ТОЧКИ СОПРИКОСНОВЕНИЯ
განახლებული სასწავლო პროცესი, ამუშავებული რესტორნები და თეატრები - შეზღუდვების შემსუბუქება აფხაზეთში (ფოტო/აუდიო)
22 თებერვლიდან აფხაზეთში კიდევ რამდენიმე აკრძალვა მოიხსნა. ამ კვირაში, ხანგრძლივი კარანტინის შემდეგ, სკოლებს დაუბრუნდნენ 5-11 კლასები მოსწავლეები. ვირუსის გავრცელების მაქსიმალურად შემცირების მიზნით, უმცროსი და უფროსი საფეხურის მოსწავლეები შენობაში სხვადასხვა შესასვლელიდან შედიან. მათ სკოლის ექიმი ან ექთანი მეთვალყურეობს, საეჭვო სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, ბავშვის იზოლირება ხდება. გარდა ამისა, ყოველდღიურად ტარდება სადეზინფექციო სამუშაოები. "თუკი არის ნიშნები იმისა, რომ ბავშვი გაციებულია, თვალები უცრემლიანდება, მას გავარიდებთ ცალკე ოთახში და შემდეგ ვიძახებთ მშობლებს". 

"ყოველ დღე გაკვეთილების შემდეგ, მერხებს და იატაკებს ვამუშავებთ სადეზინფექციო ხსნარით, რომ ბავშვები დამუშავებულ კლასებში შევიდნენ, ყველფერს ვაკეთებთ ჩვენი ბავშვებისთვის", - ამბობენ სოხუმის მეორე სკოლაში. ვირუსის პრევენციის მიზნით, სკოლების დიდი ნაწილი ორ ცვლაში მუშაობს, მოსწავლეები მერხთან თითო - თითოდ სხედან.

"ჩვენ ოთხი გასახდელი გვაქვს, უფროსკლასელების გასახდელიც ავამოქმედეთ, რომ ბავშვები ნაკლებად გადაიკვეთონ, შესვენებაზე, ამას ვერ ავცდებით რა თქმა უნდა, მაგრამ, ძირითადად, ვცდილობთ ყველა რისკი მინიმუმამდე დავიყვანოთ",  - ამბობს ქალაქის მეორე სკოლის დირექტორი ირინა პოვირსკერი. მოსწავლეების თქმით, საკარანტინო პაუზა იმდენად გაიწელა, რომ ისინი სიხარულით დაბრუნდნენ საკლასო ოთახებში.

"დიახ, ძალიან მენატრებოდა კლასელები, სკოლაც, სწავლაც, იმიტომ, რომ სახლში ძალიან მოვიწყინე, გახარებული ვარ ამ ამბებით". "მართალი გითხრათ, ძალიან მომენატრა, რადგან ონლაინ - გაკვეთილები იყო და დავალებაც იმაზე მეტი გვქონდა, ვიდრე სკოლაში... მალე გამოცდები გვეწყება და სკოლაში უფრო ადვილი იქნება მომზადება, ვიდრე სახლში".

მიუხედავად იმისა, რომ კარანტინის პირობებში გაკვეთილები ონლაინ - რეჟიმში ტარდებოდა, პედაგოგებმა სასწავლო პროგრამა იმ ადგილიდან განაახლეს, სადაც კარანტინამდე შეჩერდნენ. ისინი აღნიშნავენ, რომ სკოლაში დაბრუნება ყველაზე მეტად პირველკლასელებს გაუჭირდათ, რადგან სასწავლო წელი მათთვის, ფაქტიურად ახლა დაიწყო. "შევხვდით პატარებს, ზოგიერთი მათგანი ტიროდა კიდეც, უკვე დაავიწყდათ, თუ როგორ უნდა ისხდნენ მერხებთან. მასწავლებლებთან მათი შეხვედრაც საკმაოდ ემოციური იყო. ისეა, თითქოს პირველ სექტემბერია, ჩათვალეთ, რომ სასწავლო პროცესი თავიდან დავიწყეთ",  - ამბობს დაწყებითი კლასის მასწავლებელი.  

