ТОЧКИ СОПРИКОСНОВЕНИЯ
"სამი სამზე" - ახალი გრაფიკი სკოლებისთვის და შეზღუდვების ნაწილობრივი შემსუბუქება სოხუმში (ფოტო/აუდიო)
აფხაზეთში 15 თებერვლიდან შეზღუდვების ნაწილობრივ შემსუბუქება დაიწყო. ამ ეტაპზე, ეპიდვითარებიდან გამომდინარე, ხელისუფლებამ საბავშვო ბაღების, სკოლების და კულტურის დაწესებულებების გახსნა გადაწყვიტა, თუმცა, საკლასო ოთახებში სასწავლო პროცესი მხოლოდ დაწყებითი კლასებითვის განახლდება, ისიც, იმ პირობით, რომ კლასში მხოლოდ 20 მოსწავლე იქნება. "ამ ნორმების შესრულებას ჩვენ მკაცრად გავაკონტროლებთ, სანიტარული სამსახურის რეკომენდაციების დაცვაზე მთელი პასუხისმგებლობა კი ორგანიზაციის ხელმძღვანელს და განათლების რაიონულ განყოფილებას ეკისრებათ", - განაცხადა განათლების მინისტრმა ინალ გაბლიამ.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მომდევნო დღეებში ინფიცირების შემთხვევები არ გაიზრდება, 22 თებერვლიდან, საკლასო ოთახებში, უფროსი კლასის მოსწავლეებიც დაბრუნდებიან.  

გარდა ამისა, ქალაქის მრავალრიცხოვანი სკოლებისთვის, ეპიდემიოლოგების რეკომენდაციების გათვალისწინებით, ახალი სასწავლო გეგმა შეიმუშავეს. "ორშაბათს, სამშაბათს და ოთხშაბათს, საკლასო ოთახებში გაკვეთილებს V-ХI კლასის, ხოლო დანარჩენ დღეებში, შაბათის ჩათვლით, I – IV კლასის მოსწავლეები დაესწრებიან. მრავალრიცხოვანი სკოლები გადავლენ მოდელზე "სამი სამზე", რისთვისაც სასწავლო პროგრამაში ცვლილებები შევიდა, შევამცირეთ საერთო სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საათები, ასევე ცვლილებები შევიდა თემატურ გეგმაში", - ამბობს სოხუმის ადმინისტრაციის განათლების განყოფილების ხელმძღვანელი ასტანდა ტარკილი.   

მშობლების ნაწილი მზადაა ხელი შეუწყოს სასწავლო დაწესებულებებს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვაში. "ჩვენ უშუალოდ მივადევნებთ თვალს წესრიგის დაცვას, იმას, რომ ჩვენთან სკოლებში  არეულობა არ შეიქნას, აუცილებლად დავაკვირდებით,  რა მდგომარეობაში იქნება ჩვენი კლასები, როგორ იცავენ ნორმებს, და ამაში აქტიურ მონაწილეობას მივიღებთ, მე ვიყავი სკორიკთან, როგორც კომიტეტის ერთ -ერთი წევრი, და ჩვენ გვაქვს მისგან მითითებები, და კი არ მოვითხოვთ, პირიქით, მზად ვართ  ხელი შევუწყოთ სკოლას იმაში, რომ ყველა ეს მოთხოვნა შესრულდეს", - თქვა საერთო-ეროვნული მშობელთა კომიტეტის წევრმა ანტიცა კვიცინიამ.

ჯანდაცვის მინისტრი თამაზ ცახნაკია მიიჩნევს, რომ აუცილებელია ახალი ექსპრეს - ტესტების შეძენა, სქრინინგ- კვლევების ჩასატარებლად. ეს მათ საშუალებას მისცემს, უკეთ შეაფასონ სიტუაცია და გააკონტროლონ ინფიცირების დონე მოსწავლეებსა და მასწავლებლებში. "იმ ღონისძიებების ფარგლებში, რომლის შეთავაზებასაც ვგეგმავთ, ახალი განკარგულებით, ორკვირიან სქრინინგს ვგულისხმობ, როგორც ბავშვებში, ასევე მასწავლებლებში, ამით საშუალება მოგვეცემა უფრო გულმოდგინედ ვადევნოთ თვალი პროცესს და გავარკვიოთ, რამდენად შეიცვლება მდგომარეობა ამ პერიოდის განმავლობაში", - თქვა თამაზ ცახნაკიამ.

კულტურის იმ დაწესებულებებს შორის, რომლებიც მზად არიან, ყველა რეკომენდაციის დაცვით მუშაობა განაახლონ, არის სოხუმის რუსული დრამატული თეატრი.  მისმა დირექტორმა, ირაკლი ხინთბამ, არა ერთხელ განაცხადა მანამდე თეატრის გახსნის აუცილებლობის შესახებ.
1059fm · გუდისა აგრბა
კულტურის მინისტრის გუდისა აგრბას თქმით, უწყება მუშაობს შესაბამის ინსტრუქციაზე და უმოკლეს ვადებში სხვა დაწესებულებებიც შეძლებენ ფუნქციონირების აღდგენას.

აფხაზეთში შეზღუდვების ნაწილობრივი შემსუბუქება კვების ობიექტებსაც შეეხება - კაფე - ბარები და რესტორნები სტუმრების მიღებას მხოლოდ ღია სივრცეებში შეძლებენ, სანიტარული ნორმების დაცვით.

კორონავირუსის გამო დაწესებული სხვა შეზღუდვები აფხაზეთში 10 მარტამდე გახანგრძლივდა. პანდემიის გამო, ხელისუფლებამ დამატებითი შეზღუდვები 15 ოქტომბერს დააწესა და მას შემდეგ რამდენჯერმე გაახანგრძლივა.

მასალა მომზადებულია გადაცემა "Точки соприкосновения" - ს მიხედვით, რომელიც გადის რადიო "ათინათის" ეთერში. პროექტი ხორციელდება აფხაზ პარტნიორებთან თანამშრომლობით. მასალა შესაძლოა შეიცავდეს ტერმინებს, რომლებსაც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში იყენებენ.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
დღის სიახლეები
01 / მაისი 2024
არქიმანდრიტი შიო (კვარაცხელია) მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება და აქვეყნებს პოსტს, რომელშიც სახარებიდან იუდეის მეფე ჰეროდეს ამბავს ახსენებს:
01 / მაისი 2024
2 მაისის დღის მეორე ნახევრიდან 6 მაისამდე, საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და სეტყვის დროს ქარის ხანმოკლე გაძლიერება.
01 / მაისი 2024
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 14 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 16 °C
img
მესტია 8 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.