რეგიონი
ელექტროენერგიის გაზრდილი გადასახადი - ტექნიკური ხარვეზი თუ გახარჯულის საფასური (ვიდეო)
ზუგდიდის მოსახლეობა გაზრდილ კომუნალურ გადასახადებზე საუბრობს. მათი თქმით, ელექტროენერგიის გადასახადი, წინა თვეებთან შედარებით, თითქმის, გაორმაგებულია.

კუიბიშევის ქუჩის მცხოვრებლები აღნიშნულის მიზეზს ვერ ხსნიან. ისინი შესაბამისი სამსახურებისაგან რეაგირებას და პრობლემის არსში გარკვევას ითხოვენ.

„წინა თვეს მომივიდა 60 ლარი გადასახადი. ამ თვეს 15 დღე სახლში არ ვიყავი და 115 ლარი მაქვს გადასახდელი. გაურკვეველი სიტუაცია დამხვდა. ვინმესთვის მიმართვას აზრი არა აქვს, მოვლენ, შეამოწმებენ, იტყვიან, რომ წესრიგშია მრიცხველი და წავლენ“, - თქვა რადიო „ათინათთან“ საუბრისას თათია ქეცბაიამ.

ამავე ქუჩაზე მცხოვრები კვარაცხელიების ოჯახის წევრების მტკიცებით, ისინი უმეტესად ბუნებრივ აირს მოიხმარენ, თუმცა გასულ თვეს ელექტროენერგიაზე გადასახადი 100% - ით გაეზრდათ.

„შუქზე არ გვაქვს არც აბანო, არანაირი გამათბობელი, არც ელექტრო ჩაიდანი, მხოლოდ ნათურებისთვის, კომპიუტერისა და ტელევიზორისთვის ვიყენებთ“, - აღნიშნა მაია კვარაცხელიამ.

იგივე პრობლემა აქვთ ცაბაძის ქუჩის მცხოვრებლებსაც. ბენო ჯაბუა ამბობს, რომ გადასახადი მოხმარებული ელექტროენერგიის შესაბამისი არ არის.

„ადრე 15 ლარს თუ ვიხდიდით, ახლა 25 - დან 30 ლარამდე მოდის ქვითარი, თუმცა ისევე მოვიხმართ, როგორც წინა თვეებში“, - უთხრა რადიო „ათინათს“ ბენო ჯაბუამ.

გაორმაგებული საფასურის გადახდა მოუწევს ე.წ. ფაიფურის დასახლებაში მცხოვრებ დევნილების ოჯახსაც. თეონა ანთია დარწმუნებულია, რომ ელექტროენერგია იანვარში ზუსტად იმ ოდენობით მოიხმარა, როგორც წინა თვეებში, თუმცა 40 ლარის ნაცვლად, 80 ლარის გადახდა მოუხდა.

„ბავშვებს მოვაკელი და სიმწრით გადავიხადე 80 ლარი. განცხადება დავწერე, მოვიდნენ და მითხრეს, ყველაფერი მწყობრშია და რასაც ხარჯავთ, იმდენს წერთო“, - აღნიშნა თეონა ანთიამ.

მოსახლეობის პრეტენზიების პასუხად „ენერგო პრო ჯორჯიაში“ აცხადებენ, რომ ტარიფები გაზრდილი არ არის და არც დაანგარიშების სისტემა შეცვლილა.

იმ შემთხვევაში, თუ აბონენტს ეჭვი ეპარება მის მრიცხველზე დარიცხული კილოვატსაათების სიზუსტეში, პირველ რიგში, უნდა მიმართოს მომსახურების ცენტრს განცხადებით, სადაც თითოეული აბონენტის საკითხს განიხილავენ. ასევე, შესაძლებელია კომპანიასთან ცხელი ხაზის საშუალებით დაკავშირება“, - განუცხადა რადიო „ათინათს“ „ენერგო-პრო ჯორჯიას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ეკა ურიდიამ.

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით რადიო „ათინათმა“ მოქალაქეები ქუჩაშიც გამოკითხა. გამოკითხულთა უმრავლესობა ამბობს, ელექტროენერგიაზე გადასახადი საგრძნობლად გაეზარდათ.

ცნობისთვის, ბოლოს ელექტროენერგიის ტარიფი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკი) 2016 წლის 26 დეკემბერს დაამტკიცა. მოქმედი დადგენილების მიხედვით, ტარიფები შემდეგნაირად განისაზღვრა:

1 კილოვატის ღირებულება საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის(დღგ–ს ჩათვლით)
1.0–101 კილოვატ/ საათის ჩათვლით – 12.95 თეთრი;
2.101–301 კილოვატ/საათის ჩათვლით – 16.93 თეთრი;
3. 301 კილოვატ/საათიდან ზევით– 21.45 თეთრი.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
დღის სიახლეები
06 / მაისი 2024
ზუგდიდში ევროპის დღეების აღსანიშნავად და ე.წ აგენტების კანონის გასაპროტესტებლად მორიგი აქცია 8 მაისს, 18:00 საათზე სკეიტ პარკის
05 / მაისი 2024
მესტიაში სოფელ ნაკრაში რამდენიმე დღის წინ ავტომობილით მდინარეში გადავარდნილი სამი მოზარდიდან ერთ-ერთის, მე-12 კლასელი გოგონას ცხედარი
05 / მაისი 2024
ზუგდიდის მუნიციპალურჯი ტრანსპორტის ინფორმაციით, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, 5 და 6 მაისს მუნიციპალიტეტის
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 11 °C
img
სოხუმი 12 °C
img
ფოთი 11 °C
img
მესტია 3 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.