სკოლები გარდა ამ კვირაში ამოქმედდა კაფე - რესტორნები, ასევე გაიხსნა კულტურის რამდენიმე დაწესებულება, მათ შორის რუსული დრამატული თეატრი. მისი გენერალური დირექტორი ირაკლი ხინთბა, რომელიც მანამდეც მოითხოვდა თეატრის გახსნას, ამბობს, რომ ბილეთებზე მოთხოვნა იმაზე მიუთითებს, რომ მაყურებელი დიდი ხანია სპექტაკლებს ელოდება. "ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, ჩვენ ბევრი პრემიერა გვაქვს, ასევე -  მიმდინარე რეპერტუარი. რაც მთავარია, მაყურებლის ინტერესია იმდენად დიდია, რომ თებერვალში ბილეთების გაყიდვების გაზაფხულის დონეს უტოლდება", - აღნიშნა ხინთბამ.

ამ დღეებში, ასევე გაიხსნა სოხუმის ცენტრალური საგამოფენო დარბაზი, სადაც უკვე მეორე მეორე გამოფენა იმართება.          

სოხუმის სკოლების განრიგი, ჯერჯერობით, მხოლოდ 10 მარტამდეა გაწერილი, რადგან, შეზღუდვები სწორედ ამ დრომდეა დაწესებული. მათი შემდგომი შემსუბუქების ან გამკაცრების შესახებ მთავრობა გადაწყვეტილებას ეპიდვითარებიდან გამომდინარე მიიღებს.


მასალა მომზადებულია გადაცემა "Точки соприкосновения" - ს მიხედვით, რომელიც გადის რადიო "ათინათის" ეთერში. პროექტი ხორციელდება აფხაზ პარტნიორებთან თანამშრომლობით. მასალა შესაძლოა შეიცავდეს ტერმინებს, რომლებსაც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში იყენებენ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სტატია
დღის სიახლეები
13 / ივნისი 2025
სამეგრელოში გავრცელებული ტანსაცმლის კომპლექსების მიხედვით მეგრელები საშინაო ჩაცმულობისგან, ასხვავებდნენ სადღესასწაულო და საგარეო ჩაცმულობას, რომელსაც უწოდებდნენ ,,სადიარო"/ ,,სასუმარო"" მუკაქუნალს.საგარეო ჩაცმულობის ელემენტებზე,საუკეთესო სანაჭრე მასალა იხარჯებოდა და შესამკობადაც მრავალი საშუალება იძებნებოდა.ამიტომაც სამეგრელოში საგარეო სამოსს ,,სამედიდუროს" უწოდებდნენ.დღევანდელ გადაცემაში დეტალურადაა აღწერილი როგორი იყო ქალის სამოსი XIX საუკუნის მეორე ნახევრისა და XX საუკუნის დასაწყისში.
10 / ივნისი 2025
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
05 / ივნისი 2025
სამეგრელოში გავრცელებული ტანსაცმლის კომპლექსების მიხედვით მეგრელები საშინაო ჩაცმულობისგან ასხვავებდნენ სადღესასწაულო და საგარეო ჩაცმულობას, რომელსაც უწოდებდნენ ,,სადიარო“/ ,,სასუმარო’’ მუკაქუნალს. იცნობენ ტანზე მოსარგები სამოსელის დანაწილების პრინციპებს: შიგნითა ,,დინახალენ ბარგი“ და ,,გარეთა ,,გალენ ბარგი“. დღევანდელ გადაცემაში აღწერილია როგორი იყო შიგნითა სამოსი ,საცვლების და გრძელი პერანგების ,,ოსარეშ“ ნიმუშები და როგორ იცვლებოდა მისი ფორმები დროთა განმავლობაში.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2025 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.