ТОЧКИ СОПРИКОСНОВЕНИЯ
აფხაზეთში აცრილი მოქალაქეები რუსეთში მოგზაურობისთვის QR კოდებს მიიღებენ
აფხაზეთის მცხოვრებლებს, რომლებიც "სპუტნიკ V-ის" ორივე დოზით აიცრნენ, QR კოდი მიენიჭებათ და ვაქცინაციის დამადასტურებელ სერტიფიკატს მიიღებენ, რომლის გამოყენებასაც ისინი რუსეთის ფედერაციაში შეძლებენ, ამის შესახებ მთავარმა სანიტარულმა ექიმმა ლუდმილა სკორიკმა განაცხადა. "მოქალაქეებს, რომლებსაც უკვე ჩაუტარდათ აცრა ან ვაქცინაცია, მიიღებენ სმს შეტყობინებას ლოგინით და პაროლით, და აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე პირად კაბინეტში შესვლას შეძლებენ, მათ შეუძლიათ მობილურ ტელეფონებში გადმოიწერონ და საჭიროების შემთხვევაში, წარადგინონ, ასეთი შესაძლებლობა ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში არსებობს და ეს ჩვენს მოქალაქეებსაც უნდა ჰქონდეთ", - განმარტა მან.

მისივე თქმით, ლამინირებული დოკუმენტის მისაღებად აცრილმა მოქალაქეებმა  აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს ბაქტერიოლოგიურ ლაბორატორიას უნდა მიმართონ და თან აფხაზეთის მოქალაქის პასპორტი ან საზღვარგარეთის პასპორტი (რუსული ან აფხაზური) იქონიონ.

თუმცა, ეს სიახლე არ ვრცელდება "სპუტნიკ ლაითით" აცრილ მოქალაქეებზე, არადა, ამ ეტაპზე აფხაზეთში მხოლოდ ეს რუსული ვაქცინაა ხელმისაწვდომი. აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ მათ უკვე მიმართეს რუსეთის ფედერაციას, "სპუტნიკ V-ის" მორიგი პარტიის შემოტანის მოთხოვნით, თუმცა, უწყებაში არ დაუკონკრეტებიათ, როდის მოხდება ეს.

რუსეთის ტერიტორიაზე QR-კოდის გამოყენების შესაძლებლობას ადგილობრივი მცხოვრებლები სკეპტიკურად უყურებენ, რადგან თვლიან, რომ ამ სიახლის დანერგვა ახლო მომავალში ნაკლებად არის მოსალოდნელი. "არ ვიცი, ჩვენთვის რამდენად შესაძლებელი იქნება. პრინციპში, ცუდი აზრი არ არის, რადგან თანამედროვე მსოფლიოში, ყველა ქვეყანაში სარგებლობენ QR-კოდებით და კარგია, ჩვენც გვეფიქრა ამაზე უფრო სერიოზულად. ეს იდეა ძალიან მომწონს, მაგრამ, ხორცს როგორ შეასხამენ, ეს უკვე სხვა საკითხია", - ამბობს ახალგაზრდა ქალი.

თუმცა, ის აქვე აღნიშნავს, რომ მსგავსი სისტემის დანერგვის შემდეგ, აფხაზეთში ვაქცინაციის ბევრის მსურველი გაჩნდება.

ამას ეთანხმება სოხუმელი ვერონიკა, რომელიც შვილთან ერთად ხშირად მგზავრობს სოჭში, და როგორც ამბობს,  მიესალმება რუსეთში მოქმედი QR კოდის დანერგვას, რადგან, როგორც იცის, რუსეთის ფედერაციაში ოქტომბრის ბოლოდან დახურულ სივრცეებში, კვებისა და კულტურის ობიექტებში, მოქალაქეებს QR კოდის და ვაქცინაციის დამადასტურებელი სერტიფიკატის წარდგენა მოუწევთ. "ჩემს შვილთან ერთად ხშირად დავდივართ სავაჭრო ცენტრებში, საბავშვო გასართობ ოთახებში, და თუ აფხაზეთში დაიწყებენ QR კოდების გაცემას, რომლებიც საშუალებას მოგვცემს, რომ მსგავს ობიექტებში შევიდეთ, ვფიქრობ, ავიცრებოდით, მეც და აფხაზეთის სხვა მცხოვრებლებიც", - ამბობს ის.

თუმცა, მეორე მხრივ, QR-კოდების შესახებ სიახლის დაანონსებამ შესაძლოა, აფხაზეთში ამჟამად ხელმისაწვდომი "სპუტნიკ ლაითით" იმუნიზაციის ტემპი შეანელოს, რადგან, მოსახლეობა, რომელიც ხშირად გადის რუსეთის ფედერაციაში, კერძოდ კი სოჭში, სავარაუდოდ, "სპუტნიკ V- ის" შემოტანას დაელოდება.


მასალა მომზადებულია გადაცემა "Точки соприкосновения"-ს მიხედვით, რომელიც გადის რადიო "ათინათის" ეთერში. პროექტი ხორციელდება აფხაზ პარტნიორებთან თანამშრომლობით. მასალა შესაძლოა შეიცავდეს ტერმინებს, რომლებსაც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში იყენებენ.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
დღის სიახლეები
02 / მაისი 2025
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების (ოპერატიული) და საგამოძიებო სამმართველოების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით უკრაინის 2 მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას სამინისტროს ვებ გვერდზე ავრცელებს.
02 / მაისი 2025
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა, დღის წესრიგის საკითხის - „ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში“ ფარგლებში, მეთორმეტე გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ.
02 / მაისი 2025
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთის მიერ სოხუმის აეროპორტის უკანონო ამოქმედებისა და ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში საჰაერო მიმოსვლის დაწყების გამო. ამის შესახებ განცხადება საგარეო უწყებამ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.