ТОЧКИ СОПРИКОСНОВЕНИЯ
სწავლა 1 სექტემბერს განახლდება - აფხაზეთში მოსწავლეები საკლასო ოთახებს დაუბრუნდებიან
აფხაზეთში ახალი სასწავლო წელი 1 სექტემბერს დაიწყება. აღნიშნული გადაწყვეტილება კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით შექმნილმა ოპერატიულმა შტაბმა მიიღო. ამასთან ერთად, განათლების მინისტრმა, ინალ გაბლიამ განაცხადა, რომ განსხვავებით შარშანდელი წლისგან, მოსწავლეები მხოლოდ ერთ ცვლაში ისწავლიან და კლასებიც არ დაიყოფა. "წელსაც იგივე შეზღუდვები იმოქმედებს კლასებში, რაც შარშან იყო. ნება დაგვრთეს, კლასები არ დაგვეყო, ისევე დაგვეტოვებინა, იმ პირობით, რომ მშობლები წამოვლენ დათმობაზე და შვილებს ნაკლებად დატვირთულ სკოლებში გადაიყვანენ, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, იმისთვის, რომ ბავშვებისა და პედაგოგების ჯანმრთელობა დავიცვათ", - განაცხადა გაბლიამ.

აფხაზეთის მთავარი ეპიდემიოლოგის ლუდმილა სკორიკის თქმით, გასულ წელს მიღებულმა ზომებმა, კერძოდ კი, სკოლებში ცვლების შემოღებამ, შედეგი არ გამოიღო. "ჩვენ პედაგოგები ხომ არ შეგვიცვლია, უბრალოდ ბავშვები დავყავით, ხოლო მასწავლებლებზე ვირუსული დატვირთვა იგივე რჩებოდა. იმ სურათით, თუ ვიმსჯელებთ, რაც შარშანდელი სასწავლო წლის განმავლობაში ჩამოყალიბდა, იმ დასკვნამდე მივედით, რომ პედაგოგებზე ფიზიკური დატვირთვაც გაიზარდა, შედეგად, მათი იმუნური დაცვა შესუსტდა, არა მარტო Covid 19-ის , არამედ, სხვა დაავადებების მიმართაც", - აღნიშნა სკორიკმა.  

მისი თქმით, სასწავლო პროცესის შეუფერხებლად წარმართვის მიზნით, გაცილებით უფრო ეფექტიანი, ამ პირობებში მასწავლებლების ვაქცინაცია იქნება.  

სკორიკის მონაცემებით, 4 000 აფხაზი მასწავლებლიდან, 1500-მა უკვე გადაიტანა კორონავირუსი, 565 კი აიცრა. თუმცა, ჯანდაცვის სამინისტრო, იმუნური სტატუსის დასადგენად, 15 სექტემბრიდან მასწავლებლებს ანტისხეულებზე უფასო ტესტირებას ჩაუტარებს. "ამ ეტაპზე, ჩვენ გვაქვს ასეთი ტესტ-სისტემები, ამიტომ, ყველა პედაგოგს, ვინც სასწავლო პროცესშია ჩართული, უფასო კვლევა ჩაუტარდება", - აცხადებს სპეციალისტი.

სკორიკის თქმით, ზიანის და საფრთხის შესამცირებლად, რაც შეიძლება სკოლებში გაზრდილ მობილობას მოჰყვეს, ჯანდაცვის სამინისტრო ყველა პედაგოგს, პროფილაქტიკის მიზნით, ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.

აფხაზეთში აგვისტოს დასაწყისში შემოტანილი რუსული "სპუტნიკ ლაითის" 5000 ათასი დოზიდან, 1500 უკვე ათვისებულია. განათლების მინისტრის მტკიცებით, ჯანდაცვის სამინისტრო მზადაა, დარჩენილი რაოდენობიდან, სკოლის მასწავლებლებისთვისაც გამოყოს კვოტა. "ჩვენ დაჟინებით მოვუწოდებთ მასწავლებლებს, რომ აიცრან, სანამ ამის შესაძლებლობა გვაქვს, ჯანდაცვა მზადაა პედაგოგებისთვის კვოტა გამოყოს და რაიონულ პოლიკლინიკებში ვაქცინაციის ორი ცენტრი მოაწყოს", - ამბობს ინალ გაბლია.

მისივე თქმით, კორონავირუსის გავრცელების საფრთხის თავიდან ასაცილებლად, სკოლებში სასწავლო პროცესი უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით განახლდება, კლასებში სავალდებულოა პირბადეების ტარება. მოსწავლეებს თან უნდა ჰქონდეთ ანტისეპტიკური საშუალებები, რითაც მშობლებმა უნდა უზრუნველყონ. საკლასო ოთახებში აუცილებელია ულტრაიისფერი ცირკულატორების მოწყობა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აფხაზეთში კორონავირუსის 24 570 შემთხვევა აღირიცხა, გარდაიცვალა - 366 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 20 307 პაციენტი.


მასალა მომზადებულია გადაცემა "Точки соприкосновения" - ს მიხედვით, რომელიც გადის რადიო "ათინათის" ეთერში. პროექტი ხორციელდება აფხაზ პარტნიორებთან თანამშრომლობით. მასალა შესაძლოა შეიცავდეს ტერმინებს, რომლებსაც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში იყენებენ.
Print Email
FaceBook Twitter
რ ე კ ლ ა მ ა
ზუგდიდში სპორტული კომპლექსის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. სამშენებლო სამუშაოები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა კონსტანტინე კაკავამ და ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა საქართველოს პარლამენტში ირაკლი ჩიქოვანმა დაათვალიერეს.
აღმაშენებლის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორციელდება.
ტერაბანკი სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პროექტის მონაწილეებისთვის შეღავათიანი ბიზნესსესხების შეთავაზებას იწყებს.
კორონავირუსი
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაცით, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 470 ახალი შემთხვევა, აქედან 270 სამეგრელო-ზემო სვანეთში.
ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 485 ადამიანს ჩაუტარდა და გამოვლინდა ინფიცირების 109 ახალი შემთხვევა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში რუხის კოვიდმიმღებ კლინიკაში კიდევ 1 პაციენტი გარდაიცვალა.
საზოგადოება
ქართველმა მოჭადრაკემ, ნონა გაფრინდაშვილმა Netflix-ის უჩივლა, – ამის შესახებ ინფორმაციას „ნიუ იორკ თაიმსი“ ავრცელებს.
ხვალიდან, 25 აგვისტოდან კვების ობიექტები 23:00 საათის ნაცვლად 22:00 საათამდე იმუშავებენ. შესაბამისი გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.
„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა“ და CRRC-საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა 52% მთავრობის
დღის სიახლეები
21 / სექტემბერი 2021
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაცით, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 470 ახალი შემთხვევა, აქედან 270 სამეგრელო-ზემო სვანეთში.
21 / სექტემბერი 2021
ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 485 ადამიანს ჩაუტარდა და გამოვლინდა ინფიცირების 109 ახალი შემთხვევა.
20 / სექტემბერი 2021
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი სოციალურ ქსელში წერილს ავრცელებს.
გემრიელი ისტორიები
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 27 °C
img
სოხუმი 26 °C
img
ფოთი 24 °C
img
მესტია 14 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.