ТОЧКИ СОПРИКОСНОВЕНИЯ
ტურისტული სეზონი აფხაზეთში - მოლოდინები და ეპიდემიოლოგების გაფრთხილება (ფოტო/აუდიო)
მიუხედავად პანდემიისა, აფხაზეთში ზაფხულის ტურისტული სეზონი აქტიურ ფაზაში შედის. ტურიზმის მინისტრის თეიმურაზ ხიჟბას მტკიცებით, მაისის დღესასწაულებზე რესპუბლიკას 20 000 ათასამდე ტურისტი ესტუმრა.

"რუსეთში შიდა მიმართულებებიდან ყველაზე მოთხოვნადი სოჭი და ყირიმი გახდა, რამაც გავლენა მოახდინა აფხაზეთში ერთდღიანი ტურისტული ექსკურსიების რიცხვის ზრდაზე. გამომდინარე აქედან, იმატა კრასნოდარის მხარიდან აფხაზეთში შემოსული ტურისტების ნაკადმა, განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობენ ისეთი მარშრუტები, როგორიცაა რიწის რელიქტური ეროვნული პარკი და ახალი ათონის მღვიმე", - განაცხადა ხიჟბამ.

მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე აფხაზეთში ტურისტების განთავსების ოფიციალურად დარეგისტრირებული 450 ობიექტია, 25 000 საწოლი ადგილით და მათი 70% უკვე დაჯავშნილია. წარმატებულ სეზონს ელოდება კერძო სექტორიც, სანაპიროზე ზოლში არსებული სახლების მფლობელები კი უკვე აქტიურად აქირავებენ ოთახებს დამსვენებლებზე.  
"წელს, შარშანდელთან შედარებით, ტურისტების უფრო დიდ ნაკადს ველოდებით, რადგან საზღვრები დაკეტილია, უკვე არის ჩვენთან ჯავშნები, ვიღაც 1 თვით ჯავშნის ადგილებს, მთელი ოჯახისთვის, სხვები კი 10 დღით, მეზობლებსაც ეკითხებიან, მე უკვე 4-5 ჯავშანი მაქვს", - ამბობს სოხუმელი ალიასი, რომელიც ერთ - ერთი სასტუმრო სახლის მფლობელია.

ხიჟბას ინფორმაციით, ივნისში ოჩამჩირის რაიონის სოფელ ტამიშში, 150 კოტეჯიანი მსხვილი სასტუმრო კომპლექსის გახსნაც იგეგმება. მისი თქმით, კომპლექსში ინფრასტრუქტურა ისეა მოწყობილი, რომ დამსვენებლები წელიწადის ნებისმიერ დროს შეძლებენ იქ ჩასვლას. თუმცა, ის აქვე აღნიშნავს, რომ ტურისტულ სფეროში ბევრი პრობლემა არსებობს, რესპუბლიკის პანსიონატების დიდი ნაწილი განახლებას საჭიროებს, ინფრასტრუქტურა მეტწილად, გაუმართავია. ტურისტული ობიექტები კი მხოლოდ სეზონურად მუშაობენ. "ეროვნული ტურისტული ობიექტები არასათანადოდ არის წარმოდგენილი ტურისტულ ბაზარზე, არასაკმარისი ინფორმაციაა მათ შესახებ და რეკლამასაც არ უწევენ სათანადოდ. ასევე სირთულეს წარმოადგენს რუსულ - აფხაზური საზღვრის გადაკვეთა, უხარისხო გზები საექსკურსიო მარშრუტებზე, ავტოსადგომების არარსებობა", - ამბობს ხიჟბა.

საზაფხულო ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით, სამართალდამცავები მუშაობის ახალ გრაფიკზე გადადიან. შსს-ს მინისტრის განცხადებით, საგანგებოდ შექმნილი საპატრულო ბრიგადები ფალსიფიცირებული საქონლის შემოტანის აღკვეთას  გეგმავენ. "ჩატარდება რეიდები ფალსიფიცირებული ალკოჰოლური სასმელების, თაფლის და სხვა პროდუქციის გამოვლენის მიზნით, რათა აღიკვეთოს მათი რეალიზაცია დასასვენებელ სახლებში, სანატორიუმებში, ბაზრებსა თუ სხვა ტურისტულ მარშრუტებზე", - განაცხადა დიმიტრი დბარმა.

რაც შეეხება ეპიდემიოლოგიურ ვითარებას, მთავარი სანიტარული ექიმი ლუდმილა სკორიკი ამბობს, რომ ამ ეტაპზე აღინიშნება კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვის ზრდა, რასაც ის მასობრივი ღონისძიებების გამართვას უკავშირებს. "ეს ციფრები მეტყველებენ იმაზე, რომ რესპუბლიკაში პერიოდულად ირღვევა პროფილაქტიკური ზომები,  დაფიქსირდა ინფიცირებულთა რიცხვის მატება, რაც სავარაუდოდ, 11 აპრილს ჩატარებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს უკავშირდება", - განმარტა მედიკოსმა.

