ТОЧКИ СОПРИКОСНОВЕНИЯ
იაპონია და აფხაზეთი დები ბუბნოვების შემოქმედებაში - განახლებული გამოფენები სოხუმში (ფოტო/აუდიო)
ხანგრძლივი კარანტინის შემდეგ, სოხუმში ერთი მეორის მიყოლებით იმართება გამოფენები. ერთ-ერთი მათგანი, დები ბუბნოვების შემოქმედებას მიეძღვნა. ექსპოზიციაზე, რომელიც აფხაზეთის მხატვართა კავშირის ცენტრალურ საგამოფენო დარბაზში გაიმართა, წარმოდგენილი იყო ცნობილი მხატვრის ვარვარა ბუბნოვას ნამუშევრები, რომლებიც სოხუმში, 30 წლის შემდეგ, მეორედ გამოიფინა. პირველად ეს 1992-93 წლებში, ომის შემდგომ პერიოდში მოხდა.

მხატვრის ყველა გამოფენას ორგანიზებას ბუბნოვას ნახატების ფონდის მეურვე, აზა არგუნი უწევს. "2001 წელს ექსპოზიცია მოსკოვში გაიმართა, რუსეთში იაპონიის საელჩოს მხარდაჭერით და მხოლოდ ახლა შევძელით მისი აქ ჩამოტანა. ჩვენს გალერეაში ნახატების შენახვის პირობები საშინელია, რა თქმა უნდა", - ამბობს აზა არგუნი.

ვერნისაჟზე ასევე წარმოდგენილი იყო ვარვარა ბუბნოვას და მისი დების, ცნობილი მუსიკოსების, ანა და მარიას ცხოვრების და შემოქმედების ამსახველი იშვიათი ფოტომასალა.

თავადაზნაურთა წრის წარმომადგენლები ბუბნოვები პეტერბურგში დაიბადნენ, ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ იძულებით დატოვეს რუსეთი და გაემგზავრნენ იაპონიაში.  

პირველი, აფხაზეთში, 1930-იან წლებში, უფროსი და, მარია ჩავიდა, ის პიანისტი იყო და სოხუმის მუსიკალურ სასწავლებელში მუშაობდა პედაგოგად. წლების შემდეგ, მასთან ჩავიდნენ მისი დები - მუსიკოსი, მევიოლინე ანა და მხატვარი ვარვარა, რომელიც მოიხიბლა ადგილობრივი ბუნებით და მრავალი ნამუშევარი შექმნა. მანამდე, ის, თითქმის 30 წელი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა იაპონიაში, სადაც მხატვრის რამდნიმე პერსონალური გამოფენა გაიმართა. "ის (ვარვარა) და მისი დები ეზიარნენ მე-19 და მე-20 საუკუნის მსოფლიო კულტურის საუკეთესო მიღწევებს და გადასცემდნენ მას ადამიანებს, რომლებიც უყვარდათ", - ამბობს არგუნი.

მისი თქმით, დებმა ღრმა კვალი დატოვეს რესპუბლიკის კულტურული ცხოვრების ისტორიაში.

საგამოფენო დარბაზის დირექტორის ელვირა არსალიას თქმით, გამოფენა კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ საზღვრები და შეზღუდვები არ არსებობს, როდესაც საქმე ხელოვნებას ეხება. "სანამ ეს გამოფენა მუშაობდა და ადამიანები მოდიოდნენ, მივხვდი, რომ მან ძალიან მნიშვნელოვანი რამ გვაჩუქა, გაცნობიერება იმისა, რომ დღეს, როგორც არასდროს, გვჭირდება აი, ასეთი, აბსოლუტური მიმღებლობა სხვდასხვა კულტურის, რადგან  ნამდვილად ნიჭიერი ადამიანი ყოველთვის პოულობს სხვდასხვა კულტურაში არსებულ თანახმიანობას", - ამბობს ის.  

მკაცრი კარანტინის პერიოდში მხატვრის ნამუშევრები აფხაზეთის სახელმწიფო სამხატვრო გალერეაში ინახებოდა. ეს უბრალოდ ორი ოთახია, რომელიც აფხაზეთის მხატვართა კავშირის ცენტრალური საგამოფენო დარბაზის მეორე სართულზეა განლაგებული. მხატვარ დიანა ხინთბას თქმით, სამწუხაროა, რომ ასეთ პირობებში ინახება მხატვრის ნამუშევრები, რომლებიც მისი თქმით, კულტურულ ფასეულობას წარმოადგენს. "ბუბნოვას ნამუშევრები პირველად ახლა ვნახე, მანამდე, მხოლოდ კატალოგში მქონდა ნანახი. იმის გამო, რომ ეროვნული გალერეა არ გვაქვს, ისინი სამწუხაროდ, ასეთ მდგომარეობაში ინახება დახურულ შენობაში და მიუწვდომელია მნახველებისთვის", - ამბობს ხინთბა.

მისი თქმით, დები ბუბნოვების ავტორიტეტის წყალობით, იაპონიასა და აფხაზეთს შორის წლების განმავლობაში საკმაოდ ნაყოფიერი კულტურული კონტაქტები იყო დამყარებული და სწორედ ეს იყო ყველაზე შთამბეჭდავი მისთვის ამ გამოფენაში.
დღემდე, აზა არგუნმა ვარვარა ბუბნოვას 70-მდე ნამუშევრის შეგროვება მოახერხა, ასევე თავი მოუყარა უამრავ მასალას, მათი ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ.  

სოხუმში ბუბნოვების მუზეუმი გახსნაც იგეგმებოდა, რისთვისაც პუშკინის ქუჩაზე შენობაც გამოიყო, თუმცა, ჯერჯერობით, თანხების უქონლობის გამო ეს ვერ მოხერხდა.


მასალა მომზადებულია გადაცემა "Точки соприкосновения" - ს მიხედვით, რომელიც გადის რადიო "ათინათის" ეთერში. პროექტი ხორციელდება აფხაზ პარტნიორებთან თანამშრომლობით. მასალა შესაძლოა შეიცავდეს ტერმინებს, რომლებსაც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში იყენებენ.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
26 / აპრილი 2024
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ ზუგდიდში "ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" საკონსტიტუციო განხილვისას სიტყვით გამოსვლაში აღნიშნა, რომ მისთვის როგორც
26 / აპრილი 2024
ზუგდიდის საკრებულოს "ქართული ოცნების" მაჟორიტარმა დეპუტატმა თაზო ფაცაციამ ანტი-ლგბტ კანონპროექტის განხილვაზე თქვა, რომ აუცილებელია "ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" კანონის
26 / აპრილი 2024
ზუგდიდში "ქართული ოცნების" მიერ ლგბტ პროპაგანდის კანონპროექტის განხილვისას აქტივისტის ცაბუნია ვართაგავას მიერ დასმულმა შეკითხვამ და კომენტარმა იქ შეკრებილ საზოგადოებაში ხმაური გამოიწვია. მათ ვართაგავას მიმართა
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 16 °C
img
სოხუმი 20 °C
img
ფოთი 16 °C
img
მესტია 12 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.