ТОЧКИ СОПРИКОСНОВЕНИЯ
კვირის მოვლენები - სტიქია, წყალდიდობა და Covid–19 (ფოტო/აუდიო)
კვირის დასაწყისში აფხაზეთს მძლავრი ციკლონი დაატყდა თავს, ძლიერმა წვიმამ მდინარეების ადიდება გამოიწვია. შედეგად, 350-მდე სახლი დაიტბორა და მოსახლეობის ნაწილის ევაკუაციაც გახდა საჭირო.  სტიქიამ სატუმბი სადგური დააზიანა, რის გამოც, სასმელი წყლის გარეშე დარჩა გულრიფშის რაიონის მოსახლეობა. "ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ ჩვენი სატუმბი სადგური დაიტბორა, და სავარაუდოდ, მომდევნო 2 დღის განმავლობაში, წყალი არ ექნება აგუძერის, კაშტაკის და სინოპის მოსახლეობას. ამ სატუმბი სადგურით ვსარგებლობთ ჩვენც და ქალაქიც, ახლა მანქანით შეუძლებელია სატუმბ სადგურამდე მისვლა, გზები დატბორილია, ის სატუმბი, რაც ჩადგმულია, მოსახსნელი იქნება, სფტი (სოხუმის ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტი) მზად არის, გველოდებიან, რომ გავაშროთ ის ან შევფუთოთ, სადაც აუცილებელი იქნება", - ამბობს რაიონის ხელმძღვანელი ასლან ბარათელია.

უეცრად მოვარდნილმა წყალმა სოფელ მერხეულის ხიდი დააზიანა. დაიტბორა სკოლის ტერიტორია და სახნავ-სათესი სავარგულები. იგივე პრობლემები შეიქმნა, სოფელ ვლადიმიროვკაში, ასევე ვარჩე-ბაღმარანში, სადაც ადიდებულმა მდინარე კოდორმა საკარმიდამო ნაკვეთები და ბაღჩეული კულტურები გაანადგურა. "სადღაც 100 მეტრის დაშორებით ვცხოვრობდი მდინარიდან და დღეს ეს მანძილი, 25-30 მეტრამდე არის შემცირებული, რადგან მდინარე ადიდდა და სიმინდის სავარგულები თითქმის მთლიანად გადარეცხა. სახელმწიფომ ამ მდინარეებზე, კლასიკური გაგებით,  ნაპირსამაგრი სამუშაოები თუ არა, დამბები მაინც უნდა ააგოს, უეცრად მოვარდნილმა წყალმა მიწის ნაკვეთები რომ არ ჩამორეცხოს", - ამბობს ადგილობრივი მცხოვრები ნუგზარ აგრბა, რომლის ნათესების 60%, ძირითადად, სიმინდი და საზამთრო, წყალმა წაიღო.

სოფელ ბესლეთის მოსახლეობის ნაწილი თვლის, რომ ხშირ შემთხვევაში, პრობლემებს თავად ადამიანები ქმნიან, რომლებიც მდინარესთან სამშენებლო ნაგავს ყრიან, იმ იმედით, რომ მას წყალი ჩარეცხავს, შედეგად მდინარის კალაპოტი ვიწროვდება და ძლიერი წვიმის დროს, მდინარე ნაპირებიდან გადმოდის. "პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ამ კალაპოტის დავიწროება არ შეიძლება, ადამიანები კი მას ყოველგვარი ნებართვის გარეშე ავიწროებენ, ახლა კი მოქალაქეები ზარალდებიან, არა მარტო ჩვენი ოჯახი, მარტო ჩვენთვის არ ვითხოვთ, მოდით ვთქვათ, რომ ეს საერთო საქმეა, ვიტბორებით ჩვენც და ჩვენი მეზობლებიც. რაში გვჭირდება ეს, სუფთა წყალი მაინც მოდიოდეს, ნახეთ, როგორი შლამი რჩება", -  შეშფოთებას გამოთქვამს ბესლეთის კიდევ ერთი მკვიდრი.   

