ოდაბადეშ კინოხონი
მორდია
მორდია
17 / აპრილი 2025
,,მორდია“ , იგივე ,,ნათლია“ მეგრელებში განსაკუთრებული მოწიწებითა და ავტორიტეტით სარგებლობს და ის ახალდაქორწინებულთა ოჯახში გამორჩეული მნიშვნელობის მატარებელი ინსტიტუტია.რამეთუ ის ოჯახის ყველაზე ახლობელი ადამიანი ხდება და მთელი რიგი ვალდებულებებით იტვირთება.დღევანდელ გადაცემაში საუბარია რა პრივილეგიებით სარგებლობს ,,მეგურგინე მორდია“ და რა მოვალეობები აკისრია დამოყვრებული ოჯახის მიმართ.

გადაცემის წამყვანი სოფიო ხუციშვილი და ისტორიკოს - მკვლევარი ლაშა ჯიქია.
ოჭიშაფუ დო გინაფორალი
ოჭიშაფუ დო გინაფორალი
10 / აპრილი 2025
სამეგრელოში არსებობდა ორი ერთმანეთთან შინაარსით ახლოს მდგომი და თითქმის იდენტური ტრადიციული წესი ,რომელსაც ოჭიშაფუს ანუ შესაწევარს და გინაფორალს ანუ გადასაფარს უწოდებდნენ. ,,ოჭიშაფუ“ ხდებოდა ქორწილის დროს და ,,გინაფორალი“ მიცვალებულის განსვენების პერიოდში. ასევე, მეგრულ წეს-ჩვეულებებში მოწმდება მატერიალური ურთიერთდახმარების ორი სახე: ნატურალური და ფულადი.დღევანდელ გადაცემაში დაწვრილებითაა აღწერილი ყველა ტრადიცია წესები და მოვალეობები.
დიარაშ ქობალეფი
დიარაშ ქობალეფი
03 / აპრილი 2025
სამეგრელოში სანეფო სუფრისთვის, ქორწილის წინა დღეს ,,სარიტუალო პურს და ჭვიშტარს“ აცხობდნენ,რომლებიც სპეციალური დანიშნულების იყო. რიტუალური პურების დაცხობა ყველას როდი შეეძლო. მთელს ,,სამოხიოში“ რამდენიმე ქალი თუ იქნებოდა ამ საქმეში დახელოვნებული, რის გამოც მათ დიდი პატივით ეპყრობოდნენ. დღევანდელ გადაცემაში აღწერილია როგორ მზადდებოდა, რამდენი სახის პური ცხვებოდა და რა იყო ამ ტრადიციის მთავარი აზრი.
მეხვარა და ნინალუა
მეხვარა და ნინალუა
27 / მარტი 2025
სამეგრელოში, პრაქტიკაში იყო და დღესაც მოქმედებს ურთიერთდახმარების ორი ძირითადი ფორმა: შრომითი ურთიერთდახმარება და მატერიალური ურთიერთდახმარება. შრომით ურთიერთდახმარებაშიც გამოიყოფა ორი სახე: ,,მეხვარა“( დახმარება) და ,,ნინალუა“ (მომსახურება). დღევანდელ გადაცემაში დეტალურადაა აღწერილი რას გულიხმობს ეს ორი და რას სახის სამუშაოები სრულდებოდა საჭიროების შემთხვევაში.
დაფინანსებული

სარეცხის ეფექტური, უსაფრთხო და ენერგოეფექტური მოვლა თანამედროვე საცხოვრებელი სივრცის ერთ-ერთი მთავარი ტექნიკური ამოცანაა.

თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს.
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ინდ მეწარმე კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ 500 000 ლარამდე ერთობლივ შემოსავალზე მხოლოდ 1%-იან საშემოსავლო გადასახადს იხდის.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ნოემბერი 2026 »»
ო ს ო ხ პ შ კ
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.