რეგიონი
რაშიდ კანჯი ოღლის ზუგდიდის სასამართლომ 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ხურჩა-ნაბაკევის საზღვარზე მოკლული გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებული რაშიდ კანჯი ოღლი დამნაშავედ ცნო. მას 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. განაჩენი მოსამართლე შოთა ბიჭიამ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

მისი განმარტებით, მსჯავრდებულს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება დაკავების მომენტიდან ერთი თვის განმავლობაში ექნება, რადგან იგი პროცესებს არ ესწრებოდა.

რაშიდ კანჯი ოღლის სახაზინო ადვოკატს მთვარისა ბიგვავას გამოძიების მიმართ კითხვები აქვს. მან ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ სასამართლოზე მისი დაცვის ქვეშ მყოფის მაიდენტიფიცირებელი არცერთი უტყუარი მტკიცებულება არ ყოფილა წარმოდგენილი. მისივე განცხადებით, გამოძიებამ, ასევე ვერ შეძლო მკვლელობის მოტივის დადგენა, რაც არასრულყოფილ გამოძიებაზე მეტყველებს.

დაზარალებულის ოჯახის უფლებადამცველის იოსებ ხატიაშვილის თქმით, ისინი სტრასბურგის სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას გეგმავენ.

„რადგან აფხაზეთი არ არის საერთაშორისო სამართლის სუბიექტი და იქ კონტროლზე რუსეთის ფედერაციაა პასუხისმგებელი, ამ უკანასკნელის მიმართ, როგორც კი ყველა შიდა სახელმწიფოებრივი რესურსი ამოიწურება, მოვამზადებთ სარჩელს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის დარღვევისთვის, რაც სიცოცხლის უფლებას გულისხმობს“, - აღნიშნა წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრის „ემპათია“ წარმომადგენელმა იოსებ ხატიაშვილმა.

გიგა ოთხოზორია ე.წ. მესაზღვრემ 19 მაისს, დაახლოებით, 15:00 საათზე, ხურჩა-ნაბაკევის საზღვართან, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა.

აფხაზური გამოცემების ინფორმაციით, ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულ რაშიდ კანჯი ოღლუს ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო სამხედრო სასამართლომ შინა პატიმრობა მიუსაჯა.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
სტატია
დღის სიახლეები
19 / მაისი 2025
გაგრის რაიონში სოფელ ფსახარასთან (კოლხიდა) ერთ- ერთი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და შედეგად, ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა.
19 / მაისი 2025
გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 9 წელი გავიდა. ის ე.წ. მესაზღვრემ რაშიდ კანჯი-ოღლიმ 2016 წლის 19 მაისს, დაახლოებით, 15:00 საათზე, ხურჩა-ნაბაკევის ე.წ საზღვართან, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა.
18 / მაისი 2025
18 მაისს შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის საერთაშორისო დღე აღინიშნება.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
15 / მაისი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.