სპორტი
„ზუგდიდის“ ექს-კაპიტანი სახელფასო დავალიანების დაფარვას ითხოვს
საფეხბურთო კლუბ „ზუგდიდის“ ყოფილი კაპიტანი ნიკოლოზ აფაქიძე სამი თვის კუთვნილ ხელფასს ითხოვს. შეთანხმების თანახმად, დავალიანება 20 თებერვალს უნდა დაფარულიყო,თუმცა, ჯერჯერობით, ანგარიშზე თანხა არ დარიცხულა.

ვაპირებ, მივმართო სადისციპლინო კომიტეტს და შემდეგ, ფედერაციამ უნდა გადაწყვიტოს, როგორ მოიქცეს“, - უთხრა აფაქიძემ რადიო „ათინათს“.

ორგანიზაციაში „სოციალური დიალოგი სპორტში“, აცხადებენ, რომ ნიკოლოზ აფაქიძის ინტერესებს ყველა იმ სამართლებრივი რესურსით დაიცავენ, რომელიც მოქმედებს ფეხბურთში და საქართველოს კანონმდებლობაში.

„ფეხბურთელის ინტერესების დაცვა უნდა განხოციელდეს, პირველ რიგში, ფეხბურთის ფედერაციაში“, - თქვა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა კესო ჩხიკვაძემ.

საფეხბურთო კლუბ „ზუგდიდში“ კი ამბობენ, რომ თახნის დარიცხვა ტექნიკური პროცედურების გამო დაგვიანდა და დავალიანება არაუგვიანეს 5 მარტისა დაიფარება. „ორი თვე მოითმინეს და სამი-ოთხი დღე რა გახდა“, - აღნიშნა კლუბის დირექტორმა რევაზ პერტაიამ.

ცნობისთვის, ს.კ. ზუგდიდის ფეხბურთელები სახელფასო დავალიანების დაფარვას, უკვე რამდენიმე თვეა, ითხოვენ. კლუბი უმაღლეს ლიგას გამოეთიშა და მეორე ლიგაში თამაშობს. 

ამავე თემაზე:

დავალიანების გამო "ზუგდიდი", შესაძლოა, პირველი ლიგის მიღმაც დარჩეს (ვიდეო)


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 25 °C
img
სოხუმი 23 °C
img
ფოთი 27 °C
img
მესტია 11 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.