"საქმე იმაშია, რომ ნატურალური კოსმეტიკის მოყვარულები პროდუქციას ინტერნეტ - საიტების საშუალებით იწერდნენ, ეს მოსახერხებელი იყო, რადგან მიტანის სერვისი საკმაოდ გამართულად ფუნქციონირებდა. მაგრამ საზღვრის დაკეტვის შემდეგ, პრაქტიკულად ყველას, ვინც ამანათების გადაზიდვით იყო დაკავებული, ფსოუს საკონტროლო - საგუშაგო პუნქტის გადაკვეთის უფლება ჩამოერთვა, მათ კი ვინც ნებართვის მოპოვება შეძლო, გადასახადი გაუორმაგეს. ამის შემდეგ, პოპულარული და აფხაზეთისთვის დეფიციტური საქონლის შეძენა პრობლემად იქცა", - ყვება ოლგა.
ის განმარტავს, რომ აფხაზეთის მცხოვრებთათვის მსგავსი პროდუქციის შეძენა საკმაოდ რთულია. გამოწერილი ამანათი ადლერამდე მოდის, სადაც უნდა ჩახვიდე მის წამოსაღებად. მათი მაღაზიის საშუალებით კი ნატურალური კოსმეტიკის მოყვარულებს, უპრობლემოდ შეუძლიათ სასურველი ნივთის მიღება.

აღებული მოსავლისგან კი ზამთრის მარაგი დაამზადა - თითქმის 1 ტონამდე ხილისგან - კომპოტები და მურაბები, ხოლო ბოსტნეულისგან მწნილი და საწებლები. წელს ხურმის მოსავალმაც გაამართლა, კამამ თავად დაკრიფა ხილი და ფსოუს საგუშაგოსთან ჩააბარა ბითუმად.
ასე უმუშევრად დარჩენილმა ქალმა, საკუთარ მეურნეობაში მოწეული მოსავლის რეალიზაციით შეძლო კრიზისულ სიტუაციაში თავის გატანაც და მოგებაც მიღებაც.
კორონავირუსის პანდემიის გამო, რესპუბლიკაში მოქმედებს შეზღუდვები, დაკეტილია სავაჭრო ობიექტები, სურსათის მაღაზიების და აფთიაქების გარდა, არ მუშაობენ სპორტული და გასართობი დაწესებულებები და შეწყვეტილია სასწავლო პროცესი. აკრძალულია ხალხმრავალი შეკრებები. მთავრობის ბოლო განკარგულებით, რეგულაციები 12 იანვრამდეა გაგრძელებული.უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.


მასალის გამოყენების პირობები