ჯიხაშკარის უბნის დარბევაში ბრალდებულს სასამართლომ გირაო დააკისრა (ვიდეო)
17:17 / 13.10.2016
ჯიხაშკარის 108-ე უბნის დარბევის ბრალდებით დაკავებულ კაკო ტიბუას
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ
აღმკვეთი ღონისძიების სახით 10 ათასი ლარის ოდენობის გირაოს
გადახდა დააკისრა და მისი გადახდის ვადად 30 დღე განსაზღვრა.
გირაოს გადახდამდე ტიბუა პატიმრობაში რჩება.
მოსამართლე დავით გელაშვილის განმარტებით, სასამართლომ მხედველობაში
მიიღო დაკავებულის ასაკი და ჯანმრთელობის მდგომარეობა.
ტიბუა თავს უდანაშაულოდ მიიიჩნევს. პროკურატურა ტიბუასთვის აღმკვეთი
ღონისძიების სახით, პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, ადვოკატი როლანდ
შონია არ დაეთანხმა მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის აღმკვეთი ღონისძიების
შეფარდებას. მან შუამდგომლობით მოსამართლეს მიმართა, რომ იმ
შემთხვევაში, თუ მაინც დაუშვებდა სასამართლო აღმკვეთი ღონისძიების
შეფარდებას, პატიმრობის ნაცვლად, ტიბუას დაკისრებოდა გირაოს გადახდა
3000 ლარის ოდენობით.
"შესაძლოა, სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივროთ, რადგან ეს იყო
უკანონო დაკავება და ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი სასამართლო დარბაზიდან
უნდა გათავისუფლებულიყო", - განაცხადა ადვოკატმა.
პროკურორმა ილია ტორუამ ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთა.
ზუგდიდის #67 საოლქო საარჩევნო კომისიამ ჯიხაშკარის ორივე უბანზე
კენჭისყრის შედეგები ბათილად ცნო. ამ უბნებზე განმეორებითი კენჭისყრა
არჩევნების დღიდან 2 კვირის გამავლობაში დაინიშნება.
12 მარტს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის ბერტა ფონ ზუტნერის სახელობის ევროპულ კუთხეში, ახალგაზრდების აქტიური ჩართულობით სალონური შეხვედრა-დისკუსია თემაზე "ქალები საერთაშორისო სამშვიდობო მოძრაობის სათავეებთან - ბერტა ფონ ზუტნერი" გაიმართა.
8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ზუგდიდის ბიბლიოთეკაში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ქალების წახალისებისა და მათი პროფესიული საქმიანობის წარმოჩენის მიზნით, შეხვედრა გაიმართა.
თიბისის მხარდაჭერით, სვანეთის სათხილამურო კურორტ ჰაწვალზე "FreeRide World Tour Junior"- ის საკვალიფიკაციო ეტაპი ჩატარდა, სადაც არამარტო ქართველი, არამედ უცხოელი მოზარდებიც იღებდნენ მონაწილეობას.
სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრის ოთარ შამუგიას განცხადებით, მცირე ზომის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენას მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები პირები სახელმწიფოს 70 %-ის თანადაფინანსებით შეძლებენ.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები