ТОЧКИ СОПРИКОСНОВЕНИЯ
300 ინფიცირებული თითო ექიმზე და გადავსებული კოვიდ კლინიკები აფხაზეთში (ფოტო/აუდიო)
აფხაზეთში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია უკიდურესად გართულდა. დღე - ღამეში ინფიცირებულთა რაოდენობა 150-200-ს , ხოლო ლეტალობის შემთხვევები 4-6-ს აღწევს.
სოხუმის და გუდაუთის კოვიდ კლინიკები გადავსებულია. აფხაზეთში თითო ექიმზე 300-ზე მეტი პაციენტი მოდის. მათ ნაწილს მედიკოსები ონლაინ, ნაწილს კი სტანციონარში ემსახურებიან. ამ პირობებში, ბევრ მათგანს, ინფექციონისტის მოვალეობის შეთავსებაც უწევს. მიუხედავად საგანგაშო ვითარებისა,  მთავრობა შეზღუდვების დაწესებას არ ჩქარობს. მოქალაქეები კი მოსახლეობას დისტანციის დაცვისა და პირბადის ტარებისკენ მოუწოდებენ, რითაც შეამსუბუქებენ სამედიცინო პერსონალზე დატვირთვას. "ძალიან დატვირთულები ვართ, მოსახლეობას მოვუწოდებთ დაიცვას ყველა ეპიდემიოლოგიური ნორმა, ვთხოვთ თავი აარიდოს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს, საზეიმო და სხვა ტიპის ღონისძიებებს, რათა საფრთხე არ შეუქმნას საკუთარ და გარშემომყოფების ჯანმრთელობას", - ამბობს ერთ-ერთი მედიკოსი.

სოხუმში კორონავირუსით ინფიცირებულთა ყველაზე დიდი რაოდენობა ახალ რაიონში ფიქსირდება, რადგან ეს ქალაქის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ნაწილია, რომლის მოსახლეობაც აქტიურად სარგებლობს საზოგადოებრივი ტრანსპორტით. ამასთან ერთად, როგორც სპეციალისტები ამბობენ, ინფიცირებულთა უმეტესობაში, დაავადება მძიმე ფორმით მიმდინარეობს.  

"ახალ რაიონში მუშაობა ძალიან რთულია, იქ შემთხვევები უფრო მეტია, ვიდრე სხვაგან ქალაქში, პრაქტიკულად, ადამიანების 50-70 % ნიღბებს არ ატარებს. ჩვენ ძალიან ვთხოვთ მათ დაიცვან ეპიდემიოლოგების რეკომენდაციები. რადგან, 50-60 წლის ზემოთ პაციენტები შემოჰყავთ ძირითადად, ძალიან მძიმე მდგომარეობაში, რომლებიც შემდეგ რეანიმაციაში ხვდებიან".
ხშირია შემთხვევები, როდესაც კოვიდ დადასტურებული მოქალაქეები მალავენ დიაგნოზს, არ გადადიან თვითიზოლაციის რეჟიმში და განაგრძობენ ადამიანებთან კონტაქტებს. სოხუმელი ცოლ- ქმარი, სწორედ მეზობლის ამგვარი ქცევის შედეგად დაინფიცირდნენ. მეზობელმა გართულებების გარეშე გადაიტანა დაავადება, ცოლ-ქმრის მდგომარეობა კი ორ კვირაში ისე დამძიმდა, რომ მათი ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. "ჩემი მეუღლე უფრო მძიმედ იყო, ის უფრო ადრე დაინფიცირდა, უფრო მეტი გართულებები ჰქონდა. ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო, თითქოს ფრთხილად ვიყავით, მაგრამ, გამოდის, რომ სხვები არ იცავენ, არადა და აუცილებელია, რომ დაიცვას ყველამ. ჩვენ ვეცადეთ სახლში გვემკურნალა, მაგრამ არ გამოგვივიდა და საავადმყოფოში მოვხვდით", - ყვება შუა ხნის ქალი.

კიდევ ერთი ინფიცირებული პაციენტი, რომელიც გუდაუთის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში მოხვდა, უკვე პალატაში აგრძელებს მკურნალობას. მას, ისევე, როგორც ბევრს, არ სჯეროდა Covid-19 - ის არსებობის, თუმცა დღეს ის ყველას მოუწოდებს გაუფრთხილდნენ საკუთარ და გარშემომყოფების ჯანმრთელობას.

"მე არ მჯეროდა, რომ ეს დაავადება არსებობს, მაგრამ, ნამდვილი ჯოჯოხეთი გამოვიარე, ამ კოვიდით. რეანიმაციაში ვიყავი, სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე, ეს საშინელებაა, დიდი საშინელება. მე ძალიან გთხოვთ, გაუფრთხილდით თავს, მშობლებს, შვილებს.  მაქსიმალურად გაერიდეთ თავშეყრის ადგილებს, არანაირი ქელეხი, ქორწილი, ეს ყველფერი უნდა შევწყვიტოთ, თუ გვინდა ჩვენი ხალხის შენარჩუნება", - ამბობს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ქალი.
მედიკოსების არაერთგზის მოწოდების მიუხედავად, მთავრობა ჯერჯერობით არ აწესებს ახალ შეზღუდვებს. თუმცა, ჯანდაცვის სამინისტრომ ვაქცინაციის პროცესის განახლების შესახებ გააკეთა განცხადება. უწყების ინფორმაციით, მოქალაქეებს რუსული კოვიდ საწინააღმდეგო პრეპარატ "სპუტნიკ ლაითით" აცრიან, რომლის 5 ათასი დოზა 6 აგვისტოს მიიღეს მოსკოვიდან.

გასული დღე-ღამის განმავლობაში აფხაზეთში კორონავირუსის 120 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ოპერატიული შტაბის მონაცემებით, გუდაუთის კლინიკაში ბოლო ორი დღის განმავლობაში 3 ინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსი 22 770 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაცვლილია - 323, გამოჯანმრთელდა 18 205 მოქალაქე.


მასალა მომზადებულია გადაცემა "Точки соприкосновения" - ს მიხედვით, რომელიც გადის რადიო "ათინათის" ეთერში. პროექტი ხორციელდება აფხაზ პარტნიორებთან თანამშრომლობით. მასალა შესაძლოა შეიცავდეს ტერმინებს, რომლებსაც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში იყენებენ.







Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
25 / აპრილი 2024
ზუგდიდში ე.წ აგენტების კანონთან დაკავშირებით "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ლევან ხაბეიშვილი, ასევე "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე, საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენელთან ერთად,
25 / აპრილი 2024
დიდმარხვის მეხუთე კვირადღე ანუ ბზობის წინა კვირა სამეგრელოში ცნობილია ,,აიობის“ სახელწოდებით.
25 / აპრილი 2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26 აპრილს სამეგრელოში მოსალოდნელია ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი, 27-29 აპრილს კი სითბოს ფონზე ზოგან ხანმოკლე წვიმა იქნება.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 23 °C
img
სოხუმი 20 °C
img
ფოთი 23 °C
img
მესტია 9 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.