აქტუალური თემები
ზუგდიდში ოპოზიციური პარტიების საერთო აქცია დასრულდა (ვიდეო)
ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი სხდომის პარალელურად  გაერთიანებული ოპოზიციის საპროტესტო აქცია გაიმართა. შეკრებილებმა საოლქო კომისიის სხდომა გააპროტესტეს და თქვეს, რომ ამ კომისიას მორალური უფლება არა აქვს ჩაატაროს სხდომები, რადგან, მათივე თქმით, ისინი არჩევნების გაყალბების თანამონაწილეები არიან. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.  აქციის მონაწილეებმა შენობაში შესვლა არაერთხელ სცადეს, თუმცა მათ ამის საშუალება სამართალდამცავებმა არ მისცეს. ოპოზიციის წარმომადგენლებმა საოლქო კომისიის თავმჯდომარეს, მირანდა მესხს სიმბოლურად  საანგარიშო მიუტანეს, რომელიც შენობის შესასვლელთან დატოვეს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის წარმომადგენელი, თეიმურაზ ბასილაია „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში ჩატარებულ არჩევნებს სპეცოპერაციას უწოდებს და ამბობს, რომ 2012 წლის შემდეგ ქვეყანაში ყველა არჩევნები გაყალბდა.

„2012 წლის შემდეგ ცესკო „აპრავებს“ ყველა იმ მანკიერებას, რაც ხდებოდა საქართველშო არჩევნების დროს. ამათ არა აქვთ მორალური უფლება ჩაატარონ სხდომა. 4000-მდე ბიულეტენი მარტო ზუგდიდში გაბათილდა, რომელშიც არის გადაკეთებულ-გადმოკეთებული, ბეჭედდაუსმელი, ცარიელი... ამის თაობაზე სარჩელი შევიტანეთ სასამართლოში, თუმცა განხილვაშიც არ მიიღეს და ჩამოდეს თაროზე. დღეს მთლიანად საქართველოს პოლიტიკური უზურპაცია ხდება, ხდება სახელმწიფო სტრუქტურების უზურპაცია და არანაირი სასამართლო“, - ამბობს ბასილაია.
„ევროპული საქართველოს“ წევრი ბათლომე შელია ამბობს, რომ ისინი საპროტესტო აქციებს პერმანენტულად ჩაატარებენ და საოლქო კომისიას მოსვენების საშუალებას არ მისცემენ.

„დღეს როგორც აქ, ისე ყველა საარჩევნო ოლქში ხელს აწერენ ბიძინა ივანიშვილის მიერ საქართველოს უზურპაციას. ამას ჩააბარებენ მერე მის მონა-მორჩილ თამარ ჟვანიას და დღეს აპირებენ გააფორმონ ეს უზურპაციას. გამორიცხულია მეგობრებო, რომ ქართველი ხალხი შეეგუოს ამას. გვჭირდება მოთმინება, გამძლეობა და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ“, - აღნიშნა ბათლომე შელიამ.

თავის მხრივ, საოლქო კომისიის თავმჯდომარე ამბობს, რომ მათ არჩევნები კანონის სრული დაცვით ჩაატარეს და დარღვევა მხოლოდ ერთ უბანზე დაფიქსირდა. რაც შეეხება გაბათილებულ ბიულეტენებს, მესხი ამბობს, რომ წინა არჩევნებთან შედარებით, გაბათილებული ბიულეტენების რაოდენობა ნაკლებია.

„შემაჯამებელ ოქმებთან დაკავშირებით არანაირი ხარვეზი ჩვენ არ გვაქვს. პროცედურულად, რაც მეორე დღეს გვევალებოდა, საუბნო კომისიის შემადგენლობას თავისი გადაწყვეტილებით შესწორების ოქმის დართვა და ბეჭდით დამოწმება , ეს მოხდა 16 უბანზე მხოლოდ, გვაქვს მხოლოდ 16 შესწორების ოქმი“, - აღნიშნა მესხმა.

ინფორმაციისთვის, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლება მსგავსი საპროტესტო საერთო აქციები ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში გამართეს.


Print Email
FaceBook Twitter
რ ე კ ლ ა მ ა
ხშირად, მოსავლის აღებამდე, მედიით ვრცელდება ხოლმე დასეტყვილი ვენახის ან სხვა სტიქიური მოვლენისგან განადგურებული ნარგავების კადრები, რომელიც უდიდესი ზარალია თავდაპირველად ფერმერისთვის, ხოლო შემდეგ ქვეყნის ეკონომიკისთვის.
პირველი მარტიდან ტერაბანკი სამომხმარებლო სესხის აღების მსურველებს ახალ აქციას სთავაზობს.
ტერაბანკი გრძელვადიანი სტუდენტური სესხის შეთავაზებას აგრძელებს.
კორონავირუსი
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ დროისთვის სამეგრელოს კოვიდმიმღებ კლინიკებში 80 პაციენტი მკურნალობს,
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 234 ახალი დადასტურებული შემთხვევა,
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ დროისთვის სამეგრელოს კოვიდმიმღებ კლინიკებში 91 ადამიანი მკურნალობს, აქედან 10 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
საზოგადოება
CNN-ის მიერ დასახელებულ მსოფლიოს 20 საუკეთესო წვნიანს შორის ქართული ხარჩოც მოხვდა. კერძის აღწერაში ვკითხულობთ, რომ ტყემალი ტრადიციულ წვნიანს უფრო გემრიელ არომატს სძენს.

სატრანსპორტო საშუალების ძველი ნიმუშის სახელმწიფო სანომრე ნიშანს იურიდიული ძალა უნარჩუნდება 2021 წლის 31 მარტის ჩათვლით.

ქვეყანაში ეპიდსიტუაციის გაუმჯობესების გათვალისწინებით, 12 თებერვლიდან ნატახტარიდან მესტიისა და ამბროლაურის აეროპორტების მიმართულებით და პირიქით შიდა ფრენები განახლდა.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
07 / მარტი 2021
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ დროისთვის სამეგრელოს კოვიდმიმღებ კლინიკებში 80 პაციენტი მკურნალობს,
07 / მარტი 2021
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 234 ახალი დადასტურებული შემთხვევა,
06 / მარტი 2021
"მთავარი არხის" სამეგრელო-ზემო სვანეთის ბიუროს ჟურნალისტის ემა გოგოხიას მიმართ მუქარისა და მისი მანქანის დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
გამოკითხვა
როგორ აფასებთ ნიკა მელიას დაკავებას?
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მარტი 2021 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
ამინდი
ზუგდიდი 7 °C
img
სოხუმი 8 °C
img
ფოთი 8 °C
img
მესტია -1 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.