ТОЧКИ СОПРИКОСНОВЕНИЯ
ინფორმაციული ტექნოლოგიები ქალთა გასაძლიერებლად პანდემიიის პირობებში (ფოტო/აუდიო)
კორონავირუსის პანდემიის გამო შემოღებული შეზღუდვების შედეგად, გაიზარდა უმუშევრობა, შემცირდა შემოსავლები. კვლევაში, რომელიც გაერომ ჩაატარა, ნათქვამია, რომ პანდემიის შედეგად, საქართველოს რეგიონებში დასაქმებული მოსახლეობის მესამედმა სამსახური დაკარგა. გამოკითხული ქალების 78% აცხადებს, რომ თუ ვირუსის გავრცელების შემზღუდავი ზომები გაგრძელდება, მათ ძირითადი ხარჯების დაფარვა გაუჭირდებათ.

პანდემიის პირობებში ქალების დასაქმების ხელშეწყობის, ტექნოლოგიურ პროფესიებში მათი როლის, მოსახლეობის კომპიუტერული ცოდნის ამაღლების მიზნით, ევროკავშირის და UNDP-ის (გაეროს განვითარების ფონდის) ორგანიზებით აფხაზეთში ქალებისთვის IT და Digital სფეროებში კურსების ჩატარება იგეგმება. "ეს პროექტი გათვლილია იმ ახალგაზრდა ქალებზე, რომლებმაც თავის დროზე ვერ მიიღეს განათლება, ან პოსტ-სადიპლომო პერიოდში სურთ კვალიფიკაციის ამაღლება, თუმცა, უსახსრობის ან სხვა მიზეზებით ვერ მოახერხეს განათლების მიღება, ანუ გვინდა, რომ ქალების ყველა ჯგუფს დავეხმაროთ, უფროსკლასელებიდან დაწყებული ზრდასრული ადამიანებით დამთავრებული, ვისაც მომავალში სურს ცოდნის მიღება და გაღრმავება", - ამბობს ფონდის "ქალები განვითარებისთვის" ფინანსური დირექტორი საიდა ბერულავა.  

კურსები, რომლებიც 4 თვეს გაგრძელდება და ისეთ მიმართულებებს მოიცავს, როგორიცაა - სოციალური მედია მარკეტინგი, თარგეთირება, ვებ-გვერდების, აპლიკაციის, 1С პროგრამის შექმნა, ავტოკადი, ასევე ვიდეო და ფოტო მონტაჟი. მათი გავლის მსურველებს ანკეტირების საფუძველზე შეარჩევენ.

ერთ-ერთ აპლიკანტის თქმით, ისინი დიდი ხანია პროგრამირების ათვისებასა და აპლიკაციების შექმნაზე ოცნებობენ, მისი თქმით, დღესდღეობით, ეს საკმაოდ პერსპექტიული და სარგებლიანი საქმეა მთელს მსოფლიოში, პანდემიამ კიდევ უფრო მოთხოვნადი გახადა ისინი. "მე დიდი ხანია მინდა ვისწავლო აპლიკაციების შექმნა, თუმცა არ ვიცოდი, სად და როგორ ასწავლიან ამ საქმეს, აქ კი ასეთი კურსები გამოჩნდა. ახლა დეკრეტულ შვებულებაში ვარ და ახალი ცოდნისა და უნარების ათვისება ჩემთვის ახლა უკიდურესად მნიშვნელოვანია. მით უმეტეს, ამ პერიოდში, როდესაც აპლიკაციები ყველას სჭირდება და დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი გამომივა", - ამბობს ახალგაზრდა ქალი.

Jawа პროგრამირების ენის სპეციალისტი საიდ ფაჩულია, რომელიც კურსებს გაუძღვება, ამბობს, რომ ინფორმატიკის საფუძვლების ცოდნის გარეშეც შესაძლებელია აპლიკაციების შექმნის უნარების დაუფლება. "შემდგომში პროგრამის ასაწყობად აუცილებელია სტრუქტურული მონაცემების ცოტაოდენი ცოდნა მაინც, ანუ ინფორმატიკაზე ოდნავ მეტის, ვთქვათ, უბრალო აპლიკაციის დასაწერად. შეიძლება შეისწავლო სინტაქსისი იმ შემთხვევაშიც, თუ ინფორმატიკა არ გაგივლია სკოლაში, პრინციპში ნულიდანაც შეიძლება ყველაფრის დაწყება", - თვლის სპეციალისტი.

არქიტექტორი კამა კაცია დარწმუნებულია, რომ IT და Digital სფეროში მიღებული უნარები, ხელს შეუწყობს ადგილობრივი შრომის ბაზრის განვითარებას. მაგალითად მას ვიზუალიზაციის სპეციალისტი მოჰყავს, რომელსაც შეუძლია იმუშაოს მომხმარებლებთან მთელი მსოფლიოს მასშტაბით. "ნიუ იორკისთვის აქაც შეიძლება მუშაობა. ამისათვის მხოლოდ კომპიუტერი, ხელები და თავია საჭირო, შესაბამისად, ჩვენ შეგვეძლება მსოფლიოს მასშტაბით მივაწოდოთ მსგავსი სერვისები, ვიზუალიზაციის, რენდერინგის ან სხვა მომსახურების სახით, მაგალითად, იგივე, რასაც უკრაინა აკეთებს ახლა, უკრაინა ვიზუალიზაციის ბაზარზე ნომერ პირველია. მთელი მსოფლიოსთვის აპროექტებენ. მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ ახლა ამის ორგანიზება ძალიან მარტივად შეიძლება".

აპლიკანტებს უფასო კურსებისთვის გულდასმით შეარჩევენ, რადგან ორგანიზატორების თქმით, ისინი მიიღებენ მხოლოდ მათ, ვისაც ნამდვილად სჭირდება დამატებითი განათლების მიღება და ვისაც აღნიშნული მასალის ათვისების უნარი ექნება. თითო ჯგუფში 6 დან 10-მდე ადამიანი იქნება, რათა ყოველ მათგანს დაეთმოს საკმარისი ყურადღება და მათ სერტიფიკატთან ერთად რეალური ცოდნა მიიღონ.


მასალა მომზადებულია გადაცემა "Точки соприкосновения" - ს მიხედვით, რომელიც გადის რადიო "ათინათის" ეთერში. პროექტი ხორციელდება აფხაზ პარტნიორებთან თანამშრომლობით. მასალა შესაძლოა შეიცავდეს ტერმინებს, რომლებსაც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში იყენებენ.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
24 / აპრილი 2024
ხუთშაბათს, 25 აპრილს 17:00 საათზე, ზუგდიდში პოლიტიკური და საზოგადოებრივი ჯგუფი "აგენტების' კანონთან დაკავშირებით მოქალაქებს შეხვდება, მოგვიანებით კი, იუსტიციის სახლიდან საპროტესტო მსვლელობაც დაიძრება.
24 / აპრილი 2024
სახალხო დამცველის აპარატის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშზე დაყრდნობით, 2023 წელს სამეგრელოსა და სხვა რეგიონების სამედიცინო დაწესებულებებში ინფექციის პრევენციისთვის საჭირო პროცესის დარღვევები გამოვლინდა.
24 / აპრილი 2024
დღევანდელი გადაცემის თემაა გამოფენა, "ოქროს საწმისი საქართველოს ხელოვნება" - ეროვნული საგანძურის ვრცელი პრეზენტაცია ევროპაში.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 26 °C
img
სოხუმი 23 °C
img
ფოთი 26 °C
img
მესტია 14 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.