გემრიელი ისტორიები
ცივი კუჭმაჭი
ცივი კუჭმაჭის მოსამზადებლად დაგჭირდებათ: 

450 გ საქონლის ფაშვი (გასუფთავებული)

90 გ ღვიძლი  (გასუფთავებული)

90 გ გული  (გასუფთავებული)

90 გ ფილტვი   (გასუფთავებული)

160 გ ნიგოზი

150 გ ხახვი

12 გ ნიორი

40 გ აჯიკა

12 გ ქინძი (ფოთოლი)

7 გ ოხრახუში (ფოთოლი)

10 გ პიტნა (ფოთოლი)

50 გ ბროწეულის მარცვლები

100 მლ ზეთი

15 მლ ძმარი

ქონდარი, ხმელი ქინძი, უცხო სუნელი,

ყვითელი ყვავილი და მარილი გემოვნებით.

მომზადების წესი

საქონლის ფაშვი გარეცხეთ ცივ წყალში, შემდეგ 5 წუთით გააჩერეთ ადუღებულ წყალში. ამოიღეთ, გააცალეთ აპკი და კვლავ რეცხეთ იქამდე, სანამ არ გათეთრდება. ამის შემდეგ მოათავსეთ ქვაბში, დაასხით იმდენი წყალი, რომ დაიფაროს და ხარშეთ მინიმუმ 2 საათი. მოხარშვის შემდეგ გადაწურეთ და დაჭერით 2-3 სანტიმეტრის ნაჭრებად.

პარალელურად ღვიძლს გააცალეთ აპკი, გულს ააჭერით ძარღვები, გარეცხეთ ფილტვთან ერთად. მოათავსეთ ცალკე ქვაბში, დაამატეთ იმდენი წყალი, რომ დაიფაროს და ხარშეთ 1.5-2 საათი. იმისთვის რომ ღვიძლი არ დაიშალოს, შეგიძლიათ წყალში დაამატოთ 15 მლ ძმარი. მოხარშვის შემდეგ გაწურეთ და დაჭერით 2-3 სანტიმეტრის კუბებად.

პარალელურად ზეთში მოთუშეთ ხახვი. კუბებად დაჭრილ, ცივ სუბპროდუქტებს (შიგნეულობა) დაამატეთ ქინძი, პიტნა, ოხრახუში, ზეთში მოშუშული ხახვი, გახეხილი ან დაჭყლეტილი ნიორი, ხმელი ქინძი, უცხო სუნელი. ყვითელი ყვავილი, ქონდარი, მარილი, ძმარი, აჯიკა, ბროწეული, ხორცსაკეპ მანქანაში გატარებული ნიგოზი და კარგად გადაურიეთ.




Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 22 °C
img
სოხუმი 18 °C
img
ფოთი 21 °C
img
მესტია 14 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.