გიორგი სიგუა: GEM FEST - ის 10 ათასზე მეტი ბილეთი უკვე გაყიდულია (ვიდეო)
15:09 / 01.08.2016
დღეს ზუგდიდში GEM FEST - ის დამფუძნებელმა და ორგანიზატორმა
გიორგი სიგუამ ბრიფინგი გამართა.
მისი თქმით, 2 აგვისტოს დადიანების სასახლის ეზოში ფესტივალის
პრომო-ვიდეოს ჩვენება გაიმართება, რა დროსაც GEM FEST-ის სიახლეების, გეგმებისა და
სიურპრიზების შესახებ პირველად გახდება ცნობილი.
"GEM FEST - მდე ერთი კვირით ადრე, ჩვენ ვხსნით
ყველაზე მთავარ კამპანიას და ამას ვაკეთებთ დადიანების სასახლიდან, ამ
ისტორიული ადგილიდან", - აღნიშნა გიორგი სიგუამ.
მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე 10 ათასზე მეტი ბილეთია გაყიდული.
მათგან 50% უცხოელმა ტურისტებმა შეიძინეს.
ცნობისთვის, ელექტრონული მუსიკის ფესტივალი - GEM FEST ანაკლიაში 9 აგვისტოდან 14 აგვისტოს
ჩათვლით გაიმართება.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
პარტია "ახალის" წევრმა ზუგდიდის საკრებულოდან მაია კალანდიამ მერიის საბიუჯეტო-საფინანსო და შესყიდვების სამსახურის უფროსს მურთაზ ბოკუჩავას მისი საქმიანობისა და შვილების "სწორ მხარეს" დგომისთვის მადლობა გადაუხადა.
დაახლოებით, ორი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა ზუგდიდში საკრებულოს სხდომა, რომელზეც სამოქალაქო აქტივისტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები "აგენტების" კანონს აპროტესტებდნენ.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები