ოდაბადეშ კინოხონი
ოჭიშაფუ დო გინაფორალი
ოჭიშაფუ დო გინაფორალი
10 / აპრილი 2025
სამეგრელოში არსებობდა ორი ერთმანეთთან შინაარსით ახლოს მდგომი და თითქმის იდენტური ტრადიციული წესი ,რომელსაც ოჭიშაფუს ანუ შესაწევარს და გინაფორალს ანუ გადასაფარს უწოდებდნენ. ,,ოჭიშაფუ“ ხდებოდა ქორწილის დროს და ,,გინაფორალი“ მიცვალებულის განსვენების პერიოდში. ასევე, მეგრულ წეს-ჩვეულებებში მოწმდება მატერიალური ურთიერთდახმარების ორი სახე: ნატურალური და ფულადი.დღევანდელ გადაცემაში დაწვრილებითაა აღწერილი ყველა ტრადიცია წესები და მოვალეობები.
დიარაშ ქობალეფი
დიარაშ ქობალეფი
03 / აპრილი 2025
სამეგრელოში სანეფო სუფრისთვის, ქორწილის წინა დღეს ,,სარიტუალო პურს და ჭვიშტარს“ აცხობდნენ,რომლებიც სპეციალური დანიშნულების იყო. რიტუალური პურების დაცხობა ყველას როდი შეეძლო. მთელს ,,სამოხიოში“ რამდენიმე ქალი თუ იქნებოდა ამ საქმეში დახელოვნებული, რის გამოც მათ დიდი პატივით ეპყრობოდნენ. დღევანდელ გადაცემაში აღწერილია როგორ მზადდებოდა, რამდენი სახის პური ცხვებოდა და რა იყო ამ ტრადიციის მთავარი აზრი.
მეხვარა და ნინალუა
მეხვარა და ნინალუა
27 / მარტი 2025
სამეგრელოში, პრაქტიკაში იყო და დღესაც მოქმედებს ურთიერთდახმარების ორი ძირითადი ფორმა: შრომითი ურთიერთდახმარება და მატერიალური ურთიერთდახმარება. შრომით ურთიერთდახმარებაშიც გამოიყოფა ორი სახე: ,,მეხვარა“( დახმარება) და ,,ნინალუა“ (მომსახურება). დღევანდელ გადაცემაში დეტალურადაა აღწერილი რას გულიხმობს ეს ორი და რას სახის სამუშაოები სრულდებოდა საჭიროების შემთხვევაში.
ხოზოკონი
ხოზოკონი
20 / მარტი 2025
სამეგრელოს ეთნოგრაფიულ ყოფაში დაცულია ერთი უბრალო ტრადიცია, რომელიც ,,ხოზოკონის“ სახელითაა ცნობილი. ხარშავდნენ ყველიან კვერებს და ერთ კვერში, რომელსაც ,,ხოზოკონი“ ერქვა, ჩაატანდნენ კაკლის ჩხირს და ვისაც ეს კვერი ერგებოდა მისთვის იქნებოდა ის წელი განსაკუთრებულად კარგი. დღევანდელ გადაცემაში საუბარია,  ვინ მონაწილეობდა და რას მოიცავდა შეშის კვერიანი რიტუალი, რა დანიშნულება ქონდა და რა წესები იყო მკაცრად დაცული.
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
11 / სექტემბერი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« სექტემბერი 2025 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.