სკორიკი მოუწოდებს მოსახლეობას არ მოდუნდეს, პირიქით, მოემზადოს იმისთვის, რომ ტურისტების გამოჩენასთან ერთად, აფხაზეთში შესაძლოა, ვირუსის ახალი შტამები გაჩნდეს. აქედან გამომდინარე, ეპიდემიოლოგი მოუწოდებს ტურიზმის სფეროში დასაქმებულ და სხვა მოქალაქეებს, აიცრან კოვიდ საწინააღმდეგო ვაქცინით. თუმცა, მათი უმრავლესობა ამის გაკეთებას არ ჩქარობს. "იმედი ვიქონიოთ, რომ ამჯერადაც "გავძვრებით"! ვაქცინაცია? არ ვიცი, თუ იქნება ამის აუცილებლობა, ალბათ ავიცრები, თუმცა, ჯერჯერობით ამის აუცილებლობას ვერ ვხედავ", - ამბობს სოხუმელი ალიასი.

ლუდმილა სკორიკი მიიჩნევს, რომ ტურისტული სეზონის წარმატებულად წარმართვისთვის, როგორც ფინანსური, ასევე ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, ყველამ უნდა დაიცვას დაწესებული რეგულაციები, მოქალაქეები კი შეძლებისდაგვარად, არ გავიდნენ რესპუბლიკის საზღვრებს გარეთ.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა "სპუტნიკ V" სოხუმში მოსკოვიდან 30 აპრილს ჩაიტანეს, ვაქცინაციის კამპანია კი 11 მაისს დაიწყო.



მასალა მომზადებულია გადაცემა "Точки соприкосновения" - ს მიხედვით, რომელიც გადის რადიო "ათინათის" ეთერში. პროექტი ხორციელდება აფხაზ პარტნიორებთან თანამშრომლობით. მასალა შესაძლოა შეიცავდეს ტერმინებს, რომლებსაც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში იყენებენ.










Print Email
FaceBook Twitter
რ ე კ ლ ა მ ა
ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის ორგანიზებით, ზუგდიდში არსებული სკრინინგ ცენტრის 2 წლიანი საქმიანობის შედეგები შეაჯამეს.
ვაქცინაციისმხარდაჭერის მიზნით, სტუდენტური კამპანია - #ავიცრათერთმანეთისთვის იწყება.
ზუგდიდში, კოსტავას #7-ში სასწავლო ცენტრი "მესიაკონი" გაიხსნა, სადაც მე-6 კლასამდე მოსწავლეებს მიიღებენ. ცენტრის დირექტორის მაია რიგვავას თქმით,
კორონავირუსი
საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 459 ახალი დადასტურებული შემთხვევა, აქედან 358 სამეგრელო-ზემო სვანეთში.
ვაქცინირებული პირებისთვის მიმდინარე წამახალისებელ ლატარიაში 1 500-1 500 ლარი ზუგდიდში აცრილმა 2-მა ადამიანმა მოიგო.
ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით, კორონავირუსს კიდევ ერთი ადამიანი ემსხვერპლა.
საზოგადოება
მთავრობა სათამაშო ბიზნესს ახალ რეგულაციებს უწესებს. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განმარტა,
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ადრეულად გარდაცვლილი მეტყევის "სანდრო ურუშაძის პრემია 2021" ხობელ ბუნების დამცველს, სანდრო ნარსიას გადასცა.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საბავშვო ბაღებსა და როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლებში, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში განახლდება,
დღის სიახლეები
01 / დეკემბერი 2021
არაბთა გაერთიანებული საემიროების მოქალაქე ზუგდიდში არსებული ერთ-ერთი სასტუმროს ადმინისტრაციას ღირსების შელახვასა და ცემაში ადანაშაულებს. სალეჰ ალამერის თქმით, ის 4 ნოემბერს სასტუმრო "ლეთოს" რესტორნიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს
01 / დეკემბერი 2021
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) გადაწყვეტილებით, 2022 წლის პირველი იანვრიდან,
01 / დეკემბერი 2021
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში ე.წ. "ფორმა №9"- ის მოქმედების ვადა 2022 წლის 1 იანვრიდან იწურება, რაც იმას ნიშნავს, რომ გალის რაიონის მცხოვრებლები,
გემრიელი ისტორიები
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« დეკემბერი 2021 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 2 °C
img
სოხუმი 6 °C
img
ფოთი 7 °C
img
მესტია -9 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.