პირველკურსელები მივლენ. 

ბიო - გეოგრაფიული ფაკულტეტის დეკანის მარინა გოგუას განცხადებით, ინფიცირების რისკების შესამცირებლად, მათ გარკვეული ზომები უკვე მიიღეს. "პირველკურსელებისთვის აუდიტორიებში მეცადინეობა ისე დავგეგმეთ, რომ სოციალური დისტანციის დაცვა გახდეს შესაძლებელი, გარდა ამისა, აუდიტორიები მუდმივად ნიავდება და სველი წესით ხდება ოთახების დასუფთავება. ნიღბების ტარება აუცილებელია", - ამბობს გოგუა.

პირველკურსელები გაგებით ეკიდებიან შეზღუდვებს და ოპტიმიზმს არ კარგავენ. სტუდენტი: "პირველის ლექცია ძალიან საინტერესო იყო, სკოლის გაკვეთილებისგან ძალიან განსხვავდება".

ჟურნალისტი: როგორ უყურებთ ნიღბების ტარების აუცილებლობას?

პირველკურსელები : "ძალიან ჩვეულებრივად, თუ საჭიროა, ესე იგი უნდა ვატაროთ".

"მე საერთოდ არ მიძნელდება, მაგრამ, თუ ვირუსი ვრცელდება, მაშინ აუცილებელია".


სასწავლო განრიგში ცვლილებები უფროსკურსელებსაც შეეხებათ, თუმცა მარინა გოგუას თქმით, ის სტუდენტებისთვის მაქსიმალურად კომფორტული იქნება. "მათ ჩვენ ეტაპობრივად მოვიწვევთ, იმ გამოცდილების გათვალისწინებით, რომელსაც ახლა ვიძენთ... სავარაუდოდ, დავყოფთ მათ მცირერიცხოვან ჯგუფებად, ასევე, შესაძლოა, რიგი საგნისთვის სწავლების დისტანციურ ფორმასაც მივმართოთ, მომდევნო დღეების განმავლობაში სტუდენტებს მივაწვდით ინფორმაციას ამ ცვლილებების შესახებ", - განმარტავს დეკანი.  

მიმდინარე წელს აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში მისაღები გამოცდების გარეშე 620 აბიტურიენტი ჩაირიცხა.

მასალა მომზადებულია გადაცემა "Точки соприкосновения" - ს მიხედვით, რომელიც გადის რადიო "ათინათის" ეთერში. პროექტი ხორციელდება აფხაზ პარტნიორებთან თანამშრომლობით. მასალა შესაძლოა შეიცავდეს ტერმინებს, რომლებსაც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში იყენებენ.




 

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
სტატია
დღის სიახლეები
14 / აგვისტო 2026
დღევანდელი ჩვენი რადიოგადაცემის თემაა „გულიერობა“ - აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გულეიკარში, ყოველ 12 აგვისტოს გამართული ტრადიციული ხატობის დღესასწაული.
04 / აგვისტო 2026
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
31 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ძველი სამეგრელოს ერთ-ერთ გამორჩეულ მითოლოგიურ პერსონაჟზე - გუნიაზე, რომელიც ხალხური რწმენით ახალშობილთა მფარველ სულად მიიჩნეოდა.
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« სექტემბერი 2026 »»
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 1234
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.