ახალი ამბები
წალენჯიხის სოფელ ობუჯში ადიდებულმა მდინარემ გაბიონი წაიღო
წალენჯიხის რაიონში ძლიერმა წვიმამ სხვადასხვა ადგილას პრობლემები შექმნა. გამგებლის ბესიკ ფარცვანიას ინფორმაციით, სოფელ ფახულანის უბან ქარაღალში მეწყერი ჩამოწვა, ხოლო ობუჯში ადიდებული მდინარე ჭანისწყალი კალაპოტიდან გადმოვიდა და გაბიონი დაშალა.

„ადიდებულია მდინარეები. ჯერჯერობით, ელექტროენერგიის პრობლემები არ ყოფილა, ასევე არ შემოსულა ინფორმაცია საცხოვრებელი სახლებში შექმნილი პრობლემების შესახებ. ამ წუთებში ადგილზე სპეცალური კომისიის წევრები არიან გასული“, - უთხრა რადიო "ათინათს" ბესიკ ფარცვანიამ.

მისივე ცნობით, ზარალის შესახებ, ჯერჯერობით, კონკრეტული ინფორმაცია არ არსებობს.

სამეგრელოში გუშინდელი საღამოდან გადაუღებლად წვიმს.

რადიო „ათინათის'' სარედაქციო შენიშვნა

მასალის თავდაპირველ ვერსიაში ეწერა, რომ წალენჯიხაში ადიდებულმა მდინარემ სტადიონი წაიღო, რაც იყო შეცდომა და უნდა ეწეროს: „ადიდებულმა მდინარემ გაბიონი დაანგრია“.

რადიო „ათინათი“ ბოდიშს გიხდით მასალაში დაშვებული შეცდომის გამო.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სექციური დივანი ხშირად მისაღები ოთახის მთავარი აქცენტია.
იმუნოლოგიური კვლევები გამოიყენება იმუნური სისტემის მუშაობის შესაფასებლად.
სტატია
დღის სიახლეები
09 / აპრილი 2026
სამეგრელოში დიდმარხვის 7 კვირიან პერიოდში მორწმუნეები მკაცრად იცავდნენ მარხვის წესებს, განსაკუთრებით ვნების კვირაში.
02 / აპრილი 2026
დიდპიჩვანი -სამეგრელოში მარხვის განსაკუთრებული ტრადიცია, რომელიც მხოლოდ საკვებისგან თავშეკავებას არ ნიშნავს.
26 / მარტი 2026
ძველ სამეგრელოში არსებობდა რიტუალი, რომელსაც ხალხი ყველაზე ძლიერ სამართალს უწოდებდა - ხატზე გადაცემა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
09 / აპრილი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აპრილი 2026 »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.