კოლხური ეთნოგრაფიული ვარიაციები
აკაკის მეგრული ლექსი
აკაკი წერეთელი სამეგრელოს ხშირად სტუმრობდა, ეს იყო განპირობებული წმინდა ნათესაური თვალსაზრისით და ზოგჯერაც იმდროინდელი პოლიტიკური სიტუაციის გამოც. პოეტის უმცროსი და მავრა იგივე მატა, გათხოვილი იყო სწორედ სამეგრელოში. მისი მეუღლე გახლდათ ალექსანდრე დადიანი. რომელიც იბრძოდა რუსეთ-თურქეთის ომში და იქ მოკლეს. მავრას ქალიშვილი ანეტა კი ცოლად ესვა ჯანსუღ დადეშქელიანს. ჯვარში სვანეთისკენ მიმავალ გზაზე იდგა ხე რომელსაც ადგილობრივები აკაკის ხეს უწოდებდნენ. რადგანაც პოეტს ამ ხის ჩრდილის ქვეშ უყვარდა დასვენება. ყველაფრის გათვალისწინებით ცხადია რომ აკაკი ხშირად სტუმრობდა სამეგრელოს.

ახლა შევეხოთ უშუალოდ ფაქტს. იმ მეგრულ ლექს, რომელიც აკაკიმ დაწერა. ამ მოვლენაზე ლამაზი ისტორია არსებობს.

სენაკელ ვაჟს შეჰყვარებია კოლხი ასული,მაგრამ ამ გრძნობისადმი თანაგრძნობას არ გმაოხატავდა თურმე კოლხი ცირა. გაწბილებულ ვაჟს მგოსნისთვის მიუმართავს და უთხოვია მისთვის სამიჯნურო ლექსის დაეწერა. ამით განუზრახავს სათრფოს გულის მოგება. მგოსანსაც უპასუხოდ არ დაუტოვებია ვაჟი და საგანგებოდ მისთვის დაუწერია ეს მეგრული ლექსი:

სქანი თოლი ჩქიმი სარკე,
სქანი გური ჩქიმი ტახტი;
უსქანეთი ჩქიმი რინა
ციხე რე ნდო ნაობახტი.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 19 °C
img
სოხუმი 17 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 9 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.