ТОЧКИ СОПРИКОСНОВЕНИЯ
ტურისტები და რუსული საველე ჰოსპიტალი ერთ პანსიონატში - აფხაზ მედიკოსებს სამხედრო ექიმები დაეხმარებიან (ფოტო/აუდიო)
სოხუმში რუსული სამხედრო საველე ჰოსპიტალი მოეწყო. სამხრეთის სამხედრო ოლქის მრავალპროფილური მობილური ჰოსპიტალის მედიკოსები, პანდემიის პერიოდში, მეორედ ჩავიდნენ აფხაზეთში კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში ადგილობრივი ექიმების დასახმარებლად. საველე საავადმყოფო ქალაქის ცენტრში, სასტუმრო აიტარის ტერიტორიაზე 6 საათში გაშალეს. პანსიონატის ის ნაწილი, რომელშიც ტურისტები იმყოფებიან, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების თქმით, სრულიად იზოლირებულია და პაციენტებს ჰოსპიტალში სხვა შესასვლელიდან შეიყვანენ.

საველე ჰოსპიტალს აქვს საკუთარი დიაგნოსტიკური განყოფილება, ექოსკოპიის და რენტგენის აპარატებით და ლაბორატორია. ყველა კვლევა, მათ შორის, ტესტირება ადგილზე ჩატარდება.

100 ადგილზე გათვლილი პალატები, პანსიონატ "აიტარის" ორივე სართულზეა განთავსებული. მათგან - 46 უზრუნველყოფილი იქნება ჟანგბადის უწყვეტი მიწოდებით. "რეანიმაციის ორი პალატა აღჭურვილია ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის 6 აპარატით, გვაქვს ყველაფერი, რაც საჭიროა დახმარების გასაწევად", - ამბობს ანესთეზიოლოგიის  და რეანიმაციის განყოფილების უფროსი ივან ერიომენკო.

ბუდიონოვსკიდან აფხაზეთში ჩასული რუსი მედიკოსების თქმით, ბოლო ორი წლის განმავლობაში, მათ კოვიდ პაციენტებთან მუშაობის საკმაოდ დიდი გამოცდილება და ცოდნა დაუგროვდათ, ამასთან ერთად, ისინი უზრუნველყოფილი არიან პროტოკოლით გათვალისწინებული თანამდროვე მედიკამენტებით. "ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც კოვიდთან ვმუშაობთ, აფხაზეთის გარდა, მსგავს მივლინებებში ვიყავით დაღესტანსა და ასტრახანის ოლქში. გასულ წელს ვიმყოფებოდით აფხაზეთში, ახლა ისევ ჩამოვედით და ვფიქრობთ, არც ამჯერად გაგიცრუებთ იმედებს, მაქსიმალურად ვეცდებით დავეხმაროთ ავადმყოფებს და გავუწიოთ ყველაფერს ორგანიზება", - თქვა მობილური ჰოსპიტალის უფროსმა, აბდულმეჯიდ მაგომედოვმა.

მობილური ჰოსპიტალის მუშაობის პირველ დღეს აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრმა ედუარდ ბუთბამ დაათვალიერა და რუს კოლეგებს მადლობა გადაუხადა რთული ეპიდვითარების დროს გაწეული დახმარებისთვის. "ჩვენი კოლეგები აფხაზეთის რესპუბლიკაში ყველაზე რთულ პერიოდში ჩამოვიდნენ, მხარდასაჭერად და ჩვენთვის დახმარების გასაწევად, ამ საშინელი დაავადების, კორონავირუსის დასამარცხებლად. ჩვენი მხრიდან, ვეცდებით, მაქსიმალურად შევუწყობთ მათ ხელი, თუკი ტექნიკური თვალსაზრისით დასჭირდათ რამე, მედიკამენტებით უზრუნველყოფილნი არიან, თუმცა, თუკი რაიმე სირთულე იჩენს თავს, მზად ვართ, სამუშაო პროცესში გადავჭრათ ეს პრობლემები", - აღნიშნა მან.

მისივე თქმით, 100-მდე რუსი მედიკოსი, სოხუმში, "სახელმწიფო აგარაკზეა" განთავსებული, სადაც ყველა პირობაა შექმნილი კომფორტული დასვენებისთვის.

რუსული სამხედრო საველე ჰოსპიტალი აფხაზეთში 2020 წლის ოქტომბრიდან 2021 წლის მარტამდე მოქმედებდა. ამ პერიოდში მკურნალობა და კონსულტაციები თითქმის 4 000 ათასმა ადამიანმა მიიღო. ლაბორატორიებში კი 18 ათასამდე კვლევა ჩატარდა.

აგვისტოს შუა რიცხვებიდან აფხაზეთში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია უკიდურესად გართულდა. დღე - ღამეში ინფიცირებულთა რაოდენობამ 150-200-ს, ხოლო ლეტალობის შემთხვევებმა 4-6-ს მიაღწია. გადავსებულ კოვიდ კლინიკებში მედიკოსები ინფიცირებულებს ვერ აუდიან. თუმცა მიუხედავად საგანგაშო ვითარებისა, ადგილობრივ ხელისუფლებას დამატებით აკრძალვები არ დაუწესებია. ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე შედიან რესპუბლიკაში ტურისტებიც.



მასალა მომზადებულია გადაცემა "Точки соприкосновения" - ს მიხედვით, რომელიც გადის რადიო "ათინათის" ეთერში. პროექტი ხორციელდება აფხაზ პარტნიორებთან თანამშრომლობით. მასალა შესაძლოა შეიცავდეს ტერმინებს, რომლებსაც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში იყენებენ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
Rakuten Viber, კონფიდენციალური და უსაფრთხო შეტყობინებებისა და ხმოვანი კომუნიკაციის გლობალური ლიდერი, აპლიკაციაში კონტენტის შემქმნელებს შეახსენებს აუდიტორიის ნახვისა და დაკავშირების შესაძლებლობებს: მესენჯერში
საქართველოში პირველად ინდივიდუალური მეწარმეებისთვის წამახალისებელი გათამაშება დაიწყო. საქართველოს ბანკი ინდ მეწარმის სტატუსის მქონე მიკრო და მცირე მეწარმეებს შესაძლებლობას აძლევს, ყოველდღიური, რეგულარული
დღის სიახლეები
11 / ოქტომბერი 2024
პარლამენტის დეპუტატის და "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარის ანა წითლიძის თქმით, ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეებისთვის პირადობის მოწმობების ჩამორთმევის ფაქტებზე შსს-ს
11 / ოქტომბერი 2024
აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს ამიერკავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხებთან დაკავშირებით შეხვდა.
11 / ოქტომბერი 2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 12 ოქტომბერს სითბოს ფონზე საქართველოში ზოგან გაწვიმდება, ხოლო 13-15 ოქტომბერს მოსალოდნელია გრილი და დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
«« ოქტომბერი 2024 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 15 °C
img
სოხუმი 16 °C
img
ფოთი 19 °C
img
მესტია 6 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.