კალაპოტის დასუფთავების და დამბის მოწყობის მოთხოვნით, ადგილობრივმა მცხოვრებლებმა არა ერთხელ მიმართეს სოფლის ადმინისტრაციას, თუმცა - უშედეგოდ. "წელს მივმართე თხოვნით, რომ გაეწმინდათ, თუმცა მითხრეს, რომ ჯერჯერობით ამას ვერ გააკეთებენ, ჩვენ კი ღამის გასათევიც არ გვაქვს, ლეიბები და საბნები, ყველაფერი სველია, აი, თეთრი ხიდის ქვეშ დამბას თუ გააკეთებენ, ასეთი რამ არ დაგვემართება მომავალში", - ამბობს ბესლეთელი ქალი.  

აფხაზი დეპუტატი ლაშა აშუბა თვლის, რომ თეთრ ხიდთან დამბის მშენებლობის აუცილებლობა ნამდვილად არსებობს, რაც ნაწილობრივ მაინ გადაჭრიდა პრობლემას, და საგრძნობლად შეამცირებდა სტიქიის მიერ მოსახლეობისთვის მიყენებულ ზარალს, თუმცა ბიუჯეტში ამ მიზნებისთვის თანხები  არ არის გათვალისწინებული. "მოსაძიებელია რაღაც სახსრები, თუმცა, ჩვენ გვესმის, რომ აქამდეც იყო სტიქია, რომელიც ქარიშხალმა გამოიწვია, რესპუბლიკის ბიუჯეტს ძალიან დააწვა ეს პრობლემები", - ამბობს აშუბა.   

მთავრობას, სულ უფრო ხშირად უწევს უარის თქმა იმ სფეროების დაფინანსებაზე, რომლებიც ჯანდაცვასთან არ არის დაკავშირებული, რადგან ეპიდვითარება აფხაზეთში უკიდურესად მძიმეა. ამ ეტაპზე კორონავირუსის 4000 აქტიური შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის ასამდე ბავშვი. ყოველდღიურად ფიქსირდება ლეტელური შემთხვევები.

ეპიდვითარების გაუარესების მიუხედავად, ხელისუფლება ჯერჯერობით არ გეგმავს შეზღუდვების გამკაცრებას.



მასალა მომზადებულია გადაცემა "Точки соприкосновения" - ს მიხედვით, რომელიც გადის რადიო "ათინათის" ეთერში. პროექტი ხორციელდება აფხაზ პარტნიორებთან თანამშრომლობით. მასალა შესაძლოა შეიცავდეს ტერმინებს, რომლებსაც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში იყენებენ.




Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ქალთა ფონდი "სოხუმი" დასავლეთ საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში ახორციელებს ქალების ურთიერთდახმარების პროექტს. ამ მიზნით, შეირჩა სპეციალური ჯგუფები, რომლებიც აქტიურ შეხვედრებს მართავენ და ხელს უწყობენ

,,ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი" მიმდინარე წლის აგვისტოდან ახორციელებს პროექტს ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და NEET-ახალგაზრდების ციფრული და სამეწარმეო მიმართულებით გაძლიერება".

26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
დღის სიახლეები
14 / დეკემბერი 2024
აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ადა მარშანიამ პრეზიდენტობის კანდიდატს მიხეილ ყაველაშვილს მხარი არ დაუჭირა და პარლამენტის პლენარული სხდომის დარბაზში განაცხადა, რომ საარჩევნო ყუთში ცარიელ ბიულეტენს აგდებს, რადგან არ მოსწონს კანდიდატი.
14 / დეკემბერი 2024
„მენტალურ რუსს ქვეყნის პრეზიდენტად ვერ ავირჩევ და საერთოდ, არც ამ არჩევნების სამართლიანობას და მის ლეგიტიმურობას ვიზიარებ“, - ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა ზურაბ ჯგუბურიამ პარლამენტში დაგეგმილ პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებით აცხადებს.
14 / დეკემბერი 2024
დღეს, 14 დეკემბერს, უამინდობის გამო უქმდება აღმოსავლეთ საქართველოდან დასავლეთისკენ და დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ მიმავალი სამგზავრო მატარებლების რეისები, - ამის შესახებ განცხადებას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.
ოდაბადეშ კინოხონი
05 / დეკემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« დეკემბერი 2024 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.