ТОЧКИ СОПРИКОСНОВЕНИЯ
Covid-19: ჩავარდნილი ტურისტული და ციტრუსების წარმატებული სეზონი აფხაზეთში
ოპერატიული შტაბის მონაცემებით აფხაზეთში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვმა 4.500-ს გადააჭარბა. გასული დღე - ღამის განმავლობაში რესპუბლიკაში 47- ე პაციენტი გარდაიცვალა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ალხას კონჯარიას განცხადებით, ეპიდსიტუაცია ჯერ ისევ რთული რჩება, თუმცა მიუხედავად ამისა, გაჩნდა დამაიმედებელი დინამიკა ინფიცირებულთა გამოვლენის თვალსაზრისით. "ჩვენ ახლა ვიწყებთ იმ პირების ჰოსპიტალიზაციას, რომლებიც სახლში გადიოდნენ მკურნალობის კურსს. რა თქმა უნდა, ეს არ ეხება მთლიანად ამ კატეგორიას, თუმცა, არიან ცალკეული პაციენტები, რომელთა მდგომარეობა დამძიმდა და ისინი გადაგვყავს სტაციონარებში... თუ გამოვლენილ შემთხვევებზე ვისაუბრებთ, შეიძლება ითქვას, რომ ახლა როდესაც გარკვეულ პლატო გვაქვს, ანუ, ეს არის ეტაპი, როდესაც მაჩვენებლები არც იმატებენ და არც იკლებენ, მას შემდეგ, რაც პიკს მივაღწიეთ, მე ვფიქრობ, ამის შემდეგ უნდა დაიწყოს დაღმასვლა, და უახლოეს მომავალში უნდა შემცირდეს გამოვლენილ შემთხვევათა რაოდენობა", - განაცხადა კონჯარიამ.    

კორონავირუსის პანდემიის გამო აფხაზეთში წელს საზაფხულო ტურისტული სეზონი ჩავარდა და როგორ ჩანს, არც საახალწლო ტურებთან დაკავშირებით კეთდება ოპტიმისტური პროგნოზები. რუსული ტუროპერატორის, "დელფინის" მენეჯერის ანასტასია აპატიკოვას ვარაუდით, წელს ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ის არ მოელის რუსი ტურისტების დიდ ინტერესს აფხაზეთის მიმართ. "აფხაზეთში, ისევე როგორც რუსეთში, იზრდება დაავადებულთა რაოდენობა. ტურისტული ობიექტების დიდ ნაწილს ჯერაც არ აქვს განსაზღვრული საახალწლო ბანკეტების საფასური. წამოვა თუ არა ტურისტი აფხაზეთში - ეს ღია თემაა, ყველაფერი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ჯერჯერობით. ახლა კი იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთმა ჩაუშვა ქეშბეკის მეორე ტალღა, რუსეთი მთავრობის განკარგულებით, შიდა ტურებზე ბიუჯეტიდან დაუბრუნდებათ თანხა და არ მგონია, რომ ტურისტები ამ პროგრამაზე იტყვიან უარს და აფხაზეთში ჩავლენ. ახლა უფრო მომგებიანია რუსეთში მოგზაურობა და სახელმწიფოსგან თანხის უკან მიღება, ვიდრე აფხაზეთში დასასვენებლად წასვლა", ­- აღნიშნა მან.

ტურიზმისგან განსხვავებით, წელს აფხაზეთში ციტრუსების კარგ სეზონსა და გაორმაგებულ მოსავალს ელოდებიან. სოფლის მეურნეობის გულრიფშის რაიონის  სამმართველოს უფროსის რაფიკ გრიგორიანის თქმით, "კერძო სექტორში 15 ათას ხოლო სახელმწიფო სექტორში 1 500 ტონას". გრიგორიანის ინფორმაციით, ბოლო წლებში სამუშაო ძალის დეფიციტს შუა აზიიდან ასევე დონბასიდან და დონეცკიდან აფხაზეთში ჩასული გასტარბაიტერები ავსებდნენ, თუმცა, ამჯერად, პანდემიის გამო, ადგილობრივ მუშახელზე აქვთ გათვლა, რაც მისი აზრით, უკეთესიცაა, რადგან, ფერმერებსა და მეწარმეებს, დამატებით შემოსავალის მიღების საშუალება ექნებათ.

"მოსავლის აღება სწრაფად და გარკვეულ ვადებში უნდა მოხდეს, და ჩვენ როგორც ყოველთვის, მუშა ხელი არ გვყოფნის, და ეს პროცესი არ უნდა დაგვიანდეს. ჯერ არ ვიცით დეკემბერში როგორი ამინდი იქნება, როგორც ამბობენ, ნოემბრის შუა რიცხვებისთვის კარგი ამინდია მოსალოდნელი, უნდა მოვასწროთ ნოემბრის ბოლომდე, უკიდურეს შემთხვევაში დეკემბრის შუა რიცხვებამდე", - აღნიშნა მან.

5 ნოემბრის მონაცემებით, აფხაზეთში კორონავირუსის 79 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. პანდემიის დაწყებიდან კორონავირუსის 4505 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაცვლილთა რაოდენობა 47-ს შეადგენს, გამოჯანმრთელებულია 2440 პირი.

მასალა მომზადებულია გადაცემა "Точки соприкосновения" - ს მიხედვით, რომელიც გადის რადიო "ათინათის" ეთერში. პროექტი ხორციელდება აფხაზ პარტნიორებთან თანამშრომლობით. მასალა შესაძლოა შეიცავდეს ტერმინებს, რომლებსაც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში იყენებენ.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დღის სიახლეები
14 / აგვისტო 2025
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
14 / აგვისტო 2025
უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.
14 / აგვისტო 2025
ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.