ТОЧКИ СОПРИКОСНОВЕНИЯ
კლასებში დაბრუნებული ბავშვები - მედიკოსების მოწოდება და მიმდინარე ეპიდვითარება აფხაზეთში (ფოტო/აუდიო)
რთული ეპიდვითარების მიუხედავად, 1 სექტემბერს აფხაზეთის სკოლებში სასწავლო პროცესი განახლდა. განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, წელს კლასები არ დაიყოფა, თუმცა, საკლასო ოთახში მოსწავლეების რაოდენობა 25-ს არ უნდა აღემატებოდეს. "პირველი, რასაც ვითხოვთ, რომ მშობლები გაგებით მოეკიდონ, პედაგოგებსაც აკისრიათ პასუხისმგებლობა, ბავშვები, დილიდან ტემპერატურის გაზომვის, ხელების დამუშავების შემდეგ მიდიან გაკვეთილებზე, სველი წესით ოთახების დალაგება ასევე ძალაში რჩება", - ამბობს სოხუმის ადმინისტრაციის განათლების დეპარტამენტის უფროსი ასტანდა ტარკილი.

სოხუმის მთავარი სანიტარული ექიმი ალა ბელიაევა მშობლებს მოუწოდებს, მაქსიმალური პასუხისმგებლობით მიუდგნენ არსებულ ვითარებას, რადგან მისი თქმით, სწორედ ამაზეა დამოკიდებული, უწყვეტად გაგრძელდება თუ არა სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში. "გასულ წელს, სამწუხაროდ გვქონდა ისეთი შემთხვევები, როდესაც მშობლები დაავადებულ ბავშვებს უშვებდნენ სკოლაში, რითაც რისკის ქვეშ აყენებდნენ მთელ კლასს და მათ შორის, მასწავლებლებს. ავადმყოფმა ბავშვმა სრულ გამოჯანმრთელებამდე სკოლაში არ უნდა იაროს", - ამბობს ის.

ჯანდაცვის სამინისტრო მასწავლებლებს მოუწოდებს აიცრან, თუმცა, აფხაზეთში ვაქცინაცია სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. ამ ეტაპზე მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომია რუსული ვაქცინა "სპუტნიკ ლაითი", რომლის 5 000 ათასი დოზა, ბიზნესმენმა ბესლან აგრბამ შეიძინა. ამავე ინფორმაციით, ამ დროისათვის, ვაქცინის მხოლოდ ნახევარია ათვისებული. სპეციალისტები თვლიან, რომ სასურველია, ის პირებიც აიცრან, ვინც ახლახან გადაიტანა კორონავირუსი. "ჩვენთან საკმაოდ ბევრი დაავადდა პანდემიის დასწყისში. ანუ, ეს იყო 2020 წლის ივლისი, აგვისტო სექტემბერი და ასე შემდეგ... და უკვე ათეულობით რეინფიცირების შემთხვევა  გვაქვს. "სპუტნიკ ლაითი" კარგად მუშაობს, მათ შორის, მისი გაკეთება დასაშვებია იმ პირებისთვისაც, ვინ ცოტა ხნის წინ გამოჯანმრთელდა კორონავირუსისგან", - ამბობს ალა ბელიაევა.

ბოლო მონაცემებით, აფხაზეთში დღე-ღამეში ინფიცირების ასამდე და გარდაცვალების ორიდან ხუთამდე შემთხვევა ფიქსირდება, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. თუმცა, სამედიცინო დაწესებულებებზე, მათ შორის გუდაუთის და სოხუმის ინფექციური საავადმყოფოებზე დატვირთვა, რუსული სამხედრო საველე ჰოსპიტალის გახსნის შემდეგ, საგრძნობლად შემცირდა. "სავალე ჰოსპიტალს დღეში, საშუალოდ, 10-მდე პაციენტი მიმართავს. მათ შორის, მძიმე პაციენტებიც, თავდაპირველად, როგორც კი პაციენტების მიღება დავიწყეთ, 20-მდე ადამიანი მოგვმართავდა... არის მძიმე შემთხვევებიც, მათ რეანიმაციის განყოფილებაში ვათავსებთ, თუმცა, მეტწილად, საშუალო სიმძიმის პაციენტები შემოდიან, რომლთაც ინფექციურ ან თერაპიის განყოფილებაში ვაწვენთ, მდგომარეობის შესაბამისად", - თქვა მობილური ჰოსპიტალის უფროსმა აბდულმეჯიდ მაგომედოვმა.

გარდა ამისა, სექტემბრის დასწყისში, პანდემიით გამოწვეულ კრიზისთან დაკავშირებით, ევროკავშირმა აფხაზეთის სამედიცინო დაწესებულებებს, ჰუმანიტარული დახმარების მორიგი პარტია გადასცა. ტვირთი მიწოდებულია გუდაუთის, გალის, სოხუმის ინფექციური საავადმყოფოების და Covid 19-ის ამბულატორიული ცენტრის საჭიროებების გათვალისწინებით. ამჯერად, მასში შედის სამედიცინო დამცავი კომბინეზონები, ერთჯერადი სამედიცინო ხალათები, ბახილები, სამედიცინო ჩაჩები, ციფრული თერმომეტრები, პულსოქსიმეტრები, სადეზინფექციო ხსნარი ხელების და ზედაპირის დასამუშავებლად, ასევე, თხევადი საპონი.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აფხაზეთში კორონავირუსის 25 417 შემთხვევა აღირიცხა, გარდაიცვალა - 384, გამოჯანმრთელდა - 21 399 მოქალაქე.


მასალა მომზადებულია გადაცემა "Точки соприкосновения" - ს მიხედვით, რომელიც გადის რადიო "ათინათის" ეთერში. პროექტი ხორციელდება აფხაზ პარტნიორებთან თანამშრომლობით. მასალა შესაძლოა შეიცავდეს ტერმინებს, რომლებსაც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში იყენებენ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
19 / აპრილი 2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 20-22 აპრილს სამეგრელოში მოსალოდნელია უმეტესად თბილი და უნალექო ამინდი.
19 / აპრილი 2024
"ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების მკვლელობებთან დაკავშირებით სამართლის აღუსრულებლობა დაუსჯელობის სინდრომს ქმნის და ახალისებს დანაშაულებრივ ქმედებებს",- ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების
19 / აპრილი 2024
2023 წელს ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით ცხელი ხაზი 374-ჯერ გააქტიურდა. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოველწლიურ ანგარიშში ვკითხულობთ.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 13 °C
img
სოხუმი 14 °C
img
ფოთი 14 °C
img
მესტია 6 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.