ТОЧКИ СОПРИКОСНОВЕНИЯ
როგორ მუშაობენ სოხუმში კულტურის ობიექტები აკრძალვების მოხსნის შემდეგ (ფოტო/აუდიო)
აფხაზეთში ჯერაც მოქმედებს პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები, თუმცა, კულტურის ობიექტების მუშაობაზე აკრძალვა ცოტა ხნის წინ მოიხსნა. სოხუმის რუსულ თეატრში თითქმის ყოველდღე გადის სპექტაკლები, ხოლო ქალაქის ცენტრალურ საგამოფენო დარბაზში აქტიურად ეწყობა გამოფენები.

რუსული თეატრის დირექტორის ირაკლი ხინტბას თქმით, მსახიობებს და დასს მკაცრი კარანტინის დროსაც არ შეუწყვეტიათ რეპეტიციები. "ჩვენ არ გვჭირდება ასეთი შვებულებები სახელმწიფოს ხარჯზე, წლების განმავლობაში არაფრის კეთება ჩვენი გზა არ არის. ეს ეფექტიანი მუშაობაა, ამ წელს და კოვიდიან 2020-შიც, მგონია, რომ ძალიან ბევრი რამის გაკეთება შევძელით", - ამბობს ის.  

თეატრის ადმინისტრაცია ცდილობს, რომ უსაფრთხოების ყველა ზომა ზედმიწევნით დაიცვას და მაყურებლის უსაფრთხოება უზრუნველყოს. თეატრში მისულებს შესასვლელშივე უტარებენ თერმოსკრინინგს, ასევე სთავაზობენ ხელების ანტისეპტიკური ხსნარით დამუშავებას და პირბადეებს. სიფრთხილისკენ მათ სცენიდან მსახიობებიც მოუწოდებენ.  "მგონი, არც თუ ისე რთულია პირბადის ტარება, ან ზედმეტად სახლიდან გასვლისგან თავის შეკავება, ხელების ხშირად დაბანა, ანტისპეტიკური ხსნარის გამოყენება, თუკი ამას ყველა გააკეთებს ქვეყნის მასშტაბით, ეს სიტუაციის გაუმჯობესებისკენ მიგვიყვანს, მით უმეტეს, რომ სხვა ქვეყნებსა და ქალაქების გამოცდილება ადასტურებს ამას", - ამბობს მსახიობი ანტონ შიშკინი. "სოლარისიც" ხომ ერთგვარი არამყუდრო, ტოქსიკური, განრიდების სივრცეა, ძირითადად, სწორედ ასეთ პირობებში მოხვედრის შემდეგ შეგვიძლია ბოლოს და ბოლოს საკუთარი თავი ვეძიოთ, რეალურად, ბევრი აღმოჩნდა თვითიზოლაციის პირობებში, სიტუაციაში, როდესაც,  ადამიანებმა უბრალოდ თავი დაკარგეს, იმ მიზეზით, რომ მათ არ შეეძლოთ გადართულიყვნენ იმ საქმეებზე, რასაც ჩვეულებრივ აკეთებენ ხოლმე,  ცხოვრებაში, ჩვენ სხვა რამეზე გადაგვაქვს ყურადღება, მაგრამ საკუთარ თავთან დარჩენაც აუცილებელია", - ამბობს თეატრის დირექტორი. 

თვითიზოლაციაში ყოფნა მხატვარ ადგურ ამპარსაც გაუჭირდა, თუმცა, მიუხედავად ამისა, ეს წელი საკმაოდ ნაყოფიერი გამოდგა. ამ პერიოდში განცდილი მის ნამუშევრებში აისახა. "ჩემს ნამუშევრებში ვცდილობდი მეჩვენებინა გარკვეული ტკივილი და ამასთან, სიხარულიც, ის, თუ როგორ შეიძლება ამ ორი გრძნობის თანაცხოვრება ერთ ტილოზე. ეს ერთგვარი დაბადებაა, რასაც ყოველთვის ტკივილი ახლავს ხოლმე, მაგრამ შემდეგ, როდესაც პროცესი სრულდება, ჩვენ გვავიწყდება ეს ტანჯვა და სიხარულით ვხვდებით ამ ამბავს",  - ამბობს აფხაზი მხატვარი.

აფხაზეთის კულტურის ყველა დაწესებულებაში ჰაერის გამწმენდი რეცირკულატორები მუშაობენ, გარდა ამისა - განთავსებულია სანიტაიზერები.

დაწესებული შეზღუდვების დიდი ნაწილი აფხაზეთში მარტიდან მოიხსნა - ამ ეტაპზე მუშაობენ სკოლები, საბავშვო ბაღები, კულტურის და კვების ობიექტები, (სტუმრების ღია სივრცეებში მიღების პირობით). ამ დრომდე, აკრძალულია, მასობრივი სპორტული და სხვა ტიპის ღონისძიებების ჩატარება.

ოპერატიული შტაბის გადაწყვეტილებით მოქმედი შეზღუდვები ვაქცინაციის დაწყებამდე გაგრძელდება, თუმცა ვაქცინის შემოტანის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.


მასალა მომზადებულია გადაცემა "Точки соприкосновения" - ს მიხედვით, რომელიც გადის რადიო "ათინათის" ეთერში. პროექტი ხორციელდება აფხაზ პარტნიორებთან თანამშრომლობით. მასალა შესაძლოა შეიცავდეს ტერმინებს, რომლებსაც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში იყენებენ.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სტატია
დღის სიახლეები
13 / ივნისი 2025
სამეგრელოში გავრცელებული ტანსაცმლის კომპლექსების მიხედვით მეგრელები საშინაო ჩაცმულობისგან, ასხვავებდნენ სადღესასწაულო და საგარეო ჩაცმულობას, რომელსაც უწოდებდნენ ,,სადიარო"/ ,,სასუმარო"" მუკაქუნალს.საგარეო ჩაცმულობის ელემენტებზე,საუკეთესო სანაჭრე მასალა იხარჯებოდა და შესამკობადაც მრავალი საშუალება იძებნებოდა.ამიტომაც სამეგრელოში საგარეო სამოსს ,,სამედიდუროს" უწოდებდნენ.დღევანდელ გადაცემაში დეტალურადაა აღწერილი როგორი იყო ქალის სამოსი XIX საუკუნის მეორე ნახევრისა და XX საუკუნის დასაწყისში.
10 / ივნისი 2025
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
05 / ივნისი 2025
სამეგრელოში გავრცელებული ტანსაცმლის კომპლექსების მიხედვით მეგრელები საშინაო ჩაცმულობისგან ასხვავებდნენ სადღესასწაულო და საგარეო ჩაცმულობას, რომელსაც უწოდებდნენ ,,სადიარო“/ ,,სასუმარო’’ მუკაქუნალს. იცნობენ ტანზე მოსარგები სამოსელის დანაწილების პრინციპებს: შიგნითა ,,დინახალენ ბარგი“ და ,,გარეთა ,,გალენ ბარგი“. დღევანდელ გადაცემაში აღწერილია როგორი იყო შიგნითა სამოსი ,საცვლების და გრძელი პერანგების ,,ოსარეშ“ ნიმუშები და როგორ იცვლებოდა მისი ფორმები დროთა განმავლობაში.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2025 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.