ТОЧКИ СОПРИКОСНОВЕНИЯ
გაძვირებული სურსათი და მედიკამენტები აფხაზეთში - როგორ აისახა პანდემია ფასებზე (ფოტო/აუდიო)
პანდემიის შედეგად აფხაზეთში მკვეთრად გაიზარდა ფასები სხვადასხვა პროდუქციაზე, მათ შორის მედიკამენტებზე, განსაკუთრებით იმ პრეპარატებზე, რომლებიც კოვიდის სამკურნალოდ ინიშნება. ფარმაცევტები ამბობენ, რომ 2020 წლის ოქტომბერთან შედარებით ისინი ორჯერ გაძვირდა, რაც მათივე თქმით, რუსეთიდან შემოსული პრეპარატების შესასყიდი ფასის ზრდას უკავშირდება. "რუსეთში ფასი გაიზარდა და შესაბამისად, აქაც მოიმატა, ყველაფერი ხომ იქიდან შემოდის, პრეპარატების ნაწილი რუსეთშიც ევროპიდან შედის", - ამბობს სოხუმის ერთ-ერთი აფთიაქის თანამშრომელი.

ადგილობრივი მცხოვრებლები კი იმას უჩივიან, რომ მათ აფთიაქებში ყოველდღე სხვადასხვა ფასი ხვდებათ. "წამლების ფასი ფაქტობრივად ყოველდღე იზრდება, ყოველ ჯერზე, როდესაც ვყიდულობ, განსხვავებული ფასია სხვადასხვა აფთიაქში, თან დღითიდღე ძვირდება", - ამბობს ქალაქის მცხოვრები შუა ხნის ქალი.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში ფასებმა საგრძნობლად იმატა სურსათზეც, განსაკუთრებით აფხაზეთში ყველაზე მოთხოვნად პროდუქტებზე - გაძვირდა ყველი, ხორცი, თხილი და ლობიო. "ადრე ყველი 300 რუბლი ღირდა, ახლა 500 ღირს, ხორცი - 400 რუბლია, კარტოფილიც კი გაძვირდა", - ამბობს სოხუმელი მამაკაცი.  

ფასების ზრდა ყველაზე მძიმედ პენსიონერებს დააწვა. ზოგიერთი მათგანი რუსულ პენსიას იღებს, რაც საშუალოდ, 10 ათას რუბლს შეადგენს, თუმცა, მიუხედავად ამისა, სრულფასოვანი სასურსათო კალათა არც მათთვის არის ხელმისაწვდომი.
1059fm · მამაკაცი რუსული პენსიით
"მე რუსული პენსია მაქვს, თუმცა, ის არ იცვლება, 10 ათასი რუბლია, აი, ახლა მეუღლემ 2 ათასი რუბლის პროდუქტი მოიტანა და ორ დღესაც არ გვყოფნის", - ამბობს აფხაზი პენსიონერი.

ის მოქალაქეები, რომლებიც აფხაზურ პენსიას იღებენ, რაც საშუალოდ 1500 რუბლია, შვილების და ნათესავების დახმარების იმედად არიან. "მე მხოლოდ აფხაზურ პენსიას ვიღებ, რუსული არ მაქვს. პენსიონერებს გვეუბნებიან, მუშაობა არ შეიძლებაო, მაგრამ, როდესაც 500 რუბლი გაქვს პენსია, იძულებული ხარ იმუშაო, რომ წამლები იყიდო, ამიტომ, შვილებიც მეხმარებიან, რძალიც, არ მინდა მათ ხელი შევუშალო, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს", - ამბობს პენსიონერი ქალი.

პროდუქტებზე ფასის მატებას ინფლაციით და საბითუმო ბაზარზე საქონლის გაძვირებით ხსნიან ბაზარში მოვაჭრეები, თუმცა, მათი თქმით, ამას პანდემიის გამო დაწესებული მუშაობის გრაფიკიც დაემატა. შეზღუდვების პერიოდში აფხაზეთში ბაზრები კვირაში მხოლოდ სამჯერ მუშაობდა, რამაც დამატებითი პრობლემები შეუქმნა და მწირი შემოსავალი კიდევ უფრო შეუმცირდათ. "რაღაცას გავყიდი, მერე გავრბივარ სახლში, რომ ოჯახი დავაპურო, ბაზარი რომ დახურეს სამი დღით, ადამიანებს გაუჭირდათ ძალიან, იყვნენ ისეთებიც, რომ ამ სამ დღეში ზოგჯერ ვერაფერსაც ვერ გამოიმუშავებდნენ", - ყვება სოხუმის ბაზრის ერთ-ერთი მოვაჭრე.

პანდემია, მეტნაკლებად, ყველა სფეროზე უარყოფითად აისახა. მოსახლეობის ნაწილმა, საუკეთესო შემთხვევაში, ძველი  შემოსავლის შენარჩუნება შეძლო, თუმცა უმრავლესობას ის შეუმცირდა. უმუშევრობა, ყველაზე ნაკლებად საჯარო მოსამსახურეებს შეეხო,  თუმცა, ისინიც ამ პერიოდში, დანამტებისა და პრემიების გარეშე დარჩნენ.

აფხაზეთში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილი 15 თებერვლიდან მოიხსნა, ნაწილის მოხსნას  ხელისუფლება 10 მარტიდან გეგმავს.

მასალა მომზადებულია გადაცემა "Точки соприкосновения" - ს მიხედვით, რომელიც გადის რადიო "ათინათის" ეთერში. პროექტი ხორციელდება აფხაზ პარტნიორებთან თანამშრომლობით. მასალა შესაძლოა შეიცავდეს ტერმინებს, რომლებსაც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში იყენებენ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდელი ფერმერი ქალი, სოფიო მაქაცარია, რომელიც ფუტკრების მოვლის ხელოვნებით დიდი ხანის წინ დაინტერესდა, პროფესიული ცოდნის გაუმჯობესების საუკეთესო შესაძლებლობად „FFBS – საქართველოს“ პროექტში
რიყეში სახალხო დღესასწაული ,,რიყეობა" გაიმართა. სახალხო დღესასწაული წელს მეოთხედ ჩატარდა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ ,, ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის“ ინიციატივით,
დღის სიახლეები
17 / სექტემბერი 2024
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლები გეგმიური პატრულირებისას ხურჩის რაიონში, ე.წ სასაზღვრო ხაზის სიახლოვეს, ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებმა დროებით დააკავეს.
17 / სექტემბერი 2024
ზუგდიდელი ელენე ქობალია, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტია. პროფესიად არქიტექტურა აირჩია. როგორც ამბობს, ამ გადაწყვეტილებამდე, ხელოვნებისა და მათემატიკის სიყვარულმა მიიყვანა.
17 / სექტემბერი 2024
სენაკის რაიონულ სასამართლოში ბალდელი აქტივისტების საჩივარი, რომელიც კანიონის იჯარის წესით გასხვისებას ეხება, მოსამართლის გადაწყვეტილებით, გადაიდო. ამის შესახებ რადიო "ათინათს" მოძრაობის "ბალდის კანიონის
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
05 / სექტემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
«« სექტემბერი 2024 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 18 °C
img
ფოთი 21 °C
img
მესტია 9 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.